სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოლაპარაკებები ძალიან რთულია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით" - პოდოლიაკი
"მოლაპარაკებები ძალიან რთულია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით" - პოდოლიაკი

მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის“ ფო­ლა­დის ქარ­ხნის დამ­ცვე­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "ძა­ლი­ან რთუ­ლია". ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკმა ერთ-ერთ უკ­რა­ი­ნულ რა­დი­ო­სად­გურს გა­ნუ­ცხა­და.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია. ხე­დავთ, "აზოვსტა­ლი", მა­რი­უ­პო­ლი და "აზო­ვის" პოლ­კი - მა­რი­უ­პო­ლის ყვე­ლა დამ­ცვე­ლი ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რია და ეს ასეა რუ­სე­თის­თვი­საც, ოღონდ ნე­გა­ტი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით", - დას­ძი­ნა პო­დო­ლი­აკ­მა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა აზოვსტა­ლის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში "გავ­ლე­ნი­ა­ნი შუ­ა­მავ­ლე­ბი" ახ­სე­ნა, თუმ­ცა მათი ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა.

პო­დო­ლი­აკ­მა პი­რო­ბა დადო, რომ ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისა­უბ­რებს აღ­ნიშ­ნულ გავ­ლე­ნი­ან შუ­ა­მავ­ლებ­ზე.

რო­გორც მე­დია წერს, 16 მა­ი­სი­დან თით­ქმის ათას­მა უკ­რა­ი­ნელ­მა მებ­რძოლ­მა და­ტო­ვა აზოვსტა­ლის ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში უკ­რა­ი­ნის ბოლო და­საყ­რდე­ნია. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

გიორგი-1
1

ტყვედ აბარებთ ჯარისკაცებს ჯალათებს და ამას ეძახით ევაკუაციას?თანაც შუამავლებს არ ასახელებთ, ვითომ კარგ საქმეს აკეთებთ.

ავტორი:

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით" - პოდოლიაკი

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით" - პოდოლიაკი

მარიუპოლში "აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დამცველების ევაკუაცია გრძელდება, მაგრამ ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები "ძალიან რთულია". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ერთ-ერთ უკრაინულ რადიოსადგურს განუცხადა.

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ხედავთ, "აზოვსტალი", მარიუპოლი და "აზოვის" პოლკი - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით", - დასძინა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აზოვსტალის ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებებში "გავლენიანი შუამავლები" ახსენა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

პოდოლიაკმა პირობა დადო, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ ისაუბრებს აღნიშნულ გავლენიან შუამავლებზე.

როგორც მედია წერს, 16 მაისიდან თითქმის ათასმა უკრაინელმა მებრძოლმა დატოვა აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, რომელიც ქალაქ მარიუპოლში უკრაინის ბოლო დასაყრდენია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელი მებრძოლები კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.