პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი
"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

12 ივ­ნისს მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს ყო­ველ დღე ბეწ­ვის ხიდ­ზე უწევს გავ­ლა და სხვე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა, თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად.

  • გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს მე­ხან­ძრე-მაშ­ველ და­ვით და­ვი­თი­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც Ambebi.ge-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა.

და­ვით და­ვი­თი­ძე, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:

- 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, მე და ჩემი მე­გო­ბარ­მა ფილ­მის ბი­ლე­თე­ბის ვი­ყი­დეთ და უკან ვბრუნ­დე­ბო­დით. გზა­ში ფლა­ე­რი გვა­ჩუ­ქეს, სა­დაც ეწე­რა, ფილმში გა­და­სა­ღე­ბად ახა­ლი სა­ხე­ე­ბი გვჭირ­დე­ბაო. მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, შენი თე­მაა, სცა­დეო... წა­ვე­დით თე­ატ­რა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში, ნაც­ნო­ბი გო­გო­ნა და ვი­ღაც ბიჭი დამ­ხდვ­ნენ. ბიჭი ცოტა აგ­რე­სი­უ­ლად მე­სა­უბ­რე­ბო­და. გო­გო­ნამ მა­ნიშ­ნა, რე­ჟი­სო­რია, აყე­ვიო... არ მო­მეშ­ვა, ლექ­სი წა­მი­კი­თხეო. გავ­ჯი­უტ­დი, მაგ­რამ მა­ინც მას­წავ­ლა... ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა თე­ატრთან, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე ისე და­ვინ­ტე­რეს­დი, თავ­და­უ­ზო­გა­ვად და­ვი­წყე ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბა... ასე აღ­მოვ­ჩნდი სპექ­ტაკლში "სიყ­ვა­რუ­ლი ნარ­კო­ტი­კის გა­რე­შე", სა­დაც მთა­ვა­რი როლი მომ­ცეს. სცე­ნა­რი, მა­შინ­დელ პრობ­ლე­მას, ახალ­გაზ­რდებ­ში ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბო­და. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­შიც ვი­თა­მა­შეთ. სხვა რო­ლე­ბიც მქონ­და. ერთი სი­ტყვით, თვით­ნას­წავ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­რო­ში საკ­მა­ოდ ღრმად შევ­ტო­პე და რო­გორც იტყვი­ან, სცე­ნის მტვე­რი­თაც მო­ვი­წამ­ლე... შემ­დეგ, ჩემი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა თე­ატ­რი დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მით უფრო, ათამ­დე სპექ­ტაკლში, ისე­თი კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით მო­მი­წია თა­მა­ში, რო­გო­რიც არის რეზო თა­ვარ­თქი­ლა­ძე.

- რა­ტომ ვერ გა­ყე­ვით თე­ატრს?

- იმ დროს სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, თე­ატ­რა­ლუ­რის დიპ­ლომს ითხოვ­დნენ და ამან შე­მა­ფერ­ხა.

- 2008 წლის ომიც გა­მო­ა­ი­ა­რეთ, ხომ?

- რო­დე­საც კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან და­რე­კეს, სახ­ლში მხო­ლოდ მე და დედა ვი­ყა­ვით, ჩემი ძმა სხვა­გან იყო, მამა კი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და... უცებ დე­დამ ტი­რი­ლი და­ი­წყო, - ომი და­ი­წყო, კო­მი­სა­რი­ატ­ში გი­ბა­რე­ბე­ნო... მა­ნამ­დე რე­ზერ­ვი ორ­ჯერ მქონ­და გავ­ლი­ლი. მოკ­ლედ, დე­დამ მი­მიყ­ვა­ნა კო­მი­სა­რი­ატ­ში, სა­დაც ავ­ტო­მა­ტე­ბი დაგ­ვი­რი­გეს და ავ­ტო­ბუ­სით ახალ­გო­რის­კენ გა­ვე­მარ­თეთ. სო­ფელ აბ­რევ­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი დაგ­ვხვდნენ. არ მახ­სოვს, რო­მე­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი იყო. ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ, - ნუ გე­ში­ნი­ათ, სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­კონ­ტრო­ლებ­თო, გვი­თხრეს. მე სო­ფელ ავ­ნევ­ში, მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლი მქონ­და, იქა­უ­რო­ბა ჩემ­თვის მშობ­ლი­უ­რი იყო და ორ­მა­გი შე­მარ­თე­ბით ვი­ყა­ვი...

- თქვე­ნი ფუნ­ქცია რა იყო, რა და­ვა­ლე­ბა მოგ­ცეს?

- იმ სოფ­ლე­ბის მი­და­მო­ებ­ში, სა­დაც და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ვი­თა­რე­ბა უნდა გაგ­ვე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა. ჩვენ გარ­შე­მო, მთებ­ზე ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი... მე­ო­რე დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას, გან­გა­ში ატყდა, მო­ე­წყვეთ, გავ­დი­ვარ­თო. სამ­ხედ­რო­ე­ბის ნა­წი­ლი დარ­ჩა, ნა­წი­ლი წა­მო­ვი­და. რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით ვი­ა­რეთ, შემ­დეგ ავ­ტო­ბუ­სე­ბამ­დე მი­ვე­დით და გორ­ში ჩა­ვე­დით... ეს იყო 9 აგ­ვის­ტო და გორი უკვე და­ბომ­ბი­ლი დაგ­ვხვდა. მო­ე­დან­ზე გავ­ჩერ­დით. მე­თა­უ­რო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში რა­ღა­ცას თათ­ბი­რობ­და, თა­ვა­დაც დაბ­ნე­უ­ლე­ბი ჩან­დნენ. სა­ღა­მომ­დე იქ დაგვტო­ვეს, ღა­მით კი მეჯვრის­ხევ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. თა­ვი­დან მთე­ლი სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ჭე­ბი ერ­თად ვი­ყა­ვით რე­ზერვში, შემ­დეგ რა­ტომ­ღაც მარ­ტო მო­მი­წია ყოფ­ნამ, რაც გა­მო­უც­დე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ომში მიჰ­ყავთ, ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია, რად­გან ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით... მოკ­ლედ, ისევ გას­ცეს ბრძა­ნე­ბა, - რე­ზერ­ვი მო­ე­წყო­სო... რო­გორც გა­ირ­კვა, რუ­სებს ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის შე­სა­ხებ და მე­თა­უ­რო­ბას შე­ე­შინ­და, სო­ფე­ლი არ და­ე­ბომ­ბათ... ცხინ­ვა­ლის გა­და­სახ­ვევ­თან გავ­ჩერ­დით, სა­დაც გვი­თხრეს, - და­ის­ვე­ნეთ, ქა­ლაქ­ში შე­სას­ვლე­ლად ვემ­ზა­დე­ბი­თო.

- რა ხდე­ბო­და იქ?

- ჩვენ ცოტა მო­ფა­რე­ბულ­ში ვი­ყა­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც და­ვი­ნა­ხე რო­გორ გა­მოჰ­ყავ­დათ ცხინ­ვა­ლი­დან სის­ხლი­ა­ნი დაჭ­რი­ლე­ბი... ისი­ნი გვაფრ­თხი­ლებ­დნენ და გვეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, არ მი­ქა­როთ, არ წახ­ვი­დე­თო... მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო მძი­მე ტექ­ნი­კა. ქა­ლაქ­ში მძი­მე ტექ­ნი­კის სრო­ლე­ბის ხმა ის­მო­და. ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლა გვიბ­რძა­ნეს და ნელ-ნელა და­ვი­ძა­რით.

- ავ­ტო­ბუ­სით შეჰ­ყავ­დით ცხინ­ვალ­ში?

- დიახ, ასე იყო გეგ­მა­ში... იმ დროს, ავ­ტო­ბუს­ში რომ ავ­დი­ო­დი, სა­ი­დან­ღაც ჩემი ჯგუ­ფე­ლი გა­მო­ვარ­და და მეცა, - სად მი­დი­ხა­რო... ლა­მის კა­რი­დან ჩა­მომხსნა. - რას აკე­თებ, ხომ არ გა­გიჟ­დიო და ია­რა­ღი და ფორ­მაც ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნა... ერთი სი­ტყვით, ამ ბიჭ­მა, ალექ­სამ, ისევ სა­ა­ვი­ა­ცი­ოს ბი­ჭებ­თან წა­მიყ­ვა­ნა. ერთი სი­ტყვით, და­ახ­ლო­ე­ბით 500 ადა­მი­ა­ნი ფე­ხით წა­მო­ვე­დით უკან. აღარც მახ­სოვს, რამ­დენ სა­ათს მოვ­დი­ო­დით. რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით, მა­შინ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯა­ხის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე 4 დღე... გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­უ­ლოდ­ნელ ხმა­ურ­ზე მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი მქონ­და. შემ­დეგ თან­და­თან გა­და­მი­ა­რა...გა­ე­ცა­ნით ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას

ავტორი:

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

12 ივნისს მეხანძრე მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება. მეხანძრე-მაშველებს ყოველ დღე ბეწვის ხიდზე უწევს გავლა და სხვების სიცოცხლის გადარჩენა, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.

  • გთავაზობთ ფრაგმენტს მეხანძრე-მაშველ დავით დავითიძესთან ინტერვიუდან, რომელიც Ambebi.ge-ს არქივში ინახება.

დავით დავითიძე, მეხანძრე-მაშველი:

- 2000-იანი წლების დასაწყისში, მე და ჩემი მეგობარმა ფილმის ბილეთების ვიყიდეთ და უკან ვბრუნდებოდით. გზაში ფლაერი გვაჩუქეს, სადაც ეწერა, ფილმში გადასაღებად ახალი სახეები გვჭირდებაო. მეგობარმა მითხრა, შენი თემაა, სცადეო... წავედით თეატრალურ აკადემიაში, ნაცნობი გოგონა და ვიღაც ბიჭი დამხდვნენ. ბიჭი ცოტა აგრესიულად მესაუბრებოდა. გოგონამ მანიშნა, რეჟისორია, აყევიო... არ მომეშვა, ლექსი წამიკითხეო. გავჯიუტდი, მაგრამ მაინც მასწავლა... ეს იყო ჩემი პირველი შეხება თეატრთან, მაგრამ ძალიან მალე ისე დავინტერესდი, თავდაუზოგავად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა... ასე აღმოვჩნდი სპექტაკლში "სიყვარული ნარკოტიკის გარეშე", სადაც მთავარი როლი მომცეს. სცენარი, მაშინდელ პრობლემას, ახალგაზრდებში ნარკოტიკის მოხმარებას ეხმიანებოდა. საკმაოდ წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვითამაშეთ. სხვა როლებიც მქონდა. ერთი სიტყვით, თვითნასწავლი ვიყავი, მაგრამ თეატრალურ სამყაროში საკმაოდ ღრმად შევტოპე და როგორც იტყვიან, სცენის მტვერითაც მოვიწამლე... შემდეგ, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა, თუმცა თეატრი დღემდე ძალიან მიყვარს. მით უფრო, ათამდე სპექტაკლში, ისეთი კარგი მსახიობების გვერდით მომიწია თამაში, როგორიც არის რეზო თავართქილაძე.

- რატომ ვერ გაყევით თეატრს?

- იმ დროს საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახალი ხელშეკრულების გაფორმებისას, თეატრალურის დიპლომს ითხოვდნენ და ამან შემაფერხა.

- 2008 წლის ომიც გამოაიარეთ, ხომ?

- როდესაც კომისარიატიდან დარეკეს, სახლში მხოლოდ მე და დედა ვიყავით, ჩემი ძმა სხვაგან იყო, მამა კი უცხოეთში ცხოვრობდა... უცებ დედამ ტირილი დაიწყო, - ომი დაიწყო, კომისარიატში გიბარებენო... მანამდე რეზერვი ორჯერ მქონდა გავლილი. მოკლედ, დედამ მიმიყვანა კომისარიატში, სადაც ავტომატები დაგვირიგეს და ავტობუსით ახალგორისკენ გავემართეთ. სოფელ აბრევში ქართველი სამხედროები დაგვხვდნენ. არ მახსოვს, რომელი სამხედრო ნაწილი იყო. ბიჭები ძალიან მოტივირებული იყვნენ, - ნუ გეშინიათ, სიტუაციას ვაკონტროლებთო, გვითხრეს. მე სოფელ ავნევში, მამაპაპისეული სახლი მქონდა, იქაურობა ჩემთვის მშობლიური იყო და ორმაგი შემართებით ვიყავი...

- თქვენი ფუნქცია რა იყო, რა დავალება მოგცეს?

- იმ სოფლების მიდამოებში, სადაც დაბანაკებული ვიყავით, ვითარება უნდა გაგვეკონტროლებინა. ჩვენ გარშემო, მთებზე ქართველ სამხედროებს სტრატეგიული სიმაღლეები ჰქონდათ აღებული... მეორე დღეს, გამთენიისას, განგაში ატყდა, მოეწყვეთ, გავდივართო. სამხედროების ნაწილი დარჩა, ნაწილი წამოვიდა. რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიარეთ, შემდეგ ავტობუსებამდე მივედით და გორში ჩავედით... ეს იყო 9 აგვისტო და გორი უკვე დაბომბილი დაგვხვდა. მოედანზე გავჩერდით. მეთაურობა ერთმანეთში რაღაცას თათბირობდა, თავადაც დაბნეულები ჩანდნენ. საღამომდე იქ დაგვტოვეს, ღამით კი მეჯვრისხევში წაგვიყვანეს. თავიდან მთელი საავიაციო უნივერსიტეტის ბიჭები ერთად ვიყავით რეზერვში, შემდეგ რატომღაც მარტო მომიწია ყოფნამ, რაც გამოუცდელი ადამიანისთვის, რომელიც ომში მიჰყავთ, ძალიან დამთრგუნველია, რადგან ბიჭები ერთმანეთს ვამხნევებდით... მოკლედ, ისევ გასცეს ბრძანება, - რეზერვი მოეწყოსო... როგორც გაირკვა, რუსებს ჰქონდათ ინფორმაცია, ჩვენი იქ ყოფნის შესახებ და მეთაურობას შეეშინდა, სოფელი არ დაებომბათ... ცხინვალის გადასახვევთან გავჩერდით, სადაც გვითხრეს, - დაისვენეთ, ქალაქში შესასვლელად ვემზადებითო.

- რა ხდებოდა იქ?

- ჩვენ ცოტა მოფარებულში ვიყავით გაჩერებული, მაგრამ მაინც დავინახე როგორ გამოჰყავდათ ცხინვალიდან სისხლიანი დაჭრილები... ისინი გვაფრთხილებდნენ და გვეხვეწებოდნენ, არ მიქაროთ, არ წახვიდეთო... მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ქალაქში მძიმე ტექნიკის სროლების ხმა ისმოდა. ავტობუსში ასვლა გვიბრძანეს და ნელ-ნელა დავიძარით.

- ავტობუსით შეჰყავდით ცხინვალში?

- დიახ, ასე იყო გეგმაში... იმ დროს, ავტობუსში რომ ავდიოდი, საიდანღაც ჩემი ჯგუფელი გამოვარდა და მეცა, - სად მიდიხარო... ლამის კარიდან ჩამომხსნა. - რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟდიო და იარაღი და ფორმაც ჩამაბარებინა... ერთი სიტყვით, ამ ბიჭმა, ალექსამ, ისევ საავიაციოს ბიჭებთან წამიყვანა. ერთი სიტყვით, დაახლოებით 500 ადამიანი ფეხით წამოვედით უკან. აღარც მახსოვს, რამდენ საათს მოვდიოდით. როდესაც თბილისში ჩამოვედით, მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე 4 დღე... გარკვეული დროის განმავლობაში, მოულოდნელ ხმაურზე მწვავე რეაქციები მქონდა. შემდეგ თანდათან გადამიარა...გაეცანით ინტერვიუს სრულ ვერსიას