პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი გაბრაზებულია "ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რადგან კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვების ფუნქცია იყო, არ მოხვედრილიყო ის სანქციებში" - ხატია დეკანოიძე
"ივანიშვილი გაბრაზებულია "ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რადგან კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვების ფუნქცია იყო,  არ მოხვედრილიყო ის სანქციებში" - ხატია დეკანოიძე

ივა­ნიშ­ვი­ლი გა­რი­ყუ­ლია მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­გან. რაც შე­ე­ხე­ბა მის კოჰორ­ტას, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მის გა­რე­შე­მო კლეპ­ტოკ­რა­ტი­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქმნის, ავ­ტო­მა­ტუ­რად ყუ­რა­დღე­ბის ქვე­შაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნიც მოხ­ვდე­ბი­ან ასე­თი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი.

მი­სი­ვე თქმით, ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ არი­ან ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ­ბე­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტებს, კლა­ვენ და ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას არ აწარ­მო­ე­ბენ. ამას­თან, დე­კა­ნო­ი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ივა­ნიშ­ვილ­სა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შო­რის მკვეთ­რი ხაზი გა­ივ­ლო.

"ჩვენ, როცა წლე­ბის წინ ვე­სა­უბ­რე­ბო­დით ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი არის მისი გავ­ლე­ნის ქვეშ, იყო მეტ-ნაკ­ლე­ბად ფრთხი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან. უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის შემ­დეგ ეს ხაზი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ­მა სამ­ყა­რომ უფრო მკვეთ­რად გა­ავ­ლო და ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ამ­ბობს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი, აქვს მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი რუ­სეთ­თან და ეს არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა დიდი დაბ­რკო­ლე­ბაა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე.

ამი­ტომ მკვეთ­რად გა­ივ­ლო ხაზი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან ერთ მხა­რეს, ხოლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით მე­ო­რე მხა­რეს, ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­ზე, რად­გან კო­ბა­ხი­ძის, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და სხვე­ბის ფუნ­ქცია იყო, რომ და­ეც­ვათ ივა­ნიშ­ვი­ლი და არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო სან­ქცი­ებ­ში. ამი­ტომ ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ში­დარ­ყე­ვებს აქვს ად­გი­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომპირკეთებელი
0

ეგ წუხანდელი სიზმარია, თუ მეცოცხეთა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებითაა?

ჯერ ერთი, ივანიშვილზე არანაირი სანქციები არაა, რაღაც დააპირა ბანკმა და სასამართლომ ისე გაუდო, კისერს ვერ ამოძრავებს

ახლა ქურქის ზღაპარი მოყევი

ანი
0

პრიჩოსკას გაფიცებ ხატია 

ავტორი:

"ივანიშვილი გაბრაზებულია "ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რადგან კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვების ფუნქცია იყო, არ მოხვედრილიყო ის სანქციებში" - ხატია დეკანოიძე

"ივანიშვილი გაბრაზებულია "ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რადგან კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვების ფუნქცია იყო,  არ მოხვედრილიყო ის სანქციებში" - ხატია დეკანოიძე

ივანიშვილი გარიყულია მთელი ცივილიზებული სამყაროსგან. რაც შეეხება მის კოჰორტას, ყველა ის ადამიანი, ვინც მის გარეშემო კლეპტოკრატიულ ხელისუფლებას ქმნის, ავტომატურად ყურადღების ქვეშაა და დარწმუნებული ვარ, ისინიც მოხვდებიან ასეთი ინსტრუმენტების გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი.

მისივე თქმით, ყურადღების ქვეშ არიან ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც არბევენ ჟურნალისტებს, კლავენ და ამაზე გამოძიებას არ აწარმოებენ. ამასთან, დეკანოიძე მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში საქართველოს მოქალაქეებსა და ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას“ შორის მკვეთრი ხაზი გაივლო.

"ჩვენ, როცა წლების წინ ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მისი გავლენის ქვეშ, იყო მეტ-ნაკლებად ფრთხილი დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგ ეს ხაზი ცივილიზებულმა სამყარომ უფრო მკვეთრად გაავლო და ყველა საერთაშორისო პარტნიორი, ევროპარლამენტი ამბობს, რომ ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან და ეს არაფორმალური მმართველობა დიდი დაბრკოლებაა ევროინტეგრაციის გზაზე.

ამიტომ მკვეთრად გაივლო ხაზი, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ერთ მხარეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური ხელისუფლებით მეორე მხარეს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია "ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რადგან კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვების ფუნქცია იყო, რომ დაეცვათ ივანიშვილი და არ მოხვედრილიყო სანქციებში. ამიტომ ჩვენი ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვან შიდარყევებს აქვს ადგილი,“ - განაცხადა დეკანოიძემ.