სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იკიგაის სასწაულებრივი დიეტა - როგორ იკვებებიან მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანები
იკიგაის სასწაულებრივი დიეტა - როგორ იკვებებიან მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანები

ია­პო­ნუ­რი ან­და­ზის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნებს 100 წლამ­დე სი­ცო­ცხლეს. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ია­პო­ნი­ას აქვს. ყვე­ლა­ზე მეტი ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნი სწო­რედ ია­პო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. ქვეყ­ნის ყო­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი მცხოვ­რე­ბი­დან 520 ადა­მი­ა­ნი ხან­დაზ­მუ­ლია, რაც მარ­თლაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მო­ნა­ცე­მებ­ში ჩემ­პი­ო­ნი ია­პო­ნი­ის ერთ-ერთი პრო­ვინ­ცია, სა­ხე­ლად ოკი­ნა­ვაა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რაში მდგო­მა­რე­ობს ია­პო­ნე­ლე­ბის დღეგ­რძე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო. რა არის ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რამ, რაც ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს ქმნის?

ოკი­ნა­ვა ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც ვერ ნა­ხავთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს. აქ არ მოძ­რა­ობს მა­ტა­რე­ბე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მხო­ლოდ ფე­ხით ან ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

ისი­ნი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას, მი­ი­ღონ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 გრამ­ზე ნაკ­ლე­ბი მა­რი­ლი.

ია­პო­ნე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დიდ­წი­ლად ჯან­სა­ღი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ოკი­ნა­ველ­თა კვე­ბის რა­ცი­ო­ნი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუდ­მი­ვი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია.

ოკი­ნა­ვას ხან­დაზ­მულ­თა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ისი­ნი მი­ირ­თმე­ვენ 206 გან­სხვა­ვე­ბულ საკ­ვებს, მათ შო­რის სა­ნე­ლებ­ლებს - რე­გუ­ლა­რუ­ლად. დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 18-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის საკ­ვებს იღე­ბენ. ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ნი­მუმ 5 ულუ­ფა ხილ­სა და ბოსტნე­ულს. არ­სე­ბობს ასე­თი ცნე­ბა - „ცი­სარ­ტყე­ლა“, რაც ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის რა­ცი­ონს გუ­ლის­ხმობს.

„ცი­სარ­ტყე­ლას“ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

წი­თე­ლი წი­წა­კა, სტა­ფი­ლო, ის­პა­ნა­ხი, ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო და ბად­რი­ჯა­ნი.

ოკი­ნა­ვას რა­ცი­ო­ნის უმ­თავ­რე­სი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

ბოსტნე­უ­ლი, კარ­ტო­ფი­ლი, ბო­ლო­კი და სო­ი­ოს ტოფუ. დღი­უ­რად მი­სა­ღე­ბი კა­ლო­რი­ე­ბის 30% ბოსტნე­ულ­ზე მო­დის. რა­ცი­ო­ნის სა­ფუძ­ვე­ლი კი მარ­ცვლე­უ­ლია. ია­პო­ნე­ლე­ბი ყო­ველ­დღე მი­ირ­თმე­ვენ თეთრ ბრინჯს. კვი­რა­ში სამ­ჯერ - თევზს. ასე­ვე მათს რა­ცი­ონ­ში შე­დის ტოფუ (სო­ი­ის ხაჭო), მი­სოს წვნი­ა­ნი, თი­ნუ­სი, გოია (მწა­რე ნეს­ვი), კამ­ბუ (ზღვის კელ­პი, წყალმცე­ნა­რე), ნორი (წყალმცე­ნა­რე), ხახ­ვი, სო­ი­ის კომ­ბოს­ტო, ჰე­ჩი­მა (კიტ­რის ფორ­მის გოგ­რა), სოია (უმი ან მო­ხარ­შუ­ლი), ტკბი­ლი კარ­ტო­ფი­ლი, წი­წა­კა, სან პინ ჩა (ჟას­მი­ნის ჩაი).

და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რე­ბე­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის სი­ი­დან და­სავ­ლეთ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი პრო­დუქ­ტე­ბია:

ბოსტნე­უ­ლი: ბრო­კო­ლი და ფოთ­ლო­ვა­ნი ჭარ­ხა­ლი მან­გოლ­დი - მათ­ში წყლის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ბოჭ­კო­ე­ბის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის გამო.

ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი: ორა­გუ­ლი, თი­ნუ­სი, სკუმბრია და სარ­დი­ნე­ბი - მა­ღა­ლი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი შემ­ცვე­ლო­ბით.

ხილი: ციტ­რუ­სე­ბი, მარ­წყვი და გარ­გა­რი - ვი­ტა­მი­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო წყა­რო, რო­მელ­თაც გა­მო­აქვთ ორ­გა­ნიზ­მი­დან ტოქ­სი­ნე­ბი.

კენკრა: მო­ცხა­რი და გოჯი მდი­და­რია ფი­ტო­ქი­მი­უ­რი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით.

ხი­ლის ჩირი: შე­ი­ცავს ვი­ტა­მი­ნებს და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს, რაც სა­უ­კე­თე­სო ენერ­გი­ის წყა­როა.

მარ­ცვლე­უ­ლი: შვრია და ხორ­ბა­ლი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს ენერ­გი­ას და შე­ი­ცავს მი­ნე­რა­ლებს.

პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­ცი­ო­ნი­დან უნდა ამო­ი­ღოთ:

შა­ქა­რი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, გა­მომ­ცხვა­რი და გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, ძრო­ხის რძე და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ნა­წარ­მი.

კვე­ბის ამ რა­ცი­ო­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ, თავი ახალ­გაზ­რდად იგ­რძნოთ და თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ნა­ად­რე­ვი და­ბე­რე­ბა. იკი­გაი უძ­ვე­ლე­სი ია­პო­ნუ­რი იდე­ო­ლო­გი­აა, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია ია­პო­ნე­ლი ხალ­ხის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. იკი­გა­ის იდე­ო­ლო­გი­ას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მის­დევს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და შე­დეგ­საც აღ­წე­ვენ. ბედ­ნი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ჰექ­ტორ გარ­სი­ას და ფრან­სესკ მი­რა­ლე­სის წიგნ­ში „იკი­გაი“ იპო­ვით, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ სულ ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა.

წიგნ­ში გა­ეც­ნო­ბით მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო თე­რა­პი­ულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ახ­ლე­ბუ­რად და­გა­ნახ­ვებთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს კი თა­ვად სუ­პერ­ხან­დაზ­მუ­ლე­ბი გა­გან­დო­ბენ.

ბედ­ნი­ე­რი და ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბის ია­პო­ნუ­რი სა­ი­დუმ­ლო „იკი­გაი“ ბესტსე­ლე­რად იქცა, წიგ­ნი 65-ზე მეტ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი. წიგ­ნის შე­ძე­ნას „ბიბ­ლუ­სის“ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ან სა­ი­ტი­დან შეძ­ლებთ - palitral.ge

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგნ „იკი­გა­ის“ თა­ნა­ავ­ტო­რი ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი 13 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვა. 14 ივ­ნისს ავ­ტო­რი თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო „ბილტმორ­ში“ მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს.

ბი­ლე­თის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ ბმულს

ავტორი:

იკიგაის სასწაულებრივი დიეტა - როგორ იკვებებიან მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანები

იკიგაის სასწაულებრივი დიეტა - როგორ იკვებებიან მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანები

იაპონური ანდაზის თანახმად, მხოლოდ აქტიური ცხოვრება შეგვაძლებინებს 100 წლამდე სიცოცხლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იაპონიას აქვს. ყველაზე მეტი ხანდაზმული ადამიანი სწორედ იაპონიაში ცხოვრობს. ქვეყნის ყოველი მილიონი მცხოვრებიდან 520 ადამიანი ხანდაზმულია, რაც მართლაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მონაცემებში ჩემპიონი იაპონიის ერთ-ერთი პროვინცია, სახელად ოკინავაა.

საინტერესოა, რაში მდგომარეობს იაპონელების დღეგრძელობის საიდუმლო. რა არის ის განსაკუთრებული რამ, რაც ხანგრძლივი ცხოვრებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის?

ოკინავა ერთადერთი ადგილია იაპონიაში, სადაც ვერ ნახავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აქ არ მოძრაობს მატარებელი და ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდება.

ისინი ასევე ითვალისწინებენ იაპონიის მთავრობის რეკომენდაციას, მიიღონ დღის განმავლობაში 10 გრამზე ნაკლები მარილი.

იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებელი დიდწილად ჯანსაღი კვების რაციონის დამსახურებაა. ოკინაველთა კვების რაციონი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მუდმივი განხილვის საგანია.

ოკინავას ხანდაზმულთა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი მიირთმევენ 206 განსხვავებულ საკვებს, მათ შორის სანელებლებს - რეგულარულად. დღეში დაახლოებით 18-ზე მეტი სახეობის საკვებს იღებენ. ყოველდღიურად მინიმუმ 5 ულუფა ხილსა და ბოსტნეულს. არსებობს ასეთი ცნება - „ცისარტყელა“, რაც ყოველდღიური კვების რაციონს გულისხმობს.

„ცისარტყელას“ მრავალფეროვანი კომპონენტები ასე გამოიყურება:

წითელი წიწაკა, სტაფილო, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბადრიჯანი.

ოკინავას რაციონის უმთავრესი ინგრედიენტები:

ბოსტნეული, კარტოფილი, ბოლოკი და სოიოს ტოფუ. დღიურად მისაღები კალორიების 30% ბოსტნეულზე მოდის. რაციონის საფუძველი კი მარცვლეულია. იაპონელები ყოველდღე მიირთმევენ თეთრ ბრინჯს. კვირაში სამჯერ - თევზს. ასევე მათს რაციონში შედის ტოფუ (სოიის ხაჭო), მისოს წვნიანი, თინუსი, გოია (მწარე ნესვი), კამბუ (ზღვის კელპი, წყალმცენარე), ნორი (წყალმცენარე), ხახვი, სოიის კომბოსტო, ჰეჩიმა (კიტრის ფორმის გოგრა), სოია (უმი ან მოხარშული), ტკბილი კარტოფილი, წიწაკა, სან პინ ჩა (ჟასმინის ჩაი).

დაბერების პროცესის შესაჩერებელი საკვები პროდუქტების სიიდან დასავლეთში ხელმისაწვდომი პროდუქტებია:

ბოსტნეული: ბროკოლი და ფოთლოვანი ჭარხალი მანგოლდი - მათში წყლის, მინერალებისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო.

ცხიმიანი თევზი: ორაგული, თინუსი, სკუმბრია და სარდინები - მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობით.

ხილი: ციტრუსები, მარწყვი და გარგარი - ვიტამინების საუკეთესო წყარო, რომელთაც გამოაქვთ ორგანიზმიდან ტოქსინები.

კენკრა: მოცხარი და გოჯი მდიდარია ფიტოქიმიური ანტიოქსიდანტებით.

ხილის ჩირი: შეიცავს ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს, რაც საუკეთესო ენერგიის წყაროა.

მარცვლეული: შვრია და ხორბალი, რომელიც გვაძლევს ენერგიას და შეიცავს მინერალებს.

პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან უნდა ამოიღოთ:

შაქარი, ბურღულეული, გამომცხვარი და გადამუშავებული საკვები, ძროხის რძე და მისგან წარმოებული ზოგიერთი ნაწარმი.

კვების ამ რაციონით ხელმძღვანელობა დაგეხმარებათ, თავი ახალგაზრდად იგრძნოთ და თავიდან აიცილოთ ნაადრევი დაბერება. იკიგაი უძველესი იაპონური იდეოლოგიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია იაპონელი ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ასოცირდება. იკიგაის იდეოლოგიას უამრავი ადამიანი მისდევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და შედეგსაც აღწევენ. ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს ჰექტორ გარსიას და ფრანსესკ მირალესის წიგნში „იკიგაი“ იპოვით, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ სულ ახლახან გამოსცა.

წიგნში გაეცნობით მრავალ საინტერესო თერაპიულ მიმდინარეობას, რომელიც ახლებურად დაგანახვებთ საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარებათ. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოებებს კი თავად სუპერხანდაზმულები გაგანდობენ.

ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო „იკიგაი“ ბესტსელერად იქცა, წიგნი 65-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. წიგნის შეძენას „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში ან საიტიდან შეძლებთ - palitral.ge

აღსანიშნავია, რომ წიგნ „იკიგაის“ თანაავტორი ფრანსესკ მირალესი 13 ივნისს საქართველოს ეწვევა. 14 ივნისს ავტორი თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს