მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მითქმა-მოთქმა პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებაზე გრძელდება: ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, მან ახლახან ოპერაცია გაიკეთა
მითქმა-მოთქმა პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებაზე გრძელდება: ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, მან ახლახან ოპერაცია გაიკეთა

გრძელ­დე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს New York Post-ი. გა­მო­ცე­მა "ტე­ლეგ­რა­მარხ" “ანტი-კრემლზე" დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ პუ­ტინ­მა ახ­ლა­ხან მუც­ლი­დან სი­თხის ამო­სა­ღე­ბად ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, რაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე მზარდ ეჭ­ვებს კი­დევ უფრო ამ­ტკი­ცებს.

"ტე­ლეგ­რა­მარხ" General SVR-ის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ფი­ლი რუსი ჯა­შუ­ში მარ­თავს, პუ­ტინ­მა ოპე­რა­ცია ხუთ­შა­ბათ ღა­მით გა­ი­კე­თა. არხი თა­ვი­სი ვა­რა­უ­დე­ბით კი­დევ უფრო შორს მი­დის და ამ­ბობს, რომ პუ­ტი­ნის ოპე­რა­ცია და მისი გა­მომ­ჯო­ბი­ნე­ბა, მომ­დევ­ნო დღეს, deepfake ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით და­მა­ლეს და რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს და­გეგ­მი­ლი სხდო­მის ვი­დე­ო­ებ­ში არა რე­ა­ლუ­რად პუ­ტი­ნი, არა­მედ მისი სი­მუ­ლა­ცი­აა. General SVR-ის ინ­ფორ­მა­ცია ჯერ არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

პუ­ტი­ნი, 17 მა­ისს, ნავ­თო­ბის ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ შეხ­ვედ­რას ვი­დეო ბმუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­უ­ძღვა.

არხი წინა კვი­რას იმა­საც ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა წი­ნას­წარ გა­და­ი­ღო ვი­დე­ო­ე­ბი, რათა მისი მომ­დევ­ნო ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხა. ბოლო კვი­რებ­ში პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნი­უ­სე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლებს შო­რის, ეს არხი მო­წი­ნა­ვეა, მაგ­რამ მის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მუდ­მე­ბით სა­უბ­რობს რუსი დიქ­ტა­ტო­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე.

ჯერ კი­დევ აპ­რილ­ში, რუ­სულ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ The Project-მა გა­აჟ­ღე­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენტს რე­გუ­ლა­რუ­ლად აკი­თხავ­და ონ­კო­ლო­გი, რის შემ­დე­გაც გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დე­ბი, რომ მას ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის კიბო აქვს.

ლი­დე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ გაძ­ლი­ერ­და, რაც ბოლო დროს გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში პუ­ტი­ნის არა­ერ­თი უც­ნა­უ­რი ქცე­ვა შე­ნიშ­ნეს.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aaa
1

ხალხნო, ჯერ ქართული ენა ვისწავლოთ და მერე ვაკეთოთ კომენტარები.

 

კომუნისტი
5

პუტინი ხომ მოკვდა რამდენი ხანია, თქვენც სომ ამას ამტკიცებდთ უმრავლესობა, ამიტომ გათხოვდა მისი მეუღლე ლუდმილაც, ეს ამბავი ლელა კაკულიამაც დაადასტურა, ჰოდა გეკითხებით, ეს კაცი ვიღაა? მე მგონი ის პუტინი რომ არ მომკვდარიყო, უკეთესი იქნებოდა, ეს თვითმარქვია უარესი გამოდგა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მითქმა-მოთქმა პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებაზე გრძელდება: ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, მან ახლახან ოპერაცია გაიკეთა

მითქმა-მოთქმა პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებაზე გრძელდება: ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, მან ახლახან ოპერაცია გაიკეთა

გრძელდება მითქმა-მოთქმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ამჯერად სტატიას აქვეყნებს New York Post-ი. გამოცემა "ტელეგრამარხ" “ანტი-კრემლზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ პუტინმა ახლახან მუცლიდან სითხის ამოსაღებად ოპერაცია გაიკეთა, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე მზარდ ეჭვებს კიდევ უფრო ამტკიცებს.

"ტელეგრამარხ" General SVR-ის მიხედვით, რომელსაც, სავარაუდოდ, ყოფილი რუსი ჯაშუში მართავს, პუტინმა ოპერაცია ხუთშაბათ ღამით გაიკეთა. არხი თავისი ვარაუდებით კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ პუტინის ოპერაცია და მისი გამომჯობინება, მომდევნო დღეს, deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით დამალეს და რუსეთის უშიშროების საბჭოს დაგეგმილი სხდომის ვიდეოებში არა რეალურად პუტინი, არამედ მისი სიმულაციაა. General SVR-ის ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

პუტინი, 17 მაისს, ნავთობის ინდუსტრიის განვითარების შესახებ შეხვედრას ვიდეო ბმულის საშუალებით გაუძღვა.

არხი წინა კვირას იმასაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა წინასწარ გადაიღო ვიდეოები, რათა მისი მომდევნო ოპერაციები საიდუმლოდ შეენახა. ბოლო კვირებში პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნიუსების გამავრცელებლებს შორის, ეს არხი მოწინავეა, მაგრამ მის გარდა კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება გამუდმებით საუბრობს რუსი დიქტატორის ჯანმრთელობის გაუარესებაზე.

ჯერ კიდევ აპრილში, რუსულმა საგამოძიებო მედიასაშუალებამ The Project-მა გააჟღერა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს რეგულარულად აკითხავდა ონკოლოგი, რის შემდეგაც გაჩნდა ვარაუდები, რომ მას ფარისებრი ჯირკვლის კიბო აქვს.

ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაციები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ბოლო დროს გადაღებულ ვიდეოებში პუტინის არაერთი უცნაური ქცევა შენიშნეს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა