უკრაინის სადაზვერვო სამსახურები "აზოვსტალის" დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან და კიევი ყველაფერს აკეთებს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.
"მათი (სადაზვერვო სამსახურების) მეშვეობით ვსწავლობთ დაკავების პირობებს და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი ყველანი იქნებიან აქ, კიევში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, - აღნიშნა მონასტირსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა მაისში განაცხადა, რომ მარიუპოლის “აზოვსტალის” ტერიტორიიდან 2 000-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა. კიევი მათ დაბრუნებას ომის ტყვეების გაცვლის გზით გეგმავს, კრემლში კი აცხადებენ, რომ ჩაბარებულ მებრძოლებს „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეპყრობიან.“
რა რუსეთის მოყვარული ყოფილხარ? ერთი სული გაქვს სანამ დამარცხდება უკრაინა, იმიტომ რომ უკრაინის მთავრობა ნაცები გგონია, ასე გითხრა ქოც-მთავრობამ და დაუჯერე,.
დაკითხვის კადრებს უყურეთ ვისაც გული ნასკები გიჭერთ ფაშისტების სიყვარულიდან გამომდინარე. ვერ ყოფილან მთლად საამაყოები. ჰიტლერმა თავი მოიკლა ბოლობოლო.