ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას სიყვარულისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.
"ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის - უხეში წერტილია სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით", - წერს გიორგი კეკელიძე.
რამდენიმე დღის წინ კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. ის ინტოქსიკაციით კლინიკაში იყო გადაყვანილი. ახლა კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახლა, სწორედ ახლა ბრძოლის დროა. დიახ, გადამწყვეტი ბრძოლის დრო, რომელშიც სიკეთე, გონიერება და სიყვარული ქართულ წყვდიადს გააპობს! წყვდიადს, რომელშიც დიდი ხანია (საუკუნეა) ჩავრჩით და ფარისევლობამ, უსამართლობამ და ათასმა მანკიერებამ იმარჯვა. ყველაფერი გაისვარა, წაიბილწა და "გადაგვარდა". ამიტომ გვექცევა თავზე ზეცაც, ეკონომიკაც, კულტურაც და თითქმის ყველაფერი. ახლა პოლიტიკანების დრო არაა, გონიერი და კეთილი ადამიანების ეპოქა "მორბის" (კი არ მოდის, საშველად მორბის) შიმშილისაგან და ათასი უბედურებისაგან გაწამებულ ერს ცრემლი რომ მოსწმინდოს, ჭრილობა დაუამოს და მომავალი მისცეს (და არა მხოლოდ ოცნება მისცეს)! ეს ბრძოლა გიორგის ბრძოლაცაა აუცილებლად, დანებებაზე კი მტერმა იფიქროს!
გიორგიიიი! არ გაბედო და არ გვიღალატო,შენ მარტო შენს თავს არ ეკუთვნი, შენ ძალიან ბევრი კეთილმოსურნე გყავს, ნუ გვატკენ გულს, ჩვენო კარგო ბიჭო!