პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გორ­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის, ტო­მას კე­ნე­დის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლებს 20 და 21 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებს 21 და 20-20 წლით, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ. რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბულს, მის­თვის სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 7 დღის ვა­და­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

„გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის ჯგუ­ფუ­რად, ან­გა­რე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებს 20 და 21 წლით, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2021 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, გორ­ში, ოთხი პირი, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი, თავს და­ეს­ხა დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს, ძა­ლა­დო­ბით და­ე­უფლნენ მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, სა­ბან­კო პლას­ტი­კურ ბა­რათს და ფუ­ლად თან­ხას.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, და­ზა­რა­ლე­ბულს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი მდი­ნა­რე მტკვარ­ში და­ახ­რჩეს.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უთხრეს მე­გო­ბარს, რო­მელ­მაც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი 10 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. ოთხს ბრალ­დე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ყა­ჩა­ღო­ბის მუხ­ლე­ბით წა­რედ­გი­ნათ. ხოლო ერთ პირს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა.

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ, ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლებს 21 და 20-20 წლით, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ. რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბულს, მის­თვის სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 7 დღის ვა­და­ში გა­ი­მარ­თე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
1

გამოქლიავებული ბიჭები,უმადურები და ხისთავიანები

მდაა
2

ხალხს სიღატაკისგან და უპერსპექტობიდან გამომდინარე (სხვა მიზეზებიცაა რა თქმა უნდა), ღირებულებები აქვთ აღრეული. მობილურის და 100 ლარის გულისთვის კაცი მოკლეს და 20 წელი ციხეში წავიდნენ

ავტორი:

გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პროკურატურის ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 21 და 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება.

„გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, გორში, ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას.

აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ ბრალდებულებმა მომხდარის შესახებ უთხრეს მეგობარს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცავებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით წარედგინათ. ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა ბრალდება.

გორის რაიონულმა სასამართლომ, ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 21 და 20-20 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.