მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში

სიმ­სუქ­ნე თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. მისი მკურ­ნა­ლო­ბის რა­დი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა კი ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გახ­ლავთ, რო­მელ­საც დღეს საკ­მა­ოდ ხში­რად და წარ­მა­ტე­ბით მი­მარ­თა­ვენ. ამ სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან: ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ზო­გად­ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ვა­სილ აბუ­ლაძე და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი, ნინო ტუ­რაშ­ვი­ლი.

ვა­სილ აბუ­ლა­ძე:

- რა არის ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია?

- ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გია მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­სუქ­ნის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს. ბა­რი­ატ­რი­ულ ქი­რურ­გი­ას მე­ტა­ბო­ლურ ქი­რურ­გი­ა­საც უწო­დე­ბენ .

მორ­ბი­დულ­მა სიმ­სუქ­ნემ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ეპი­დე­მი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და მო­იც­ვა პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ო­თხე­დი. მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 1,5 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი ჭარბ წო­ნას უჩი­ვის. სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფა­ცხოვ­რე­ბა­სა და სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­სუქ­ნის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს, ეს შე­და­რე­ბით ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. 50 წლის წინ გა­კეთ­და პირ­ვე­ლი ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა ბა­რი­ატ­რი­ულ­მა ქი­რურ­გი­ამ მო­ი­პო­ვა ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად.

ბა­რი­ატ­რი­ულ ქი­რურ­გი­ას მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი აქვს. ის არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა მსუ­ქან ადა­მი­ანს გა­უ­კეთ­დეს.

მისი კრი­ტე­რი­უ­მე­ბია:

  1. მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე - როცა მა­სის ინ­დექ­სი (BMI) – 40 და მე­ტია ან 35 და მეტი - ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რის მი­ხედ­ვით.
  2. BMI 30-40. შემ­თხვე­ვე­ბი მხო­ლოდ მე-2 ტი­პის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში;
  3. დი­ე­ტის და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მი­უ­ხე­და­ვად წო­ნის მა­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა;
  4. რე­ა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა ოპე­რა­ცი­ის რის­კებ­სა და შე­დეგ­ზე;
  5. ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ წო­ნის დაკ­ლე­ბის რე­ჟი­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის­კენ.

ბოლო ორი ჩვე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­სა­ყო­ფია გარ­კვე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მართ. ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი მათ­გა­ნი მოკ­ლე­ბუ­ლია რე­ა­ლურ წარ­მოდ­გე­ნას ოპე­რა­ცი­ი­სა და მის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბის სტი­ლის რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

სიმ­სუქ­ნის ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი­სა და ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის დარ­გის გა­მო­ჩე­ნილ­მა ექ­სპერ­ტებ­მა.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში სიმ­სუქ­ნის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის შექ­მნი­ლია პო­ლიპრო­ფი­ლუ­რი გუნ­დი ქი­რურ­გე­ბის, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბის, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბის, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წყდე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის, მისი სა­ხე­ე­ბის, დი­ე­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის, კუ­ჭის ბო­ტოქ­სის და ბა­ლო­ნი­რე­ბის სა­კი­თხი. ჩვენს ბა­რი­ატ­რი­ულ გუნდში შე­დი­ან ამ დარ­გის გა­მო­ჩე­ნი­ლი უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც.

- რა ტი­პის ოპე­რა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს ბა­რი­ატ­რი­ულ ქი­რურ­გი­ა­ში?

1) კუ­ჭის ბან­და­ჟი­რე­ბა - ამ მე­თო­დის დროს ქი­რურ­გი აფიქ­სი­რებს სპე­ცი­ა­ლურ რგოლს მის ზედა ნა­წილ­ში. რგო­ლი კუჭს 2 ნა­წი­ლად ჰყოფს. ზე­მო­დან ყა­ლიბ­დე­ბა პა­ტა­რა რე­ზერ­ვუ­ა­რი . ამ ად­გი­ლას გან­ლა­გე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მა­ძღრო­ბის შეგ­რძნე­ბა­ზე. ამის გამო ადა­მი­ა­ნი ნაყ­რდე­ბა ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბით.

2) სლივ­გას­ტრექ­ტო­მია ანუ ვერ­ტი­კა­ლუ­რი გას­ტროპ­ლას­ტი­კა - (მკლა­ვი, ტოტი) გუ­ლის­ხმობს კუ­ჭის 70- 80 სმ მო­ცი­ლე­ბას და 1 – 1,5 სმ დი­ა­მეტ­რის მი­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. იწ­ვევს და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბის მიღ­წე­ვას ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის პი­რო­ბებ­ში.

3) გას­ტრო­შუნ­ტი­რე­ბა (მი­ნი­გას­ტრივ­ბა­ი­პა­სი) - ეს მე­თო­დი გუ­ლის­ხმობს კუ­ჭის მცი­რე 30 – 40 მმ-მდე ნა­წი­ლის ჩარ­თვას საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტში. მას­ზე ნაწ­ლა­ვის მარ­ყუ­ჟის მი­კე­რე­ბას ისე, რომ ნაწ­ლა­ვის დიდი ნა­წი­ლი გა­მო­თი­შუ­ლი იყოს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტი­დან. საკ­ვე­ბი უფრო მოკ­ლე გზას გა­დის და სწრა­ფად შე­ი­წო­ვე­ბა. ეს ოპე­რა­ცია ბევ­რი ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გის მიერ მიჩ­ნე­უ­ლია ოქ­როს სტან­დარ­ტად.

4) ბი­ლი­ო­პანკრე­ა­ტუ­ლი შუნ­ტი­რე­ბა - ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მე­თო­დია. ის მო­ი­ცავს კუ­ჭის მო­ცუ­ლო­ბის და წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის სიგ­რძის შემ­ცი­რე­ბას . ამ მე­თო­დით საკ­ვე­ბი კუ­ჭით შექ­მნი­ლი მი­ლის­გან პირ­და­პირ გა­და­დის წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ბოლო სეგ­მენ­ტებ­ში.

- სჭირ­დე­ბა თუ არა ასეთ ოპე­რა­ცი­ებს სა­თა­ნა­დო მომ­ზა­დე­ბა და რა კვლე­ვე­ბია სა­ჭი­რო ოპე­რა­ცი­ამ­დე?

- მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია სიმ­სუქ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში, შე­თან­ხმდე­ბა, რო

მ პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ოპე­რა­ცი­ის ტიპი, იწყე­ბა წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო მომ­ზა­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დავ­რწმუნ­დეთ, რომ პა­ცი­ენ­ტი მზად არის შე­ას­რუ­ლოს ყვე­ლა პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცია. ოპე­რა­ცი­ის წინ კეთ­დე­ბა საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კვლე­ვე­ბი, რაც გა­წე­რი­ლია ბა­რი­ატ­რი­უ­ლი პრო­ტო­კო­ლით.

- რო­გო­რია ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი?

- ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თვე - თვე­ნა­ხე­ვა­რი გრძელ­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა 1 – 2 დღე. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ირ­თმე­ვენ დაბ­ლენ­დერე­ბულ, და­კე­პილ ან მცი­რე ნაჭ­რე­ბად დაჭ­რილ საკ­ვებს მცი­რე ულუ­ფე­ბით. 30 დღის შემ­დეგ კვე­ბა ნორ­მა­ლიზ­დე­ბა მცი­რე ულუ­ფე­ბით 4-ჯერ დღე­ში. იმ­ყო­ფე­ბა ექი­მი ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. იმის­თვის, რომ არ და­უბ­რუნ­დეს ჭარ­ბი წონა, პა­ცი­ენტს ეხ­მა­რე­ბა დი­ე­ტო­ლო­გი და ფსი­ქო­ლო­გი. მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­საც.

- რამ­დე­ნად ტრავ­მუ­ლია ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია - რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ლა­პა­როს­კო­პი­ულ ჩა­რე­ვას ღია წე­სით ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას­თან?

- მსოფ­ლი­ოს ქი­რურგთა უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით ამ შე­კი­თხვას ორი პა­სუ­ხი არ გა­აჩ­ნია. რა თქმა უნდა, ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი მე­თო­დი. ! ოპე­რა­ცია ღია წე­სით იმ­დე­ნად ტრავ­მუ­ლია პა­ცი­ენ­ტის­თვის და ძნე­ლად სა­ო­პე­რა­ციო ქი­რურ­გის­თვის, რომ ეს მე­თო­დი პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბა ბა­რი­ატ­რი­ულ ქი­რურ­გი­ა­ში. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი 1 – 2 დღე ყოვ­ნდე­ბა კლი­ნი­კა­ში. ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არ გან­სხვავ­დე­ბა სხვა ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ჩა­რე­ვის­გან. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის სა­ო­პე­რა­ციო აღ­ჭურ­ვი­ლია მსოფ­ლი­ო­ში უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შექ­მნი­ლი ლა­პა­როს­კო­პით, რო­მელ­საც აქვს 3D ვი­დეო ტე­ლეს­კო­პი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბას ყვე­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რე­ბით ანა­ტო­მი­უ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ყო­ველ­გვა­რი და­მა­ხინ­ჯე­ბის გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნუ­ლი 3D ლა­პა­როს­კო­პი ქი­რურგს უფრო სწრა­ფი, მოქ­ნი­ლი და ზუს­ტი ჩა­რე­ვის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, და ინ­ტა­რო­პე­რა­ცი­უ­ლი რის­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ყვე­ლა­ზე სან­დო ტექ­ნო­ლო­გი­აა.

ნინო ტუ­რაშ­ვი­ლი:

- მოკ­ლედ გვი­ამ­ბეთ ჭარ­ბი წო­ნის მარ­თვის მთა­ვარ პრინ­ცი­პებ­ზე.

- სხე­უ­ლის მა­სის სი­ჭარ­ბის და სიმ­სუქ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­ი­ცავს დი­ე­ტო­თე­რა­პი­ას და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის თან­და­თა­ნო­ბით ზრდას. წო­ნის კლე­ბის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია საკ­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა მოხ­დეს ად­ვი­ლად ათ­ვი­სე­ბა­დი ნახ­შირ­წყლე­ბის და ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ზღუდ­ვის ხარ­ჯზე, საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში კი გა­ი­ზარ­დოს ხილ-ბოსტნე­უ­ლის, მთლი­ა­ნი მარ­ცვლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის წილი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და პა­ცი­ენ­ტის მიერ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის მნიშ­ვნე­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია და­მა­ტე­ბით მე­დი­კა­მენ­ტუ­რი ან ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნა.

- რა შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თა­ვენ ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ას ჭარ­ბწო­ნი­ან­თა სამ­კურ­ნა­ლოდ?

- თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, თუ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნე (სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი (წონა(კგ)/სი­მაღ­ლის კვად­რა­ტი (მ2)) ≥ 40 კგ/მ2) და პა­ცი­ენ­ტის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით ვერ მო­ხერ­ხდა წო­ნის კლე­ბა ან/და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა. ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს თუ სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი შე­ად­გენს 35.0-39.9 კგ/მ2-ს და პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა სიმ­სუქ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2, დის­ლი­პი­დე­მია, ობსტრუქ­ცი­უ­ლი ძი­ლის აპ­ნოე, სიმ­სუქ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჰი­პო­ვენ­ტი­ლა­ცი­ის სინ­დრო­მი და სხვა. ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ხდე­ბა არამ­ხო­ლოდ წო­ნის კლე­ბა, არა­მედ სიმ­სუქ­ნის თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიღ­წე­ვაც.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ნა­ო­პე­რა­ცი­ებ­მა პა­ცი­ენ­ტმა ისევ მო­ი­მა­ტოს წო­ნა­ში? - რა უნდა ვი­ცო­დეთ, ეს რომ არ მოხ­დეს?

- დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუ პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად დაკ­ლე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მა­ტე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი მი­ზე­ზის დად­გე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს პა­ცი­ენ­ტის არა­საკ­მა­რი­სი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით ან/და მი­ცე­მუ­ლი კვე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვით, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხოვ­რე­ბის წე­სის მო­დი­ფი­კა­ცია.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა მოგ­ვმარ­თეთ:

“აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა”

ქ. თბი­ლი­სი, ალ. ყაზ­ბე­გის გამზ. N16

ტელ.: +(032) 2 312 112; 577 222 112

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
0

ჩემმა ორმა ნაცნობმა გაიკეთა,ერთმა მძიმედ გადაიტანა,მაგრამ ექვს თვეში კარგად იყო უკვე,მეორე ძლივს გადარჩა,თურქეთში დასჭირდა მკურნალობა და ოპერაციები

ირსკლი ვარძიელი
1

მინიმუმ 13 000 ლარი სჭირდება ამ ოპერაციას და იკითხეთ ერთი: რამდენ ადამიანს ძალუძს ამდენი ფულის გადახდა

ავტორი:

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში

სიმსუქნე თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მისი მკურნალობის რადიკალური საშუალება კი ბარიატრიული ოპერაცია გახლავთ, რომელსაც დღეს საკმაოდ ხშირად და წარმატებით მიმართავენ. ამ საკითხებზე გვესაუბრებიან: ბოჭორიშვილის კლინიკის ზოგადქირურგიული დეპარტამენტის უფროსი ვასილ აბულაძე და ამავე კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი ნუტრიციოლოგი, ნინო ტურაშვილი.

ვასილ აბულაძე:

- რა არის ბარიატრიული ქირურგია?

- ბარიატრიული ქირურგია მიმართულებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ბარიატრიულ ქირურგიას მეტაბოლურ ქირურგიასაც უწოდებენ .

მორბიდულმა სიმსუქნემ 21-ე საუკუნეში ეპიდემიური ხასიათი მიიღო და მოიცვა პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 1,5 მილიარდი ადამიანი ჭარბ წონას უჩივის. სიმსუქნით დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ყოფაცხოვრებასა და სამუშაო პირობებთან. რაც შეეხება სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს, ეს შედარებით ახალი მიმართულებაა. 50 წლის წინ გაკეთდა პირველი ბარიატრიული ოპერაცია. განსაკუთრებული პოპულარობა ბარიატრიულმა ქირურგიამ მოიპოვა ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარებასთან ერთად.

ბარიატრიულ ქირურგიას მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები აქვს. ის არ შეიძლება ყველა მსუქან ადამიანს გაუკეთდეს.

მისი კრიტერიუმებია:

  1. მორბიდული სიმსუქნე - როცა მასის ინდექსი (BMI) – 40 და მეტია ან 35 და მეტი - ზოგიერთი ავტორის მიხედვით.
  2. BMI 30-40. შემთხვევები მხოლოდ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში;
  3. დიეტის და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად წონის მატების გაგრძელება;
  4. რეალური წარმოდგენა ოპერაციის რისკებსა და შედეგზე;
  5. ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ წონის დაკლების რეჟიმის შენარჩუნება ექიმის რეკომენდაციის შესრულებისკენ.

ბოლო ორი ჩვენება განსაკუთრებით გამოსაყოფია გარკვეული პაციენტების მიმართ. ვინაიდან ძალიან ბევრი მათგანი მოკლებულია რეალურ წარმოდგენას ოპერაციისა და მის შემდგომ ცხოვრების სტილის რადიკალური ცვლილების აუცილებლობის შესახებ.

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის რეკომენდაციები შეიმუშავეს ენდოკრინოლოგებისა და ბარიატრიული ქირურგიის დარგის გამოჩენილმა ექსპერტებმა.

ჩვენს კლინიკაში სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობისთვის შექმნილია პოლიპროფილური გუნდი ქირურგების, ენდოკრინოლოგების, ნუტრიციოლოგების, ფსიქოთერაპევტების მონაწილეობით და თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად წყდება ოპერაციული მკურნალობის, მისი სახეების, დიეტური მკურნალობის, კუჭის ბოტოქსის და ბალონირების საკითხი. ჩვენს ბარიატრიულ გუნდში შედიან ამ დარგის გამოჩენილი უცხოელი ექსპერტებიც.

- რა ტიპის ოპერაციები არსებობს ბარიატრიულ ქირურგიაში?

1) კუჭის ბანდაჟირება - ამ მეთოდის დროს ქირურგი აფიქსირებს სპეციალურ რგოლს მის ზედა ნაწილში. რგოლი კუჭს 2 ნაწილად ჰყოფს. ზემოდან ყალიბდება პატარა რეზერვუარი . ამ ადგილას განლაგებული რეცეპტორები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი მაძღრობის შეგრძნებაზე. ამის გამო ადამიანი ნაყრდება ნაკლები საკვებით.

2) სლივგასტრექტომია ანუ ვერტიკალური გასტროპლასტიკა - (მკლავი, ტოტი) გულისხმობს კუჭის 70- 80 სმ მოცილებას და 1 – 1,5 სმ დიამეტრის მილის ჩამოყალიბებას. იწვევს დანაყრების შეგრძნების მიღწევას ნაკლები საკვების მიღების პირობებში.

3) გასტროშუნტირება (მინიგასტრივბაიპასი) - ეს მეთოდი გულისხმობს კუჭის მცირე 30 – 40 მმ-მდე ნაწილის ჩართვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტში. მასზე ნაწლავის მარყუჟის მიკერებას ისე, რომ ნაწლავის დიდი ნაწილი გამოთიშული იყოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. საკვები უფრო მოკლე გზას გადის და სწრაფად შეიწოვება. ეს ოპერაცია ბევრი ბარიატრიული ქირურგის მიერ მიჩნეულია ოქროს სტანდარტად.

4) ბილიოპანკრეატული შუნტირება - ყველაზე რთული მეთოდია. ის მოიცავს კუჭის მოცულობის და წვრილი ნაწლავის სიგრძის შემცირებას . ამ მეთოდით საკვები კუჭით შექმნილი მილისგან პირდაპირ გადადის წვრილი ნაწლავის ბოლო სეგმენტებში.

- სჭირდება თუ არა ასეთ ოპერაციებს სათანადო მომზადება და რა კვლევებია საჭირო ოპერაციამდე?

- მას შემდეგ, რაც ყველა სპეციალისტი, რომელიც ჩართულია სიმსუქნის მკურნალობაში, შეთანხმდება, რო

მ პაციენტს სჭირდება ქირურგიული ჩარევა და განისაზღვრება ოპერაციის ტიპი, იწყება წინასაოპერაციო მომზადება. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პაციენტი მზად არის შეასრულოს ყველა პოსტოპერაციული რეკომენდაცია. ოპერაციის წინ კეთდება საკმაოდ დიდი რაოდენობით კვლევები, რაც გაწერილია ბარიატრიული პროტოკოლით.

- როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი?

- ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია თვე - თვენახევარი გრძელდება. პაციენტი კლინიკაში რჩება 1 – 2 დღე. ოპერაციის შემდეგ პაციენტები მიირთმევენ დაბლენდერებულ, დაკეპილ ან მცირე ნაჭრებად დაჭრილ საკვებს მცირე ულუფებით. 30 დღის შემდეგ კვება ნორმალიზდება მცირე ულუფებით 4-ჯერ დღეში. იმყოფება ექიმი ნუტრიციოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. იმისთვის, რომ არ დაუბრუნდეს ჭარბი წონა, პაციენტს ეხმარება დიეტოლოგი და ფსიქოლოგი. მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობასაც.

- რამდენად ტრავმულია ბარიატრიული ოპერაცია - რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიულ ჩარევას ღია წესით ჩატარებულ ოპერაციასთან?

- მსოფლიოს ქირურგთა უმრავლესობის აზრით ამ შეკითხვას ორი პასუხი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ლაპაროსკოპიული მეთოდი. ! ოპერაცია ღია წესით იმდენად ტრავმულია პაციენტისთვის და ძნელად საოპერაციო ქირურგისთვის, რომ ეს მეთოდი პრაქტიკულად აღარ განიხილება ბარიატრიულ ქირურგიაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლაპაროსკოპიული ჩარევის შემდეგ პაციენტი 1 – 2 დღე ყოვნდება კლინიკაში. ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია არ განსხვავდება სხვა ლაპაროსკოპიული ჩარევისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკის საოპერაციო აღჭურვილია მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი ლაპაროსკოპით, რომელსაც აქვს 3D ვიდეო ტელესკოპი, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო გამოსახულების მიღებას ყველაზე ბუნებრივი ფერებით ანატომიური გამოსახულების ყოველგვარი დამახინჯების გარეშე. აღნიშნული 3D ლაპაროსკოპი ქირურგს უფრო სწრაფი, მოქნილი და ზუსტი ჩარევის ჩატარების საშუალებას აძლევს, და ინტაროპერაციული რისკების თავიდან აცილების ყველაზე სანდო ტექნოლოგიაა.

ნინო ტურაშვილი:

- მოკლედ გვიამბეთ ჭარბი წონის მართვის მთავარ პრინციპებზე.

- სხეულის მასის სიჭარბის და სიმსუქნის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს დიეტოთერაპიას და ფიზიკური აქტივობის თანდათანობით ზრდას. წონის კლებისთვის რეკომენდებულია საკვებით მიღებული კალორიების შემცირება მოხდეს ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების და ცხოველური ცხიმით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვის ხარჯზე, საკვებ რაციონში კი გაიზარდოს ხილ-ბოსტნეულის, მთლიანი მარცვლოვანი პროდუქტების წილი. მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური აქტივობა და პაციენტის მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის დანიშვნა.

- რა შემთხვევაში მიმართავენ ბარიატრიულ ოპერაციას ჭარბწონიანთა სამკურნალოდ?

- თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციებით, თუ პაციენტს აღენიშნება მორბიდული სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი (წონა(კგ)/სიმაღლის კვადრატი (მ2)) ≥ 40 კგ/მ2) და პაციენტის მცდელობის მიუხედავად კონსერვატიული მეთოდებით ვერ მოხერხდა წონის კლება ან/და მიღწეული შედეგის შენარჩუნება, რეკომენდებულია მკურნალობის ქირურგიული მეთოდის გამოყენება. ბარიატრიული ოპერაცია ასევე შესაძლებელია ჩატარდეს თუ სხეულის მასის ინდექსი შეადგენს 35.0-39.9 კგ/მ2-ს და პაციენტს აღენიშნება სიმსუქნესთან დაკავშირებული მძიმე თანმხლები დაავადებები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დისლიპიდემია, ობსტრუქციული ძილის აპნოე, სიმსუქნესთან დაკავშირებული ჰიპოვენტილაციის სინდრომი და სხვა. ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ხდება არამხოლოდ წონის კლება, არამედ სიმსუქნის თანმხლები დაავადებების მხრივ მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევაც.

- შეიძლება თუ არა, რომ ნაოპერაციებმა პაციენტმა ისევ მოიმატოს წონაში? - რა უნდა ვიცოდეთ, ეს რომ არ მოხდეს?

- დიახ, შესაძლებელია. თუ პაციენტს აღენიშნება ბარიატრიული ოპერაციის შედეგად დაკლებული კილოგრამების მნიშვნელოვანი მომატება, აუცილებელია შესაბამისი მიზეზის დადგენა. აღნიშნული პრობლემა შესაძლოა გამოწვეული იყოს პაციენტის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობით ან/და მიცემული კვებითი რეკომენდაციების დარღვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის მოდიფიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ:

“აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა”

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N16

ტელ.: +(032) 2 312 112; 577 222 112

R