მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი და დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა" - ირაკლი კობახიძე
"სააკაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი და დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა" - ირაკლი კობახიძე

"სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ოლი­გარ­ქი და შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ის ზის ცი­ხე­ში და დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის­კენ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი უკვე გა­და­იდ­გა" - ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ამ ოლი­გარ­ქე­ბის­გან ქვე­ყა­ნა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, აპი­რებს თუ არა მმარ­თვე­ლი გუნ­დი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, როცა სა­უ­ბა­რია ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე, აქ არ არის ნა­გუ­ლის­ხმე­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

"ჩვენ გვყავს ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ოლი­გარ­ქე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 9 წელი ძარ­ცვავ­დნენ ხალ­ხს და ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, მა­გა­ლი­თად სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ოლი­გარ­ქი და შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ის ზის ცი­ხე­ში და დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის­კენ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი უკვე გა­და­იდ­გა, მან თა­ვი­სი ნე­ბით გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი და თა­ვი­სი ნე­ბით ჩაჯ­და ცი­ხე­ში. ასე­ვე, კე­ზე­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე ოლი­გარ­ქი, მას­ზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს საქ­მე იყოს ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი. ოლი­გარ­ქე­ბის დას­რუ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვია, არის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა.

რა თქმა უნდა, ვე­რა­ვი­თა­რი ფაქ­ტით და არ­გუ­მენ­ტით ეს ვერ იქ­ნე­ბო­და ნა­გუ­ლის­ხმე­ვი და არც არის ნა­გუ­ლის­ხმე­ვი. ივა­ნიშ­ვი­ლი არის ბიზ­ნეს­მე­ნი, თა­ვის კონ­კრე­ტუ­ლი წარ­სუ­ლით, გარ­და ბიზ­ნეს­მე­ნი­სა ის არის ფი­ლან­თრო­პი და ქველ­მოქ­მე­დი, გარ­და ამი­სა, 2012 წელს მან და­ას­რუ­ლა სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ სა­უ­ბა­რი ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე, თუმ­ცა, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც ძარ­ცვეს ქვე­ყა­ნა 9 წელი, რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი ამ დო­კუ­მენ­ტში და არა მარ­ტო ამ დო­კუ­მენ­ტში. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ამ ოლი­გარ­ქე­ბის­გან ქვე­ყა­ნა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ.

ოლი­გარ­ქი ჩემ­თვის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძარ­ცვავ­და ქვე­ყა­ნას და ასე­თე­ბი ჩა­მო­გით­ვა­ლეთ. რაც შე­ე­ხე­ბა კაცს, რო­მელ­საც 3 მი­ლი­ო­ნი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე, თქვენ უწო­დებთ ოლი­გარ­ქს, ეს თქვე­ნი პრობ­ლე­მაა, ეს არ არის ივა­ნიშ­ვი­ლის პრობ­ლე­მა. თქვე­ნი პრობ­ლე­მაა ისიც, რომ თქვენს ტე­ლე­ვი­ზი­ებს აფი­ნან­სე­ბენ კე­ზე­რაშ­ვი­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი, ორი მთა­ვა­რი ოლი­გარ­ქი ჩვე­ნი ქვეყ­ნის,“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მიშას დივერსიფიცირებული აქვს ფინანსური წყაროები, ერთი ორი ციხეს ხეხავს უკვე, ზოგმა გახეხა კიდეც, აქაურ საფინანსო კარტელებშიცა აქვს კაპიტალდაბანდებები, ოღონდ ეს თქვენთვის საიდუმლოა , ძირითადად უცხოური ინვესტიციებით, აქციებით, ობლიგაციებით და ძნელად თვალმისაყოლებელი ტრანზაქციების გამოყენებით ! და კეზერაშვილის წყარო კი ერთერთია, რომელიც გამომზეურდა !სხვაც ბევრია ! აბა დაფიქრდით , გადახედეთ დღეს აქტიურ ქართულ გიგანტებს, როგორ გგონიათ მიშამ უანგაროდ გააგიგანტა ეგენი ?! აბა გადახედეთ რა საკანონმდებლო ნორმებით შეეყარათ გიგანტობია, ხომ არაა მიშას დაწერილი , არც ბენდუქიძის ლიბერტიანიზმის დოქტრინებზე დგანან !?მიშა სულაც არ არის შლეგი მიამიტი და ცხელი გონების, მაგაზე დალაგებული იშვიათია, პოლიტიკური მორიარტია და შერლოკ ჰოლმსი არ გამოუჩნდა ,აი ქალბატონი გლახუნა თუ დაეჭვდა მის გულწრფელობასა და პატრიოტ დემოკრატიზმში და ჩაუღრმავდა ანალიზებში რა , სად, როდის , იქნებ შერლოკიც გამოჩნდეს საქართველოს ბეიკერ სტრიტზე ორთაჭალაში, ანაც უკვე რუსთავში!

ვახო.ხო
2

ამის აზროვნება მაინც ვერ გაცდა მიშას.თავმოყვარე მთავრობა აიღებდა პასუხისმგებლობას,მაგრამ თქვენ მარტო პატივმოყვარეობა გაწუხებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სააკაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი და დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი და დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა" - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ნაბიჯების გადადგმას დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.

მისივე თქმით, როცა საუბარია ოლიგარქიზაციაზე, აქ არ არის ნაგულისხმევი ბიძინა ივანიშვილი.

"ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა ეს ყველაფერი და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ასევე, კეზერაშვილი მეორე ოლიგარქი, მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ოლიგარქების დასრულება ბუნებრივია, არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.

რა თქმა უნდა, ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი. ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავის კონკრეტული წარსულით, გარდა ბიზნესმენისა ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი საქართველოში, აქედან გამომდინარე აქ საუბარი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა 9 წელი, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არა მარტო ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ.

ოლიგარქი ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც ძარცვავდა ქვეყანას და ასეთები ჩამოგითვალეთ. რაც შეეხება კაცს, რომელსაც 3 მილიონი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე, თქვენ უწოდებთ ოლიგარქს, ეს თქვენი პრობლემაა, ეს არ არის ივანიშვილის პრობლემა. თქვენი პრობლემაა ისიც, რომ თქვენს ტელევიზიებს აფინანსებენ კეზერაშვილი და სააკაშვილი, ორი მთავარი ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის,“- განაცხადა კობახიძემ.