მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გავაერთიანოთ მთელი ძალა, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა" - რუსეთის პატრიარქი კირილი
"უნდა გავაერთიანოთ მთელი ძალა, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა" - რუსეთის პატრიარქი კირილი

მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი მისი მი­სა­მარ­თით და­სავ­ლე­თის ბრალ­დე­ბებს, რომ მი­ლი­ტა­რის­ტულ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, სი­სუ­ლე­ლეს უწო­დებს. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი არა­ვის უსურ­ვებს ბო­რო­ტე­ბას და არა­ვის და­პყრო­ბა და ოკუ­პა­ცია არ სურს.

"ჩვენ გვჭირ­დე­ბა მხო­ლოდ ერთი რამ: ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იმ მსოფ­ლიო ძა­ლა­უფ­ლე­ბის ცენ­ტრე­ბის­გან, რომ­ლებ­საც დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, მტრუ­ლი გან­წყო­ბა აქვთ რუ­სე­თის მი­მართ. ჩვენ უნდა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ მთე­ლი ჩვე­ნი ძალა, სუ­ლი­ე­რიც და მა­ტე­რი­ა­ლუ­რიც, რათა არა­ვინ გა­ბე­დოს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს წმინ­და სა­ზღვრე­ბის ხელ­ყო­ფა. და ჩემი სი­ტყვე­ბი არ არის ის, რისი და­ხა­სი­ა­თე­ბაც სურთ ოპო­ნენ­ტებს, რო­გორც პატ­რი­არ­ქის მო­რი­გი მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი გა­მოს­ვლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­სუ­ლე­ლეა", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა კვი­რას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ ტა­ძარ­ში წირ­ვის შემ­დეგ.

მისი თქმით, ამ დღე­ებ­ში ის და მთე­ლი ეკ­ლე­სია გან­სა­კუთ­რე­ბით ლო­ცუ­ლო­ბენ, რომ ღმერ­თმა და­იც­ვას მტრე­ბის­გან და ხალ­ხი გა­ერ­თი­ან­დეს, გა­და­ლა­ხონ ყვე­ლა უთან­ხმო­ე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში და ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად.

"რუ­სე­თი არა­ვის უსურ­ვებს ბო­რო­ტე­ბას, არა­ვის და­პყრო­ბა და ოკუ­პა­ცია არ სურს, არა­ვის­გან არ სურს რე­სუ­რე­ბის ამო­ქაჩ­ვა, რო­გორც ამას აკე­თებს უმე­ტე­სო­ბა მდი­და­რი და ძლი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ახ­დე­ნენ სუს­ტი ქვეყ­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ას. ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გვჭირ­დე­ბა, რად­გან ჩვენ თვითკმა­რი ვართ“ , - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა.

მან­ვე ტა­ძარ­ში მყოფ სამ­ხედ­რო­ებს მო­უ­წო­და, ახ­სოვ­დეთ, რომ იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად თავ­და­დე­ბუ­ლად ას­რუ­ლე­ბენ თა­ვის სამ­ხედ­რო მო­ვა­ლე­ო­ბას, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სა­ა­გენ­ტო "ფრანს პრეს­მა“ 5 მა­ისს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­და­დე­ბის შე­სა­ხებ, სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღოს რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზეემკა, მოს. პროსპექ...
0

ზეემკა, მოს. პროსპექტი, ქინძმარაული 29 კორ.

შენიი წმინდა სამშობლს დ...ც და ზემოდან შენი და პუტინის კიდე რააა......

ნიკა
0

რაც ერი ის ბერი 

ავტორი:

"უნდა გავაერთიანოთ მთელი ძალა, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა" - რუსეთის პატრიარქი კირილი

"უნდა გავაერთიანოთ მთელი ძალა, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა" - რუსეთის პატრიარქი კირილი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მისი მისამართით დასავლეთის ბრალდებებს, რომ მილიტარისტულ განცხადებებს აკეთებს, სისულელეს უწოდებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მისი განცხადებით, რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას და არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს.

"ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ: ჩვენი ნამდვილი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა იმ მსოფლიო ძალაუფლების ცენტრებისგან, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, მტრული განწყობა აქვთ რუსეთის მიმართ. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა, სულიერიც და მატერიალურიც, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. და ჩემი სიტყვები არ არის ის, რისი დახასიათებაც სურთ ოპონენტებს, როგორც პატრიარქის მორიგი მილიტარისტული გამოსვლა. ეს ყველაფერი სისულელეა", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კვირას შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში წირვის შემდეგ.

მისი თქმით, ამ დღეებში ის და მთელი ეკლესია განსაკუთრებით ლოცულობენ, რომ ღმერთმა დაიცვას მტრებისგან და ხალხი გაერთიანდეს, გადალახონ ყველა უთანხმოება ცხოვრებაში და ქვეყნის დასაცავად.

"რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას, არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს, არავისგან არ სურს რესურების ამოქაჩვა, როგორც ამას აკეთებს უმეტესობა მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც ახდენენ სუსტი ქვეყნების ოკუპაციას. ჩვენ ეს ყველაფერი არ გვჭირდება, რადგან ჩვენ თვითკმარი ვართ“ , - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

მანვე ტაძარში მყოფ სამხედროებს მოუწოდა, ახსოვდეთ, რომ იმაზე, თუ რამდენად თავდადებულად ასრულებენ თავის სამხედრო მოვალეობას, დამოკიდებულია ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

ცნობისთვის, სააგენტო "ფრანს პრესმა“ 5 მაისს გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის წინადადების შესახებ, სანქციები შემოიღოს რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ.