სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცური არ არის რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და წულუკიანმა, რომ კრამონი ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური" - პაატა მანჯგალაძე
"კაცური არ არის რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და წულუკიანმა, რომ კრამონი ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური" - პაატა მანჯგალაძე

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­წყვე­ტი­ლია რე­ა­ლო­ბას და მი­ნი­მუმ სუ­ლე­ლუ­რია - კა­ცუ­რი არ არის, რომ ვთქვა, ამ სი­მარ­თლით ია­როს კო­ბა­ხი­ძემ და წუ­ლუ­კი­ან­მა, კრა­მო­ნი რომ ან­ტი­ევ­რო­პე­ლია და გოგა ხა­ინ­დრა­ვა პრო­და­სავ­ლუ­რი, - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტატ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ვერ მი­ი­ღოს, ხოლო ვი­ო­ლა ფონ კრა­მონს და ანა ფო­ტი­გას "ან­ტი­ევ­რო­კავ­ში­რი" უწო­და.

მან­ჯგა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და მათი პრო­პა­გან­დის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ან­ტი­და­სავ­ლუ­რია და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბუ­ფე­რულ, ე.წ. რუხ წარ­მო­ნაქ­მნად დარ­ჩეს და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის, რო­მელ­საც რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყე­ნებს.

"კო­ბა­ხი­ძე რომ ეძებს კუ­დი­ა­ნებს და სა­უბ­რობს შეთ­ქმუ­ლე­ბა­ზე, ეს იმის ბრა­ლია, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მმარ­თვე­ლო­ბის 10 წლის­თავ­ზე არ აქვს არც ერთი სა­კი­თხი, რი­თაც შე­უძ­ლია ამომ­რჩე­ველ­თან თავი მო­ი­წო­ნოს. სა­უბ­რო­ბენ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რეს ნატო- ში და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტი­და­სავ­ლუ­რი პრო­პა­გან­და მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამას ემა­ტე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ივა­ნიშ­ვილს და­სავ­ლე­თი ომს აძა­ლებს. ან­ტი­და­სავ­ლუ­რი თუ ვინ­მეა, კო­ბა­ხი­ძე და რუ­სე­თის­გან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი რბი­ლი ძა­ლე­ბია. მათი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვერ­ტმფრენ­ში არ უნდა ჩაჯ­დეს ივა­ნიშ­ვი­ლი და ნა­ხა­ტებს იმის გამო არ აძ­ლე­ვენ, რომ ომის და­წყე­ბას აი­ძუ­ლე­ბენ. იქამ­დე მი­ვიდ­ნენ, შვე­ი­ცა­რი­ას, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხა­ნია ნე­იტ­რა­ლუ­რია, იმას აბ­რა­ლე­ბენ, რომ ფულს არ აძ­ლევს ივა­ნიშ­ვილს, რომ ომი და­ი­წყოს, ეს არის სი­სუ­ლე­ლე და პრო­პა­გან­და და ამ და­მამ­შვი­დე­ბე­ლი აბე­ბის ტვი­ნის გა­მო­რე­ცხვის მე­ქა­ნიზ­მით აპი­რე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. რო­გორ ვთქვა, კა­ცუ­რი არ არის, რომ ვთქვა, ამ სი­მარ­თლით ია­როს კო­ბა­ხი­ძემ და მათ შო­რის, წუ­ლუ­კი­ან­მა, კრა­მო­ნი რომ ან­ტი­ევ­რო­პე­ლია და გოგა ხა­ინ­დრა­ვა პრო­და­სავ­ლუ­რი, გახ­სოვთ, ალ­ბათ - "ბო­რენ­კა, პრი­ვეტ, რად­ნოი," ესაა მათი პო­ლი­ტი­კა," - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
0

შენ რა კაცობაზე ლაპარაკობ შე არაკაცო მანჯგალაძევ

ბანდერა
5

რატო მაინცდამაიც გოგა რა ნაკლები მედასავლეთეა მაგალითად ჯაპანა ან უცნობი ან მოროშკინა რომელმაც მოუწოდა რომ უკრაინელი ლტოლვილები გავყაროთო 5000 კაცია და მაიდანის მოწყობა უნდათო და 40000 რუსი რომ არის საქართველოში და ოკუპაცია უნდათ ვერ ხედავს მაგალითად დიმა ლორთქიფანიძე პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში და მთელი ქართული ოცნება ბორენკას თამადობით!!!!

ავტორი:

"კაცური არ არის რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და წულუკიანმა, რომ კრამონი ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური" - პაატა მანჯგალაძე

"კაცური არ არის რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და წულუკიანმა, რომ კრამონი ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური" - პაატა მანჯგალაძე

კობახიძის განცხადებები მოწყვეტილია რეალობას და მინიმუმ სულელურია - კაცური არ არის, რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და წულუკიანმა, კრამონი რომ ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია ცდილობს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ხოლო ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას "ანტიევროკავშირი" უწოდა.

მანჯგალაძის განცხადებით, "ქართული ოცნების“ და მათი პროპაგანდისტების განცხადებები ანტიდასავლურია და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო ბუფერულ, ე.წ. რუხ წარმონაქმნად დარჩეს დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს.

"კობახიძე რომ ეძებს კუდიანებს და საუბრობს შეთქმულებაზე, ეს იმის ბრალია, რომ "ქართულ ოცნებას“ მმართველობის 10 წლისთავზე არ აქვს არც ერთი საკითხი, რითაც შეუძლია ამომრჩეველთან თავი მოიწონოს. საუბრობენ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერეს ნატო- ში და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, მაგრამ სინამდვილეში ამის საწინააღმდეგო ანტიდასავლური პროპაგანდა მიმდინარეობს, ამას ემატება განცხადებები, რომ ივანიშვილს დასავლეთი ომს აძალებს. ანტიდასავლური თუ ვინმეა, კობახიძე და რუსეთისგან დაფინანსებული რბილი ძალებია. მათი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ ვერტმფრენში არ უნდა ჩაჯდეს ივანიშვილი და ნახატებს იმის გამო არ აძლევენ, რომ ომის დაწყებას აიძულებენ. იქამდე მივიდნენ, შვეიცარიას, რომელიც ამდენი ხანია ნეიტრალურია, იმას აბრალებენ, რომ ფულს არ აძლევს ივანიშვილს, რომ ომი დაიწყოს, ეს არის სისულელე და პროპაგანდა და ამ დამამშვიდებელი აბების ტვინის გამორეცხვის მექანიზმით აპირებენ ხელისუფლების შენარჩუნებას. როგორ ვთქვა, კაცური არ არის, რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და მათ შორის, წულუკიანმა, კრამონი რომ ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური, გახსოვთ, ალბათ - "ბორენკა, პრივეტ, რადნოი," ესაა მათი პოლიტიკა," - განაცხადა მანჯგალაძემ.