საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა... მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა... მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ხარ­კოვ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის­თვის ბრძო­ლა არა მხო­ლოდ წა­ა­გო, მან თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რიც და­კარ­გა.

"ხარ­კოვ­მა ოკუ­პან­ტე­ბის­გან სა­ში­ნე­ლი დარ­ტყმა გა­ნი­ცა­და. რუ­სეთ­მა უკვე წა­ა­გო არა მხო­ლოდ ხარ­კო­ვის­თვის ბრძო­ლა, არა მხო­ლოდ კი­ე­ვის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თის­თვის ბრძო­ლა, მან და­კარ­გა სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი და ყო­ველ­გვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რი თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­როს­თან", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

ამას­თან, ზე­ლენ­სკიმ შე­ა­ქო ხარ­კო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ გა­ნა­ცხა­და: "სამ­წუ­ხა­როდ, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე იგი­ვეს ვერ ვი­ტყვი".

მი­სი­ვე თქმით, მან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რო­მე­ლიც "სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად არ მუ­შა­ობ­და და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რობ­და".

ზე­ლენ­სკის თქმით, "ხარ­კო­ვის ოლ­ქის მე­სა­მე­დი კვლავ ოკუ­პა­ცი­ის ქვე­შაა". მისი თქმით, ისი­ნი მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის დე­ო­კუ­პა­ცი­ას მო­ახ­დე­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრძო­ლებს დონ­ბას­ში, ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის 90% და­ზი­ან­და.

"სა­ო­კუ­პა­ციო კონ­ტი­გენ­ტის­თვის სე­ვე­რო­დო­ნეც­კის აღე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ამო­ცა­ნაა და მათ არ აინ­ტე­რე­სებთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ფა­სად მოხ­დე­ბა რუ­სე­თის დრო­შის აღ­მარ­თვის მცდე­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მეს­მის, რომ თქვენს თვა­ლებ­ში უკვე ზა­ფხუ­ლია, მაგ­რამ მინ­და გა­ი­გოთ, ჩვენ ჯერ კი­დევ უნდა ვიბ­რძო­ლოთ, ომი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ კი­ე­ვის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ კი­ე­ვის მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა იზ­რუ­ნოს თა­ვი­ანთ ქა­ლაქ­ზე და სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ.

"კი­ე­ვე­ლებს გი­სურ­ვებთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე, ცხოვ­რე­ბის სიმ­შვი­დე. იზ­რუ­ნეთ თქვენს ქა­ლაქ­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად გა­იხ­სე­ნეთ, თუ რა დაჯ­და დე­და­ქა­ლა­ქის დაც­ვა. გა­იხ­სე­ნეთ, რამ­დე­ნი სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა დე­და­ქა­ლაქს. მეს­მის, რომ თქვენს თვა­ლებ­ში უკვე ზა­ფხუ­ლია, მეს­მის ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მინ­და გა­ი­გოთ, ჩვენ ჯერ კი­დევ უნდა ვიბ­რძო­ლოთ, ომი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზოველი
4

აბა ბიჯო რუსეთის საზღვარზე გავედით და დროშა აღვმართეთო, ანუ გვატყუებდი ზელენსკი უფროსო? მაგ თანამდებობა იმისთვის კი არ ჩაგაბარეს რომ დღეში ასი ინტერვიუ არიგო და იპოზიორო, არამედ უკრაინელ ხალხს მიხედე, თორემ ბოლო ბოლო თუ გაცხარდნენ, გაქცევა მოგიწევს ირანის შახივით

კახა
22

კომენტარებს გადავავლე თვალი და მიკვირს რამდენი რუსთმოყვარე გვყოლია. კი შესაძლოა უკრაინის ხელისუფლებასაც მოეძებნება ნაკლი და ალბათ არაერთი მაგრამ ეს ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისათვის და ასე მსჯელობა არ შეიძლება. რა ქნან აბა რუსეთს დააპყრობინონ თავი? ეს გინდა? თუ ეს გვინდა მაშინ არ ვყოფილვართ ბედნიერი ცხოვრების ღირსი და დაუბრუნდეთ რუსულ ჭაობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა... მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა... მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წააგო, მან თავისუფალ სამყაროსთან კავშირიც დაკარგა.

"ხარკოვმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა განიცადა. რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ ხარკოვისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ კიევისთვის და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთისთვის ბრძოლა, მან დაკარგა საკუთარი მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი თავისუფალ სამყაროსთან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ შეაქო ხარკოვის ხელისუფლება, მაგრამ განაცხადა: "სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე იგივეს ვერ ვიტყვი".

მისივე თქმით, მან თანამდებობიდან რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლა, რომელიც "სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღეებიდან ქალაქის დასაცავად არ მუშაობდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა".

ზელენსკის თქმით, "ხარკოვის ოლქის მესამედი კვლავ ოკუპაციის ქვეშაა". მისი თქმით, ისინი მთელი ტერიტორიის დეოკუპაციას მოახდენენ.

რაც შეეხება ბრძოლებს დონბასში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში საცხოვრებელი სახლების 90% დაზიანდა.

"საოკუპაციო კონტიგენტისთვის სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა და მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად მოხდება რუსეთის დროშის აღმართვის მცდელობა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მაგრამ მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ომი ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მოსახლეობისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევის მოსახლეობამ უნდა იზრუნოს თავიანთ ქალაქზე და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

"კიეველებს გისურვებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ცხოვრების სიმშვიდე. იზრუნეთ თქვენს ქალაქზე და აუცილებლად გაიხსენეთ, თუ რა დაჯდა დედაქალაქის დაცვა. გაიხსენეთ, რამდენი სიცოცხლე შეეწირა დედაქალაქს. მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ომი ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა ზელენსკიმ.