სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტეთ დავაარსოთ "მედიის თავისუფლების ფონდი", რომლის პირველი მისია იქნება "მთავარი არხის" შენარჩუნება" - გაბუნია
"გადავწყვიტეთ დავაარსოთ "მედიის თავისუფლების ფონდი", რომლის პირველი მისია იქნება "მთავარი არხის" შენარჩუნება" - გაბუნია

"მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­ხმა და­არ­სა „მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფონ­დი,“ სა­დაც თან­ხის პირ­ვე­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლი „რუს­თა­ვი 2“-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, და­ვით დვა­ლია.

რო­გორც გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ფონ­დის მი­ზა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა და არ­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"ცოტა ხნის წინ მოხ­და ეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტრო­ლებ­მა შიდა ჯგუ­ფის წმინ­და სა­მე­ურ­ნეო მი­მო­წე­რა მო­ი­პა­რეს და აჩ­ვე­ნეს ყვე­ლას, „აი, გვა­რა­მია, ხელ­ფა­სებს ვერ ური­გებს“ და ა.შ. დაგ­ვცი­ნოდ­ნენ, თუ რო­გორ გვი­ჭირს. ეს არც არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ი­დუმ­ლო და არც არას­დროს დაგ­ვი­მა­ლავს, მაგ­რამ სა­ჭი­როდ არ ვთვლი­დით თქვენ­თვის თავ­ზე მოგ­ვეხ­ვია ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ჩვენს გვერ­დით იდგა ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც რა­ღაც მან­ქა­ნე­ბით, გა­მო­სა­ვალს ყო­ველ­თვის პო­უ­ლობ­და.

ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან არ ვი­ღებთ 80 მი­ლი­ო­ნი­ან და­ფი­ნან­სე­ბას, არ ვფი­ნანსდე­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის შავი სა­ლა­რო­დან. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ დღე ვიბ­რძო­დით გა­დარ­ჩე­ნის­თვის და აქამ­დე ეს გა­მოგ­ვდი­ო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თითს უქ­ნევ­და ბიზ­ნესს, რომ არ გა­ე­ბე­დათ და ფული არ მო­ე­ტა­ნათ „მთა­ვარ არხზე.“ ამის ფონ­ზე, ჩნდე­ბოდ­ნენ და ჩნდე­ბი­ან გამ­ბე­და­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვას­პონ­სო­რებ­დნენ და ახ­ლაც აგ­რძე­ლე­ბენ ამას. მათი გამ­ბე­და­ო­ბის მთა­ვა­რი სტი­მუ­ლი ნიკა გვა­რა­მია იყო თა­ვი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტით, ნდო­ბით და იმ გავ­ლე­ნით, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას აქვს საკ­ნი­და­ნაც კი, და­ჭე­რილს.

თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან წა­მო­ვი­და ძა­ლი­ან დიდი იმ­პულ­სი, რომ არ­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ში მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. პირ­ვე­ლი მკა­ფიო გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა და­ვით დვალ­მა, „რუს­თა­ვი 2“-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა. ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ მე­გობ­რო­ბას“ მას ვე­რა­ვინ და­აბ­რა­ლებს, მაგ­რამ მან კი­დევ ერთხელ გვიჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ნა­ბი­ჯით, რომ „რუს­თა­ვი 2“ არ იყო თა­ვის დრო­ზე მხო­ლოდ ბიზ­ნეს პრო­ექ­ტი, არა­მედ მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ მხარ­და­ჭე­რით შთა­გო­ნე­ბუ­ლებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ და­ვა­არ­სოთ „მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფონ­დი“, და­თოს მხარ­და­ჭე­რით, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მო­თხოვ­ნით. ითხოვ­დნენ ისი­ნი, მიგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ, ჩვენ და­ვა­არ­სეთ ეს ფონ­დი, რომ­ლის პირ­ვე­ლი მი­სია იქ­ნე­ბა „მთა­ვა­რი არ­ხის“ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელდარი
0

დაგეწვა სათვალე ))))))

2

მეტი ზნედაცემულობა, უტიფრობა რა შეიძლება იყოს როცა დვალი ურიცხავს მთავარ არხს (რომლის ხელმძღვანელობამაც რუსთავი2 წაართვა) ფულს გადარჩენისთვის. 

 

ავტორი:

"გადავწყვიტეთ დავაარსოთ "მედიის თავისუფლების ფონდი", რომლის პირველი მისია იქნება "მთავარი არხის" შენარჩუნება" - გაბუნია

"გადავწყვიტეთ დავაარსოთ "მედიის თავისუფლების ფონდი", რომლის პირველი მისია იქნება "მთავარი არხის" შენარჩუნება" - გაბუნია

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არხმა დაარსა „მედიის თავისუფლების ფონდი,“ სადაც თანხის პირველი შემომწირველი „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალია.

როგორც გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ფონდის მიზანია „მთავარი არხის“ ფინანსური მხარდაჭერა და არხის შენარჩუნება.

"ცოტა ხნის წინ მოხდა ეს, ხელისუფლების ტროლებმა შიდა ჯგუფის წმინდა სამეურნეო მიმოწერა მოიპარეს და აჩვენეს ყველას, „აი, გვარამია, ხელფასებს ვერ ურიგებს“ და ა.შ. დაგვცინოდნენ, თუ როგორ გვიჭირს. ეს არც არასდროს ყოფილა საიდუმლო და არც არასდროს დაგვიმალავს, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლიდით თქვენთვის თავზე მოგვეხვია ჩვენი პრობლემები, მითუმეტეს, როდესაც ჩვენს გვერდით იდგა ნიკა გვარამია, რომელიც რაღაც მანქანებით, გამოსავალს ყოველთვის პოულობდა.

ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ვიღებთ 80 მილიონიან დაფინანსებას, არ ვფინანსდებით ივანიშვილის შავი სალაროდან. სამი წლის განმავლობაში, ყოველ დღე ვიბრძოდით გადარჩენისთვის და აქამდე ეს გამოგვდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თითს უქნევდა ბიზნესს, რომ არ გაებედათ და ფული არ მოეტანათ „მთავარ არხზე.“ ამის ფონზე, ჩნდებოდნენ და ჩნდებიან გამბედავი ბიზნესმენები, რომლებიც გვასპონსორებდნენ და ახლაც აგრძელებენ ამას. მათი გამბედაობის მთავარი სტიმული ნიკა გვარამია იყო თავისი ავტორიტეტით, ნდობით და იმ გავლენით, რომელიც საზოგადოებას მას აქვს საკნიდანაც კი, დაჭერილს.

თავად საზოგადოებიდან წამოვიდა ძალიან დიდი იმპულსი, რომ არხის გადარჩენაში მათ მონაწილეობა მიეღოთ. პირველი მკაფიო განაცხადი გააკეთა დავით დვალმა, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა. ნიკა გვარამიასთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობას“ მას ვერავინ დააბრალებს, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი ნაბიჯით, რომ „რუსთავი 2“ არ იყო თავის დროზე მხოლოდ ბიზნეს პროექტი, არამედ მედიის თავისუფლება. ამ მხარდაჭერით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ დავაარსოთ „მედიის თავისუფლების ფონდი“, დათოს მხარდაჭერით, ამდენი ადამიანის მოთხოვნით. ითხოვდნენ ისინი, მიგვეცა საშუალება დაგვხმარებოდნენ. ამიტომ, ჩვენ დავაარსეთ ეს ფონდი, რომლის პირველი მისია იქნება „მთავარი არხის“ შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.