პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის "სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია "სენსი“ გაიხსნა
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის "სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია "სენსი“ გაიხსნა

ექ­სკლუ­ზი­უ­რი ბრენ­დე­ბი, იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნე­რის თა­მარ ქინ­ქლა­ძის მიერ შექ­მნი­ლი ინ­ტე­რი­ე­რი - შო­პინ­გის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ახა­ლი მა­ღა­ზია „სენ­სი“ ქავ­თა­რა­ძის „სითი მო­ლის“ პრე­მი­უმ სივ­რცე­ში გა­იხ­სნა.

მა­ღა­ზია „სენ­სი“ ბა­ზარ­ზე 1 წლის წინ ერთი ბრენ­დით შე­მო­ვი­და, დღეს კი რამ­დე­ნი­მე ისეთ ბრენ­დს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მათი ექ­სკლუ­ზი­ვია და სხვა­გან ვერ ნა­ხავთ, ასე­თე­ბია, მა­გა­ლი­თად: ვი­ვი­ენ ვესტვუ­დი, ლა პერ­ლა და კი­დევ ბევ­რი სხვა. ერთ სივ­რცე­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ტან­საც­მლის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ასე­ვე სახ­ლის დე­კო­რის­თვის სა­სურ­ვე­ლი ნივ­თის შე­ძე­ნა. მა­ღა­ზი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სალი პა­ტა­რა­ია აღ­ნიშ­ნავს,რომ მა­ღა­ზი­ის გახ­სნის იდეა 1 წლის წინ გა­უჩ­ნდა და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ერთ სივ­რცე­ში სხვა­დას­ხვა ბრენ­დის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იყო.

მა­ღა­ზია რომ ყვე­ლა მსურ­ვე­ლის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის მზად არის, მცი­რე­დი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც მი­გა­ნიშ­ნებთ. „სითი მო­ლის“ პრე­მი­უმ სივ­რცე­ში შეს­ვლი­სას მა­ღა­ზი­ა­ში კა­რის გა­რე­შე მოხ­ვდე­ბით. დე­ტა­ლებს რომ დიდი დატ­ვირ­თვა აქვს, ინ­ტე­რი­ე­რიც და ექ­სტე­რი­ე­რიც კი­დევ ერთხელ გვიმ­ტკი­ცებს. მა­ღა­ზი­ის სა­ხელს კი თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს და ინ­გლი­სურ სი­ტყვას „სენ­სი­თივ“, ანუ მგრძნო­ბი­ა­რეს, შეგ­რძნე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­სნის დღის­თვის მა­ღა­ზია „სენ­სი­ში“ ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ბრენ­დე­ბი „აგენტ პრო­ვო­კა­ტო­რი“ და „ლა პერ­ლა“ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბი სტუმ­რებს ყა­ზა­ხე­თი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ჩა­მო­სულ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სვეტ­ლა­ნა კის­ლი­ცი­ნამ გა­აც­ნო. რო­გორც სვეტ­ლა­ნა ამ­ბობს, მა­ღა­ზი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვთ რამ­დე­ნი­მე პრე­მი­უმ ბრენ­დი:

„ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი, თეთ­რე­უ­ლი, ტან­საც­მე­ლი და სა­ზღვაო კო­ლექ­ცია. პირ­ველ რიგ­ში არის ტოპ ბრენ­დი „ლა პერ­ლა“, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დი და ასე­ვე, „აგენტ პრო­ვო­კა­ტო­რი“, რო­მე­ლიც არის ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბრენ­დი და რომ­ლის ქო­ნაც სა­კუ­თარ გარ­დე­რობ­ში ნე­ბის­მი­ერ ქალ­ბა­ტონს ენ­დო­მე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა სვეტ­ლა­ნა კის­ლი­ცი­ნამ.

1 წლის წინ მა­ღა­ზი­ის ის­ტო­რია ერთი ბრენ­დით და­ი­წყო, ახლა კი უკვე რამ­დე­ნი­მე ბრენ­დს აერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დე­ბა. „სენ­სის“ მა­ღა­ზი­ებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­ხმა­რე­ბე­ლი მალე ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­შიც ნა­ხავს. მა­ნამ­დე კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბრენ­დე­ბი ქავ­თა­რა­ძის „სითი მო­ლის“ პრე­მი­უმ სივ­რცე­ში გე­ლო­დე­ბათ. მა­ღა­ზი­ის გახ­სნა­ზე მი­სულ­მა სტუმ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი დახ­ვე­წი­ლი, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნივ­თე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ღა­ზია „სენ­სი“ ქავ­თა­რა­ძის „სითი მო­ლის“ პრე­მი­უმ სივ­რცე­ში გა­იხ­სნა. მა­ღა­ზია ერთ სივ­რცე­ში აერ­თი­ა­ნებს ცნო­ბილ ბრენ­დებს, რო­მელ­თა პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში და ევ­რო­პულ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ფა­სე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ავ­ტო­რი: თიკა ყა­მა­რა­უ­ლი

Alamaria
1

ეჰ რა დროს ბრენდული ტანისამოსია, უნდა ნახოთ ხალხი ევროპულ, ნახმარ ტანსაცმელს როგორ ესევა. გაძვირდა ცხოვრება, გვიჭირს..

ავტორი:

ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის "სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია "სენსი“ გაიხსნა

ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის "სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია "სენსი“ გაიხსნა

ექსკლუზიური ბრენდები, იტალიაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორ-დიზაინერის თამარ ქინქლაძის მიერ შექმნილი ინტერიერი - შოპინგის მოყვარულებისთვის ახალი მაღაზია „სენსი“ ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში გაიხსნა.

მაღაზია „სენსი“ ბაზარზე 1 წლის წინ ერთი ბრენდით შემოვიდა, დღეს კი რამდენიმე ისეთ ბრენდს აერთიანებს, რომლებიც მათი ექსკლუზივია და სხვაგან ვერ ნახავთ, ასეთებია, მაგალითად: ვივიენ ვესტვუდი, ლა პერლა და კიდევ ბევრი სხვა. ერთ სივრცეში შესაძლებელია როგორც ტანსაცმლის, აქსესუარების, ასევე სახლის დეკორისთვის სასურველი ნივთის შეძენა. მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალი პატარაია აღნიშნავს,რომ მაღაზიის გახსნის იდეა 1 წლის წინ გაუჩნდა და მთავარი მიზანი ერთ სივრცეში სხვადასხვა ბრენდის გაერთიანება იყო.

მაღაზია რომ ყველა მსურველის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის მზად არის, მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალიც მიგანიშნებთ. „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში შესვლისას მაღაზიაში კარის გარეშე მოხვდებით. დეტალებს რომ დიდი დატვირთვა აქვს, ინტერიერიც და ექსტერიერიც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს. მაღაზიის სახელს კი თავისი ისტორია აქვს და ინგლისურ სიტყვას „სენსითივ“, ანუ მგრძნობიარეს, შეგრძნებებს უკავშირდება.

ექსკლუზიურად გახსნის დღისთვის მაღაზია „სენსიში“ ქალის თეთრეულის ბრენდები „აგენტ პროვოკატორი“ და „ლა პერლა“ იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ბრენდები სტუმრებს ყაზახეთიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა წარმომადგენელმა სვეტლანა კისლიცინამ გააცნო. როგორც სვეტლანა ამბობს, მაღაზიაში წარმოდგენილი აქვთ რამდენიმე პრემიუმ ბრენდი:

„ძვირადღირებული კოლექციები, თეთრეული, ტანსაცმელი და საზღვაო კოლექცია. პირველ რიგში არის ტოპ ბრენდი „ლა პერლა“, მთელ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი და ასევე, „აგენტ პროვოკატორი“, რომელიც არის ქალის თეთრეულის ყველაზე ცნობილი ბრენდი და რომლის ქონაც საკუთარ გარდერობში ნებისმიერ ქალბატონს ენდომება,“ - აღნიშნა სვეტლანა კისლიცინამ.

1 წლის წინ მაღაზიის ისტორია ერთი ბრენდით დაიწყო, ახლა კი უკვე რამდენიმე ბრენდს აერთიანებს, რომელთა რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზარდება. „სენსის“ მაღაზიებს, სავარაუდოდ, მომხმარებელი მალე ქუთაისსა და ბათუმშიც ნახავს. მანამდე კი მრავალფეროვანი ბრენდები ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში გელოდებათ. მაღაზიის გახსნაზე მისულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ განახლებული კოლექციები დახვეწილი, არაორდინალური და ექსკლუზიური ნივთების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, მაღაზია „სენსი“ ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში გაიხსნა. მაღაზია ერთ სივრცეში აერთიანებს ცნობილ ბრენდებს, რომელთა პროდუქციის შეძენა სასიამოვნო გარემოში და ევროპულთან მიახლოებული ფასებით არის შესაძლებელი.

ავტორი: თიკა ყამარაული