სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძვირადღირებული საათების, ავტომობილების, იარაღების კოლექცია და 35 წლით უმცროსი მეუღლე - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე, რომელიც 67 წლის ასაკში მეორე შვილის მამა გახდა
ძვირადღირებული საათების, ავტომობილების, იარაღების კოლექცია და 35 წლით უმცროსი მეუღლე - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე, რომელიც 67 წლის ასაკში მეორე შვილის მამა გახდა

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, ვიცე-სპი­კერს ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძეს 67 წლის ასაკ­ში ვაჟი შე­ე­ძი­ნა. ნი­კო­ლოზ ენუ­ქი­ძე მა­ის­ში და­ი­ბა­და.

ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე 35 წლით უმ­ცროს თამ­თა ღლონტზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ახ­ლად და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ენუ­ქი­ძე წყვი­ლის­თვის მე­ო­რე შვი­ლია. მათ ასე­ვე ჰყავთ გო­გო­ნა, სო­ფია ენუ­ქი­ძე, რო­მე­ლიც 2019 წელს საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე (ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძის გერი). თამ­თა ღლონ­ტი პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობს, ასე­ვე არის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი.

შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც 2022 წლის და­სა­წყის­ში შე­ავ­სო, დე­პუ­ტა­ტი ფლობს ბი­ნას თბი­ლის­ში, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც შე­ძე­ნი­ლია 14 717დო­ლა­რად. ენუ­ქი­ძეს მემ­კვიდ­რე­ო­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი მი­წე­ბი ოზურ­გეთ­სა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში, სა­დაც ასე­ვე მემ­კვიდ­რე­ო­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი სახ­ლი. მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი შე­ძე­ნი­ლი აქვს თბი­ლის­ში, მცხე­თა­სა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში.

დე­პუ­ტატს უფიქ­სირ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი "დე­ფენ­დე­რი - 110", რო­მე­ლიც 83 ათას ევ­როდ შე­ი­ძი­ნა. ასე­ვე მის სა­ხელ­ზეა 19 ათას დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი "მი­ნი­კუ­პე­რი ქან­თრი­მე­ნი", 23 ათას დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი "კია" და 2 ცალი "გაზ 53".

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე ფლობს ია­რა­ღის კო­ლექ­ცი­ა­საც. მის სა­ხელ­ზეა - რე­ვოლ­ვე­რი, ცე­ცხლსას­რო­ლი NAA, რო­მე­ლიც აჩუ­ქეს, ასე­ვე 1500 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი - რე­ვოლ­ვე­რი, ცე­ცხლსას­რო­ლი ROSI;

ნა­ჩუ­ქა­რი პის­ტო­ლე­ტი, ცე­ცხლსას­რო­ლი COBRA C22 M;

3600 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი პის­ტო­ლე­ტი, ცე­ცხლსას­რო­ლი BERETTA M 9;

400 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი პის­ტო­ლე­ტი, ცე­ცხლსას­რო­ლი GLOCK 17,

ასე­ვე ნა­ჩუ­ქა­რი ია­რა­ღე­ბი - J.PURDEY; MOSSBERG 500 A, IMPERATORPOLICE MAGNUM, IZH 39E-04 და AMADEO ROSSI.

ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ფიქ­სირ­დე­ბა ასე­ვე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის კო­ლექ­ცი­აც - ენუ­ქი­ძეს შე­ძე­ნი­ლი აქვს TISSOT-ის, ROLEX-ის, TUDOR-ის, JAEGER - LECOULTRE-ის და JAQUET DROZ-ის სა­ა­თე­ბი, რო­მელ­შიც ჯამ­ში 42 ათა­სი ევრო და 9 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე არის შპს "არ­დიქ­სის" 35%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, ასე­ვე შპს "თერ­მო­მე­ტა­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფლობს 60%-იან წილს, შპს გგ და კომ­პა­ნი­ა­ში - 20%-იან წილს, ასე­ვე არის შპს "ევ­რა­ზია ვეის" 20%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს "ევ­რა­ზია პეტ­რო­ლე­უ­მის" 16%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს "ეკო სტან­დარ­ტის" 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს "პი­რა­მი­და +"-ის 35%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, შპს "ნი­ა­პო­ლი­სის" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი.

ხოლო შპს "სტუ­დია 13"-ის 60%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლე თამ­თა ღლონ­ტი. ამას გარ­და ენუ­ქი­ძე წი­ლებს კი­დევ ათ კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს. ცნო­ბის­თვის, ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე პარ­ლა­მენ­ტში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სიით არის მოხ­ვედ­რი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩაო
6

საქართველოს პატრიოტი ფულების განხრით

თინა
30

იმრავლეთ ენუქიძეებო

ავტორი:

ძვირადღირებული საათების, ავტომობილების, იარაღების კოლექცია და 35 წლით უმცროსი მეუღლე - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე, რომელიც 67 წლის ასაკში მეორე შვილის მამა გახდა

ძვირადღირებული საათების, ავტომობილების, იარაღების კოლექცია და 35 წლით უმცროსი მეუღლე - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე, რომელიც 67 წლის ასაკში მეორე შვილის მამა გახდა

პარლამენტის წევრს, ვიცე-სპიკერს ავთანდილ ენუქიძეს 67 წლის ასაკში ვაჟი შეეძინა. ნიკოლოზ ენუქიძე მაისში დაიბადა.

ავთანდილ ენუქიძე 35 წლით უმცროს თამთა ღლონტზეა დაქორწინებული. ახლად დაბადებული ნიკოლოზ ენუქიძე წყვილისთვის მეორე შვილია. მათ ასევე ჰყავთ გოგონა, სოფია ენუქიძე, რომელიც 2019 წელს საფრანგეთში დაიბადა და გიორგი კეკელიძე (ავთანდილ ენუქიძის გერი). თამთა ღლონტი პარლამენტში დეპუტატის თანაშემწედ მუშაობს, ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი.

შთამბეჭდავი ქონებრივი მდგომარეობა

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2022 წლის დასაწყისში შეავსო, დეპუტატი ფლობს ბინას თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელიც შეძენილია 14 717დოლარად. ენუქიძეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული მიწები ოზურგეთსა და ამბროლაურში, სადაც ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული სახლი. მიწის ნაკვეთები შეძენილი აქვს თბილისში, მცხეთასა და ამბროლაურში.

დეპუტატს უფიქსირდება ავტომობილი "დეფენდერი - 110", რომელიც 83 ათას ევროდ შეიძინა. ასევე მის სახელზეა 19 ათას დოლარად შეძენილი "მინიკუპერი ქანთრიმენი", 23 ათას დოლარად შეძენილი "კია" და 2 ცალი "გაზ 53".

როგორც აღმოჩნდა, ავთანდილ ენუქიძე ფლობს იარაღის კოლექციასაც. მის სახელზეა - რევოლვერი, ცეცხლსასროლი NAA, რომელიც აჩუქეს, ასევე 1500 ლარად შეძენილი - რევოლვერი, ცეცხლსასროლი ROSI;

ნაჩუქარი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი COBRA C22 M;

3600 ლარად შეძენილი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი BERETTA M 9;

400 ლარად შეძენილი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი GLOCK 17,

ასევე ნაჩუქარი იარაღები - J.PURDEY; MOSSBERG 500 A, IMPERATORPOLICE MAGNUM, IZH 39E-04 და AMADEO ROSSI.

ქონებრივ დეკლარაციაში ფიქსირდება ასევე ძვირადღირებული საათების კოლექციაც - ენუქიძეს შეძენილი აქვს TISSOT-ის, ROLEX-ის, TUDOR-ის, JAEGER - LECOULTRE-ის და JAQUET DROZ-ის საათები, რომელშიც ჯამში 42 ათასი ევრო და 9 ათასი დოლარი გადაიხადა.

ავთანდილ ენუქიძე არის შპს "არდიქსის" 35%-იანი წილის მფლობელი, ასევე შპს "თერმომეტალი - საქართველოში" ფლობს 60%-იან წილს, შპს გგ და კომპანიაში - 20%-იან წილს, ასევე არის შპს "ევრაზია ვეის" 20%-იანი წილის მფლობელი, შპს "ევრაზია პეტროლეუმის" 16%-იანი წილის მფლობელი, შპს "ეკო სტანდარტის" 25%-იანი წილის მფლობელი, შპს "პირამიდა +"-ის 35%-იანი წილის მფლობელი, შპს "ნიაპოლისის" 100%-იანი წილის მფლობელი.

ხოლო შპს "სტუდია 13"-ის 60%-იანი წილის მფლობელია დეპუტატის მეუღლე თამთა ღლონტი. ამას გარდა ენუქიძე წილებს კიდევ ათ კომპანიაში ფლობს. ცნობისთვის, ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით არის მოხვედრილი.