პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოითხოვა" - რას აცხადებენ მშობლები?
"ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოითხოვა" - რას აცხადებენ მშობლები?

თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თდღი­ან ექ­სკურ­სი­ებ­ზე წა­სას­ვლე­ლად სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მათ მოს­წავ­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის წარ­დგე­ნა მოს­თხო­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მშობ­ლე­ბის ნა­წილ­მა გა­ნუ­ცხა­და, და­ზღვე­ვის­თვის მათ და­მა­ტე­ბით 4 ლარი უნდა გა­და­ე­ხა­დათ.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს მშობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დებს, რომ ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას და­ზღვე­ვის წარ­დგე­ნა მათი მო­თხოვ­ნა არ არის.

სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, სკო­ლამ ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას მხო­ლოდ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა და­იც­ვას, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრე­ბის­თვის გა­ი­ცა.

ამას­თან, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ა­მოწ­მა, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზღვე­ვა მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია აღ­ნიშ­ნულს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის წარ­დგე­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მათ არ და­უ­ვა­ლე­ბი­ათ.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს მხო­ლოდ ერ­თდღი­ა­ნი ექ­სკურ­სი­ის მო­წყო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ე­ბის ღა­მის­თე­ვით ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა კი იკ­რძა­ლე­ბა. ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სკურ­სი­ის ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა უნდა მოხ­დეს ისე, რომ მან­ძი­ლი სკო­ლი­დან ლო­კა­ცი­ამ­დე 150 კმ-ს არ აღე­მა­ტე­ბო­დეს.

გარ­და ამი­სა, ზო­გა­დადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ექ­სკურ­სი­ის დროს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ მოხ­ვდნენ მდი­ნა­რი­სა და წყალ­სა­ცა­ვე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­წყერ­სა­შიშ და სხვა და­უც­ველ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ასე­ვე, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­მარ­ტეს, ექ­სკურ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სრულ­წლო­ვან პირ­თა შო­რის უნდა იყოს სულ მცი­რე ერთი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი, რო­მელ­საც აქვს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ავტორი:

"ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოითხოვა" - რას აცხადებენ მშობლები?

"ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოითხოვა" - რას აცხადებენ მშობლები?

თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, ერთდღიან ექსკურსიებზე წასასვლელად სკოლის ადმინისტრაციამ მათ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოსთხოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ მშობლების ნაწილმა განუცხადა, დაზღვევისთვის მათ დამატებით 4 ლარი უნდა გადაეხადათ.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს მშობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ექსკურსიის ორგანიზებისას დაზღვევის წარდგენა მათი მოთხოვნა არ არის.

სამინისტროში განაცხადეს, სკოლამ ექსკურსიის ორგანიზებისას მხოლოდ ის რეგულაციები უნდა დაიცვას, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის გაიცა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გადაამოწმა, სადაც მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, დაზღვევა მოითხოვეს, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა მოსწავლეებისთვის მათ არ დაუვალებიათ.

ცნობისთვის, განათლების სამინისტრო სკოლებს მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიის მოწყობის უფლებას აძლევს, მოსწავლეების ღამისთევით ქალაქიდან გასვლა კი იკრძალება. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ექსკურსიის ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს.

გარდა ამისა, ზოგადადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე. ასევე, როგორც განათლების სამინისტროში სააგენტოს განუმარტეს, ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.