მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა" - რატომ არის ამ ეტაპზე "აზოვსტალის" მცველების სამხედრო გზით გამოყვანა შეუძლებელი?
"მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა" - რატომ არის ამ ეტაპზე "აზოვსტალის" მცველების სამხედრო გზით გამოყვანა შეუძლებელი?

რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ "აზოვსტა­ლის“ ქარ­ხა­ნა­ზე იე­რიშს ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სით აგ­რძე­ლე­ბენ.

"14 მა­ისს ოკუ­პან­ტებ­მა პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს აა­ლე­ბა­დი, ან ფოს­ფო­რის ბომ­ბე­ბი მა­რი­უ­პო­ლის მცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", – წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "უნი­ა­ნი“ მა­რი­უ­პო­ლის მე­რის მრჩე­ველ პეტრ ან­დრი­უშ­ჩენ­კოვ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით ვი­დე­ო­საც აქ­ვეყ­ნებს.

ან­დრი­უშ­ჩენ­კო­ვის თქმით, "თა­ვად ოკუ­პან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­ი­ყე­ნეს აა­ლე­ბა­დი ყუმ­ბა­რე­ბი 9М22С, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს თერ­მი­ტულ ფე­ნებს. წვის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით 2-2,5 ათა­სი ცელ­სი­უ­სია. ხან­ძრის შე­ჩე­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჯო­ჯო­ხე­თი ჩა­მო­ვი­და დე­და­მი­წა­ზე, აზოვსტალ­ში. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ უძ­ლე­ბენ ჩვე­ნი დამ­ცვე­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ან­დრი­უშ­ჩენ­კოვ­მა.

მა­რი­უ­პო­ლის მცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აკ­რძა­ლუ­ლი ჭურ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, უკ­რა­ი­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

იმა­ვე "უნი­ა­ნის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, "აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ხელ­ში ჩა­იგ­დონ ქარ­ხა­ნა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი იცა­ვენ. ოკუ­პან­ტე­ბი ქარ­ხა­ნას უტე­ვენ სა­რა­კე­ტო-ბომბდამ­შე­ნე­ბით, არ­ტი­ლე­რი­ი­თა და ტან­კე­ბით. პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თქმით, "აზოვსტალ­ში“ მყო­ფი უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თნენ გავ­ლე­ნი­ა­ნი შუ­ა­მავ­ლე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, მათ შო­რის - თურ­ქე­თი. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ამ­ბობს, რომ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ით ქარ­ხნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უდი­დეს ძა­ლის­ხმე­ვას და დი­დძალ ჯარს მო­ი­თხოვს.

რო­გორც სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, საქ­მე გვაქვს არა ფოს­ფო­რის ბომ­ბებ­თან, არა­მედ 14 მა­ისს რუ­სე­ბის მხრი­დან გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ცე­ცხლგამ­ჩე­ნი რე­აქ­ტი­უ­ლი ჭურ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გაშ­ვე­ბულ იქნა "გრა­დის“ ტი­პის ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი­დან.

- მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა ბომბსა­ფა­რებ­ში თავ­შე­ფა­რე­ბულ­ნი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, მათ შო­რის, "აზო­ვის“ პოლ­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი, სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბი - და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კაც­ზე მეტი. მათ შო­რის ბევ­რია დაჭ­რი­ლიც... თით­ქმის 2 თვეა, რაც ეს ტე­რი­ტო­რია იბომ­ბე­ბა და, რა თქმა უნდა, ისი­ნი რთულ პი­რო­ბებ­ში არი­ან. მებ­რძო­ლე­ბი არ სხე­დან მხო­ლოდ მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რებ­ში, გა­მო­დი­ან, ბრძო­ლებ­ში ერ­თვე­ბი­ან და მერე ისევ ბუნ­კე­რებს აფა­რე­ბენ თავს. რუ­სე­ბი ვერ ბე­და­ვენ შიგ შეს­ვლას, ახლო ბრძო­ლას, ვი­ნა­ი­დან იცი­ან, დიდი მსხვერ­პლი ექ­ნე­ბათ, ამი­ტო­მაც ისი­ნი და­ბომბვა­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი, ბომ­ბა­ვენ თით­ქმის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც კი გა­აჩ­ნი­ათ. აქამ­დე თუ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო სამ­ტო­ნი­ა­ნი ფუ­გა­სუ­რი მოქ­მე­დე­ბის სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბე­ბი, რი­თაც ბევ­რი ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლეს, ახლა უკვე 14 მა­ისს გა­მო­ი­ყე­ნეს ცე­ცხლგამ­ჩე­ნი რე­აქ­ტი­უ­ლი ჭურ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გაშ­ვე­ბულ იქნა "გრა­დის“ ტი­პის ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი­დან.

ეს არის 3 მეტ­რის სიგ­რძის რა­კე­ტა, რო­მელ­საც ის­ვრის "გრა­დის“ და­ნად­გა­რი. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­კე­ტის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ მის ქო­ბინ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 180 ერ­თე­უ­ლი ცე­ცხლგამ­ჩე­ნი ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მაგ­ნი­უ­მის შე­ნად­ნო­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ ექ­ვსკუ­თხა შავი ფე­რის კაფ­სუ­ლას, მას­ში ჩაპ­რე­სი­ლია პი­რო­ტექ­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა. გას­რო­ლის შემ­დეგ, როცა რა­კე­ტა მი­ზანს უახ­ლოვ­დე­ბა, ჰა­ერ­ში ხდე­ბა ამ 180 ცალი ცე­ცხლგამ­ჩე­ნი ელე­მენ­ტის რა­კე­ტი­დან გა­ფან­ტვა (ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს რა­კე­ტა არის კა­სე­ტუ­რი სა­ხის), ელე­მენ­ტე­ბის მი­წა­ზე და­ცე­მი­სას ხდე­ბა მათი აა­ლე­ბა და რად­გა­ნაც ის მაგ­ნი­უ­მის შე­ნად­ნო­ბის­გან შედ­გე­ბა, ორი წუთი 2 ათას გრა­დუს­ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით იწ­ვი­ან და ხან­ძრის კე­რებს აჩე­ნენ. მათი წყლით ჩაქ­რო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე მოხ­ვედ­რი­სას კი სა­ში­ნელ დამ­წვრო­ბას იწ­ვევს. მი­უ­ხე­და­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბი­სა, ცე­ცხლგამ­ჩე­ნი ბომ­ბე­ბი­სა და რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს, აკ­რძა­ლუ­ლი არ არის. ეს არ არის ფოს­ფო­რი­ა­ნი ბომ­ბე­ბი, თუმ­ცა თეთ­რი ფოს­ფო­რი შე­დის რა­კე­ტე­ბი­სა და სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბე­ბის, იმ ჭურ­ვე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მი­წა­ზე ად­გი­ლის მო­სა­ნიშ­ნად ან ჰა­ერ­ში - მა­ნა­თო­ბელ ბომ­ბებ­ში. ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი კვამ­ლის შე­საქ­მნე­ლად რა­ი­მეს და­სა­ფა­რად.

- ცე­ცხლგამ­ჩე­ნი ჭურ­ვე­ბი მი­წის­ქვე­შა თავ­შე­საფ­რებს რა­მეს და­აკ­ლებს?

- ისი­ნი მი­წის ზე­და­პირ­ზე იწ­ვის და მას, ერ­თა­დერ­თი, შე­უძ­ლია ხან­ძრის კე­რე­ბის წარ­მოქ­მნა. ცე­ცხლგამ­ჩე­ნი რა­კე­ტით შორი მან­ძი­ლი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა დი­ვერ­სი­ის მო­წყო­ბა ტყის მა­სი­უ­რი ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნის სა­ხით... "აზოვსტა­ლის“ მი­წის­ქვე­შა კა­ტა­კომ­ბებს თავ­შე­ფა­რე­ბულ უკ­რა­ი­ნელ მებ­რძო­ლებს ეს რუ­სუ­ლი "ცე­ცხლო­ვა­ნი სე­ტყვა“ ბევ­რს ვე­რა­ფერს და­აკ­ლებდა, იმ შემ­თხვე­ვის გარ­და, თუ კი ისი­ნი და­ბომბვის მო­მენ­ტში ზე­მოთ არ იყ­ვნენ ამო­სულ­ნი და არ მოხ­ვდნენ და­ბომბვის არე­ალ­ში.

- ეს ია­რა­ღი აკ­რძა­ლუ­ლია?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ კონ­ვენ­ცი­ის პრო­ტო­კო­ლის მე-3 ნა­წი­ლი გარ­კვე­ულ­წი­ლად არე­გუ­ლი­რებს ამ ცე­ცხლგამ­ჩე­ნი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას ომე­ბის დროს, ოღონდ, ცოტა უც­ნა­უ­რად, ანუ კრძა­ლავს და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში ცე­ცხლგამ­ჩე­ნი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ჰა­ე­რით მი­ტა­ნას, ავი­ა­ცი­ით და­ბომბვას და ა.შ. თუმ­ცა უშ­ვებს მის გა­მო­ყე­ნე­ბას სახ­მე­ლე­თო საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კის მეშ­ვე­ო­ბით. ეს კონ­ვენ­ცია, რა თქმა უნდა, შე­საც­ვლე­ლია. არც ესე­ნი და არც კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბი სრუ­ლად არ არის აკ­რძა­ლუ­ლი. მა­გა­ლი­თად, აკ­რძა­ლუ­ლია მა­შინ, თუ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რემ იცის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ახ­ლოს ცხოვ­რობს, თუმ­ცა ომის დროს ამას ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს? გარ­და ამი­სა, არის ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თაც ხელი აქვთ მო­წე­რი­ლი აქ­ტზე, რომ კა­სე­ტურ ია­რაღს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და რომ მათ გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ, მაგ­რამ რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნას, აშშ-ს და სა­ქარ­თვე­ლოს ამა­ზე ხლი არ აქვს მო­წე­რი­ლი.

- "აზოვსტა­ლი­დან“ აზო­ვე­ლე­ბის სამ­ხედ­რო გზით გა­მოყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, აქვთ მათ ამის შან­სი? თუ არა, არ­სე­ბობს დიპ­ლო­მა­ტი­ის გზაც - თურ­ქე­თის ჩა­რე­ვამ შე­საძ­ლოა უზ­რუნ­ველ­ყოს მებ­რძო­ლე­ბის­თვის კო­რი­დო­რის გახ­სნა ?

- ამ ეტაპ­ზე სამ­ხედ­რო გზით მებ­რძო­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ მა­შინ უკ­რა­ი­ნამ არ­მი­ის დიდი ნა­წი­ლი უნდა მოხ­სნას ფრონ­ტი­დან (უკ­რა­ი­ნის არ­მია მა­რი­უ­პო­ლი­დან ახლა და­ახ­ლო­ე­ბით 120 კმ-ში იმ­ყო­ფე­ბა), ამ 120 კმ-ის ბრძო­ლე­ბით გავ­ლი­სას მას ექ­ნე­ბა უდი­დე­სი მსხვერ­პლი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჰა­ერს რუ­სე­თის ავი­ა­ცია აკონ­ტრო­ლებს, თან სტე­პე­ბია, მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი და და­მალ­ვა ურ­თუ­ლე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ის გზას, ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­ღან­მა, რო­მე­ლიც 2-ჯერ ესა­უბ­რა პუ­ტინს და უთხრა, გამ­ზა­დე­ბუ­ლი მყავს სა­მო­ქა­ლა­ქო გემი, რო­მელ­ზეც 2000 კა­ცამ­დე ეტე­ვა, ის თურ­ქე­თი­დან ერთ დღე­ში ჩავა აზო­ვის ზღვით და ბერ­დი­ანსკს მი­ად­გე­ბა (ვი­ნა­ი­დან მა­რი­უ­პო­ლის პორ­ტის სი­ახ­ლო­ვე და­ნაღ­მუ­ლია), ამ ხალ­ხს ჩავ­სვამთ ავ­ტო­ბუ­სებ­ში, გე­მით გა­და­ვიყ­ვანთ თურ­ქეთ­ში და გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, ომის დამ­თავ­რე­ბამ­დე ისი­ნი ბრძო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღარ მი­ი­ღე­ბე­ნო. პუ­ტი­ნი ამა­ზე, რა თქმა უნდა, არ წავა და აი, რა­ტომ:

1. "აზო­ვე­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, ია­რაღს არ დავ­ყრით და არ ჩავ­ბარ­დე­ბი­თო. ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, მათი ტყვედ ჩა­ბა­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ მებ­რძო­ლებს დახ­ვრე­ტენ, ან სა­შინ­ლად აწა­მე­ბენ.

2. რუ­სეთ­მა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, "აზო­ვის“ პოლ­კის მებ­რძო­ლე­ბის­გან შექ­მნა მტრის ხატი, რო­გორც ნა­ცის­ტე­ბის, ყვე­ლა­ზე დიდი“ფა­შის­ტე­ბის“, ამი­ტო­მაც მათი გა­მოშ­ვე­ბის შან­სი თით­ქმის არ არის. რუ­სე­თი ითხოვს ერთს - და­ყა­რონ ია­რა­ღი და ჩა­ბარ­დნენ.

3. უკ­რა­ი­ნამ რუ­სებს შეს­თა­ვა­ზა, ამ ხალ­ხში 1000-მდე რუსი სამ­ხედ­რო ტყვე გავცვა­ლო­თო. რუ­სე­თი ამა­ზეც არ წავა, ტყვე­ე­ბის კი არა, და­ღუ­პუ­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნაც არ აინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბო­და გა­მო­სა­ვა­ლი. ამ ეტაპ­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი 38 ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც "აზოვსტალ­ში“ მარ­თლა ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - მძი­მედ დაჭ­რი­ლე­ბი, ხელ-ფეხ მოკ­ვე­თი­ლე­ბი...

არის ერთი ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი: ახლა ფრონ­ტის ხაზი 700 კმ-ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი, უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი აღ­წე­ვენ გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს, და­მა­ტე­ბით აჰ­ყავთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი, მათ შო­რის - მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, პოლ­კოვ­ნი­კე­ბი, თვით გე­ნერ­ლე­ბიც კი და უკვე მათ გაც­ვლა­ზე მი­დის ლა­პა­რა­კი. ალ­ბათ პუ­ტი­ნი ამა­ზეც არ წა­მო­ვა, რად­გან მას უნდა "აზო­ვე­ლე­ბის" საჩ­ვე­ნე­ბე­ლი დას­ჯა - გა­და­ი­ღონ ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, მებ­რძო­ლე­ბი რო­გორ ნებ­დე­ბი­ან და ყრი­ან ია­რაღს, რო­გორ გა­მო­დი­ან თეთ­რი დრო­შე­ბით და სხვა, ამის ჩვე­ნე­ბა უნ­დათ. რთუ­ლია იმის თქმა, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი, სამ­წუ­ხა­როდ, "აზო­ვე­ლე­ბი“ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან...

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა" - რატომ არის ამ ეტაპზე "აზოვსტალის" მცველების სამხედრო გზით გამოყვანა შეუძლებელი?

"მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა" - რატომ არის ამ ეტაპზე "აზოვსტალის" მცველების სამხედრო გზით გამოყვანა შეუძლებელი?

რუსი ოკუპანტები ალყაში მოქცეულ "აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშს ყველა არსებული რესურსით აგრძელებენ.

"14 მაისს ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს აალებადი, ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ", – წერს უკრაინული გამოცემა "უნიანი“ მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშჩენკოვზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით ვიდეოსაც აქვეყნებს.

ანდრიუშჩენკოვის თქმით, "თავად ოკუპანტები ამბობენ, რომ გამოიყენეს აალებადი ყუმბარები 9М22С, რომელიც შეიცავს თერმიტულ ფენებს. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი ცელსიუსია. ხანძრის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ჯოჯოხეთი ჩამოვიდა დედამიწაზე, აზოვსტალში. წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ჩვენი დამცველები“, - აღნიშნა ანდრიუშჩენკოვმა.

მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ აკრძალული ჭურვების გამოყენების გამო, უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

იმავე "უნიანის“ ინფორმაციით, "აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ, რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ ქარხანა, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ. ოკუპანტები ქარხანას უტევენ სარაკეტო-ბომბდამშენებით, არტილერიითა და ტანკებით. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "აზოვსტალში“ მყოფი უკრაინელი მებრძოლების გადარჩენის პროცესში ჩაერთნენ გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები, მათ შორის - თურქეთი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციით ქარხნის გათავისუფლება უდიდეს ძალისხმევას და დიდძალ ჯარს მოითხოვს.

როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, საქმე გვაქვს არა ფოსფორის ბომბებთან, არამედ 14 მაისს რუსების მხრიდან გამოყენებულ იქნა ცეცხლგამჩენი რეაქტიული ჭურვები, რომლებიც გაშვებულ იქნა "გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

- მარიუპოლში "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა ბომბსაფარებში თავშეფარებულნი არიან უკრაინელი სამხედროები, მათ შორის, "აზოვის“ პოლკის წარმომადგენლები, მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითები - დაახლოებით 1000 კაცზე მეტი. მათ შორის ბევრია დაჭრილიც... თითქმის 2 თვეა, რაც ეს ტერიტორია იბომბება და, რა თქმა უნდა, ისინი რთულ პირობებში არიან. მებრძოლები არ სხედან მხოლოდ მიწისქვეშა თავშესაფრებში, გამოდიან, ბრძოლებში ერთვებიან და მერე ისევ ბუნკერებს აფარებენ თავს. რუსები ვერ ბედავენ შიგ შესვლას, ახლო ბრძოლას, ვინაიდან იციან, დიდი მსხვერპლი ექნებათ, ამიტომაც ისინი დაბომბვაზე არიან გადასულები, ბომბავენ თითქმის ყველა საშუალებით, რაც კი გააჩნიათ. აქამდე თუ გამოყენებული იყო სამტონიანი ფუგასური მოქმედების საავიაციო ბომბები, რითაც ბევრი ვერაფერი დააკლეს, ახლა უკვე 14 მაისს გამოიყენეს ცეცხლგამჩენი რეაქტიული ჭურვები, რომლებიც გაშვებულ იქნა "გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

ეს არის 3 მეტრის სიგრძის რაკეტა, რომელსაც ისვრის "გრადის“ დანადგარი. ის ჩვეულებრივი რაკეტისგან იმით განსხვავდება, რომ მის ქობინში მოთავსებულია 180 ერთეული ცეცხლგამჩენი ელემენტი, რომელიც წარმოადგენს მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებულ ექვსკუთხა შავი ფერის კაფსულას, მასში ჩაპრესილია პიროტექნიკური შემადგენლობა. გასროლის შემდეგ, როცა რაკეტა მიზანს უახლოვდება, ჰაერში ხდება ამ 180 ცალი ცეცხლგამჩენი ელემენტის რაკეტიდან გაფანტვა (ფაქტობრივად, ეს რაკეტა არის კასეტური სახის), ელემენტების მიწაზე დაცემისას ხდება მათი აალება და რადგანაც ის მაგნიუმის შენადნობისგან შედგება, ორი წუთი 2 ათას გრადუსზე მეტი ტემპერატურის გამოყენებით იწვიან და ხანძრის კერებს აჩენენ. მათი წყლით ჩაქრობა შეუძლებელია, ადამიანის სხეულზე მოხვედრისას კი საშინელ დამწვრობას იწვევს. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ცეცხლგამჩენი ბომბებისა და რაკეტების გამოყენება საბრძოლო მოქმედებების დროს, აკრძალული არ არის. ეს არ არის ფოსფორიანი ბომბები, თუმცა თეთრი ფოსფორი შედის რაკეტებისა და საავიაციო ბომბების, იმ ჭურვების შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება მიწაზე ადგილის მოსანიშნად ან ჰაერში - მანათობელ ბომბებში. ასევე ხელოვნური კვამლის შესაქმნელად რაიმეს დასაფარად.

- ცეცხლგამჩენი ჭურვები მიწისქვეშა თავშესაფრებს რამეს დააკლებს?

- ისინი მიწის ზედაპირზე იწვის და მას, ერთადერთი, შეუძლია ხანძრის კერების წარმოქმნა. ცეცხლგამჩენი რაკეტით შორი მანძილიდანაც შეიძლება დივერსიის მოწყობა ტყის მასიური ხანძრების გაჩენის სახით... "აზოვსტალის“ მიწისქვეშა კატაკომბებს თავშეფარებულ უკრაინელ მებრძოლებს ეს რუსული "ცეცხლოვანი სეტყვა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა, იმ შემთხვევის გარდა, თუ კი ისინი დაბომბვის მომენტში ზემოთ არ იყვნენ ამოსულნი და არ მოხვდნენ დაბომბვის არეალში.

- ეს იარაღი აკრძალულია?

- ჩვეულებრივი შეიარაღების კონკრეტული სახეობების შესახებ კონვენციის პროტოკოლის მე-3 ნაწილი გარკვეულწილად არეგულირებს ამ ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენებას ომების დროს, ოღონდ, ცოტა უცნაურად, ანუ კრძალავს დასახლებულ პუნქტებში ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალის ჰაერით მიტანას, ავიაციით დაბომბვას და ა.შ. თუმცა უშვებს მის გამოყენებას სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის მეშვეობით. ეს კონვენცია, რა თქმა უნდა, შესაცვლელია. არც ესენი და არც კასეტური ბომბები სრულად არ არის აკრძალული. მაგალითად, აკრძალულია მაშინ, თუ მოწინააღმდეგე მხარემ იცის, რომ მოსახლეობა ახლოს ცხოვრობს, თუმცა ომის დროს ამას ვინ ითვალისწინებს? გარდა ამისა, არის ქვეყნები, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი აქტზე, რომ კასეტურ იარაღს არ გამოიყენებენ და რომ მათ გაანადგურებენ, მაგრამ რუსეთს, უკრაინას, აშშ-ს და საქართველოს ამაზე ხლი არ აქვს მოწერილი.

- "აზოვსტალიდან“ აზოველების სამხედრო გზით გამოყვანა შესაძლებელია, აქვთ მათ ამის შანსი? თუ არა, არსებობს დიპლომატიის გზაც - თურქეთის ჩარევამ შესაძლოა უზრუნველყოს მებრძოლებისთვის კორიდორის გახსნა ?

- ამ ეტაპზე სამხედრო გზით მებრძოლების გამოყვანა შეუძლებელია იმიტომ, რომ მაშინ უკრაინამ არმიის დიდი ნაწილი უნდა მოხსნას ფრონტიდან (უკრაინის არმია მარიუპოლიდან ახლა დაახლოებით 120 კმ-ში იმყოფება), ამ 120 კმ-ის ბრძოლებით გავლისას მას ექნება უდიდესი მსხვერპლი, თუნდაც იმიტომ, რომ ჰაერს რუსეთის ავიაცია აკონტროლებს, თან სტეპებია, მოშიშვლებული ადგილები და დამალვა ურთულესია. რაც შეეხება დიპლომატიის გზას, ინიციატივა გამოიჩინა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელიც 2-ჯერ ესაუბრა პუტინს და უთხრა, გამზადებული მყავს სამოქალაქო გემი, რომელზეც 2000 კაცამდე ეტევა, ის თურქეთიდან ერთ დღეში ჩავა აზოვის ზღვით და ბერდიანსკს მიადგება (ვინაიდან მარიუპოლის პორტის სიახლოვე დანაღმულია), ამ ხალხს ჩავსვამთ ავტობუსებში, გემით გადავიყვანთ თურქეთში და გარანტიას გაძლევთ, ომის დამთავრებამდე ისინი ბრძოლებში მონაწილეობას აღარ მიიღებენო. პუტინი ამაზე, რა თქმა უნდა, არ წავა და აი, რატომ:

1. "აზოველები" ამბობენ, იარაღს არ დავყრით და არ ჩავბარდებითო. ეს გასაგებიცაა, მათი ტყვედ ჩაბარება ნიშნავს იმას, რომ მებრძოლებს დახვრეტენ, ან საშინლად აწამებენ.

2. რუსეთმა, წლების განმავლობაში, "აზოვის“ პოლკის მებრძოლებისგან შექმნა მტრის ხატი, როგორც ნაცისტების, ყველაზე დიდი“ფაშისტების“, ამიტომაც მათი გამოშვების შანსი თითქმის არ არის. რუსეთი ითხოვს ერთს - დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.

3. უკრაინამ რუსებს შესთავაზა, ამ ხალხში 1000-მდე რუსი სამხედრო ტყვე გავცვალოთო. რუსეთი ამაზეც არ წავა, ტყვეების კი არა, დაღუპულების გამოყვანაც არ აინტერესებს, თუმცა ეს იქნებოდა გამოსავალი. ამ ეტაპზე მიდის საუბარი 38 ადამიანზე, რომლებიც "აზოვსტალში“ მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია - მძიმედ დაჭრილები, ხელ-ფეხ მოკვეთილები...

არის ერთი ოპტიმალური გამოსავალი: ახლა ფრონტის ხაზი 700 კმ-ზეა გადაჭიმული, უკრაინელი სამხედროები აღწევენ გარკვეულ წარმატებებს, დამატებით აჰყავთ დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვეები, მათ შორის - მაღალჩინოსნები, პოლკოვნიკები, თვით გენერლებიც კი და უკვე მათ გაცვლაზე მიდის ლაპარაკი. ალბათ პუტინი ამაზეც არ წამოვა, რადგან მას უნდა "აზოველების" საჩვენებელი დასჯა - გადაიღონ ფოტოები და ვიდეოები, მებრძოლები როგორ ნებდებიან და ყრიან იარაღს, როგორ გამოდიან თეთრი დროშებით და სხვა, ამის ჩვენება უნდათ. რთულია იმის თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ამბავი, სამწუხაროდ, "აზოველები“ მძიმე მდგომარეობაში არიან...

იხილეთ ასევე: