პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ირაკლი ხომასურიძე, რომელიც ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის დააკავეს?
ვინ არის ირაკლი ხომასურიძე, რომელიც ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის დააკავეს?

8 ივ­ნისს, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რეს ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძეს და და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ორი მა­მა­კა­ცი თავს და­ეს­ხა და სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. "თავს დაგ­ვესხნენ ფი­ზი­კუ­რა­დაც, იყო ხე­ლის კვრაც, გი­ნე­ბაც, მოგ­ვდევ­დნენ, მე და დათო ბერ­ძე­ნიშ­ვილს. ახლა პატ­რულ­მა და­ა­კა­ვა. მთა­ვა­რი ფრა­ზა იყო "აქ მარ­ტო ვერ გა­ივ­ლით დაც­ვის გა­რე­შე, ისეთ დღე­ში ჩა­გა­ყე­ნებთ. ვი­ღაც ორი ადა­მი­ა­ნი იყო, ქაშ­ვეთ­თან იდ­გნენ,“- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ. მან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. დე­პუ­ტა­ტის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თან­დას­წრე­ბი­თაც ემუქ­რე­ბოდ­ნენ. "ყვი­როდ­ნენ, - მე­ფე­ზე რო­გორ ლა­პა­რა­კობ­თო”, - იხ­სე­ნებს ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე.

სა­მარ­თლად­მა­ცა­ვე­ბამ და­ა­კა­ვეს ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძე და ვე­ფხია ღვა­ლა­ძე, ეს უკა­ნას­კნე­ლი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­უსფლეს, ხო­მა­სუ­რი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რუდ­გი­ნეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა მის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) წა­რედ­გი­ნა.

  • ვინ არის ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძე?

ირაკ­ლი ხო­მა­სუ­რი­ძე ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ებ­ში ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა ლე­ვან აკი­ნის ცნო­ბი­ლი ფილ­მის "და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ" ჩვე­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და: "ეს ფილ­მი თუ გა­ვი­და, მე ცო­ცხა­ლი სახ­ლში არ წა­ვალ…“ ხოლო, რო­დე­საც უთხრეს, რომ ფილ­მი უკვე გა­დი­ო­და, მისი ნათ­ქვა­მი ფრა­ზა: „გა­დი­სო კინო, გა­დი­სო“, - ბევ­რს დღემ­დე ახ­სოვს.

"მარ­ტო ვცხოვ­რობ, ცოლ-შვი­ლი არა­სო­დეს მყო­ლია. მინ­დო­და, მღვდე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი პრობ­ლე­მის გამო, თვა­ლი რომ დავ­კარ­გე, ვე­ღარ შევ­ძე­ლი, არ გა­მო­ვი­და”, - აცხა­დებ­და ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მან თვა­ლი 2009 წლის 6 მა­ისს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბის) ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს და­კარ­გა.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს კაცი
14

სახეა მთელი საქოცეთის. ასეთი გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირებენ. 

ჰა
14

ეს ის კაცი არ არის, თავს არ ვიცოცხლებო თუ ფილმი გავაო??? ნახეთ რას უშვებიან ქოცები გაჭირვებულ ადამიანებს, მაქსიმუმ 20 ლარი მიეცათ ამ საწყალისთვის. 

ავტორი:

ვინ არის ირაკლი ხომასურიძე, რომელიც ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის დააკავეს?

ვინ არის ირაკლი ხომასურიძე, რომელიც ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის დააკავეს?

8 ივნისს, "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვდევდნენ, მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო "აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ. ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშვეთთან იდგნენ,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ. მან შემთხვევის ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დეპუტატის თქმით, თავდამსხმელები მათ სამართალდამცავების თანდასწრებითაც ემუქრებოდნენ. "ყვიროდნენ, - მეფეზე როგორ ლაპარაკობთო”, - იხსენებს ხათუნა სამნიძე.

სამართლადმაცავებამ დააკავეს ირაკლი ხომასურიძე და ვეფხია ღვალაძე, ეს უკანასკნელი მალევე გაათავიუსფლეს, ხომასურიძის სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

ცნობისთვის, ირაკლი ხომასურიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

  • ვინ არის ირაკლი ხომასურიძე?

ირაკლი ხომასურიძე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების სხვადასხვა აქციებში ხშირად მონაწილეობს. საზოგადოებას თავი განსაკუთრებით დაამახსოვრა ლევან აკინის ცნობილი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, როდესაც განაცხადა: "ეს ფილმი თუ გავიდა, მე ცოცხალი სახლში არ წავალ…“ ხოლო, როდესაც უთხრეს, რომ ფილმი უკვე გადიოდა, მისი ნათქვამი ფრაზა: „გადისო კინო, გადისო“, - ბევრს დღემდე ახსოვს.

"მარტო ვცხოვრობ, ცოლ-შვილი არასოდეს მყოლია. მინდოდა, მღვდელი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი პრობლემის გამო, თვალი რომ დავკარგე, ვეღარ შევძელი, არ გამოვიდა”, - აცხადებდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც ირკვევა, მან თვალი 2009 წლის 6 მაისს, სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) ორგანიზებული საპროტესტო აქციის დროს დაკარგა.