დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ავდიივკაში სკოლა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალებით დაბომბეს, რის შედეგადაც იგი მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"რუსებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება გაანადგურეს, ავდიივკას პირველი სკოლა. წუხელ, რუსეთის ჯარებმა სკოლა, აკრძალული თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალით დაბომბეს. სკოლა მთლიანად დაიწვა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია, შენობაში მხოლოდ მორიგე თანამშრომლები იმყოფებოდნენ და მათ გაქცევა მოახერხეს“, - წერს კირილენკო.
მისივე თქმით, რუსეთის შეჭრამდე ავდიივკას პირველ სკოლაში 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა.
"აქ ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრები მთელი ქვეყნიდან და საზღვარგარეთიდან. ახლა კი ნანგრევებია. რუსები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ანადგურებენ“, - დასძინა კირილენკომ.
ეგ დამპალი რუსები! ამ გაგანია ომის დროს ტყვია-წამალს და ასაფეთქებელ საშუალებებს რა ნამუსით იყენებენ? მიბაძეთ უკრაინელებს თქვე მართლა კაციჭამიებო და მინდვრის ყვავილები აყარეთ ბრძოლის ველს! ან ბოლო ბოლო ბალიშებით მაინც იჩხუბეთ!
დონეცსკს უკრაინელები ბომბავენ და არა რუსული ჯარები