პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე ჩვენ დავრჩით ჩვენი თავის იმედად - მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი" - "აზოველები" უმძიმეს დღეებზე ყვებიან
"იყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე ჩვენ დავრჩით ჩვენი თავის იმედად - მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი" - "აზოველები" უმძიმეს დღეებზე ყვებიან

"აზო­ვის“ პოლ­კის წევ­რებ­მა უცხო­ელ და უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს. მებ­რძო­ლებ­მა "აზოვსტა­ლის" ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ილა­პა­რა­კეს.

"აზო­ვის“ პოლ­კის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლის, სვი­ა­ტოს­ლავ პა­ლა­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, მტე­რი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ის ინ­ტენ­სი­ურ და­ბომბვას ახორ­ცი­ე­ლებს.

"მხო­ლოდ ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ დავ­თვა­ლეთ 25 გა­დაფ­რე­ნა, მათ შო­რის სამი სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნით. მუ­შა­ობს ტან­კე­ბი, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბი, სნა­ი­პე­რე­ბი, ქვე­ი­თი ჯა­რის­კა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ შტურმს.

  • ყვე­ლა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია? ვერ ვი­ტყვით, რად­გან არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა ნან­გრე­ვე­ბის დე­მონ­ტა­ჟის­თვის. აღ­ვნიშ­ნავ, რომ სულ რა­ღაც ორი დღის წინ, სამი ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა. ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რია და­ღუ­პუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სამ­ხედ­რო­ებს შო­რის“ , - გა­ნა­ცხა­და "აზო­ვის“ პოლ­კის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლემ.

მისი თქმით, ორ­თვე­ნა­ხე­ვა­რია, რაც მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას სთხო­ვენ და მხო­ლოდ ახლა მო­ა­ხერ­ხეს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნიs ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაყ­ვა­ნა. ამას­თან პა­ლა­მარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რუ­სეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ "აზოვსტალ­ში“ უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი თა­ვი­ანთ ხალ­ხს იცა­ვენ და ეს გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა.

  • "მინ­და ვთქვა, რომ ჩვენ აქ არა სი­ტყვე­ბის­თვის, არა­მედ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის ვართ. ჩვენ ვას­რუ­ლებთ ჩვენს სამ­ხედ­რო მო­ვა­ლე­ო­ბას, არ გვჭირ­დე­ბა ქება, ჩვენ ვიბ­რძვით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის. სა­ნამ ცო­ცხლე­ბი ვართ, ვიბ­რძო­ლებთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გაყ­ვა­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და პა­ლა­მარ­მა.

"იყო დღე­ე­ბი, რო­დე­საც 150-ზე მეტი სა­ჰა­ე­რო ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დეს მა­რი­უ­პოლ­ზე და ჩვენ მი­ვი­ღეთ ნუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა - არც სა­ჰა­ე­რო დახ­მა­რე­ბა, არც სახ­მე­ლე­თო მხარ­და­ჭე­რა, არც სა­არ­ტი­ლე­რიო მხარ­და­ჭე­რა. ჩვენ რე­ა­ლუ­რად დავ­რჩით ჩვე­ნი თა­ვის იმე­დად", - ამის შე­სა­ხებ "აზო­ვის“ პოლ­კის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცერ­მა, ლე­ი­ტე­ნან­ტმა ილია სა­მო­ი­ლენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან არ უპა­სუ­ხა კი­თხვას, რამ­დე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცია ახლა "აზოვსტალ­ში“. ამა­ვე მი­ზე­ზე­ბის გამო მან უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა კი­თხვა სამ­ხედ­რო­ებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს შო­რის დაჭ­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ.

ამა­ვე დროს, მან აღ­ნიშ­ნა, რომ ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი მა­რი­უ­პო­ლის დაც­ვა უკვე შე­ვი­და მსოფ­ლიო სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ა­ში.

"მა­რი­უ­პო­ლის აღე­ბა ბოლო 2,5 თვეა გრძელ­დე­ბა, ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რო­გო­რიც ის­ტო­რი­ა­ში მა­ნამ­დე არას­დროს უნა­ხავთ. ის, რომ ალყა და აღე­ბის მცდე­ლო­ბა ამ­დენ ხანს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო აქამ­დე არ მომ­ხდა­რა. დიდი მსხვერ­პლია სამ­ხედ­რო მტერს შო­რის, მაგ­რამ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გე­ბი მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად გული მწყდე­ბა იმა­ზე, რომ მხო­ლოდ მცი­რე ჯგუ­ფე­ბის ევა­კუ­ა­ცია ხდე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ზე­ი­მო­ბენ მცი­რე გა­მარ­ჯვე­ბას - რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი და ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და სა­მო­ი­ლენ­კომ.

ოფი­ცერ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბის ამო­ცა­ნა და მო­რა­ლუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის დაც­ვაა, მაგ­რამ მთავ­რო­ბამ, მისი თქმით, ვერ მო­ა­ხერ­ხა მა­რი­უ­პო­ლის თავ­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

"სი­მარ­თლე ისაა, რომ ჩვენ უნი­კა­ლუ­რი ვართ. არა­ვინ მო­ე­ლო­და, რომ ამ­დენ ხანს გავძლებ­დით და ახ­ლაც ვდგა­ვართ. ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ ვერ და­იც­ვა მა­რი­უ­პო­ლი, ვერ მო­ა­ხერ­ხა მისი თავ­დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. პრობ­ლე­მა ისაა, რომ ჩვენ გმი­რებს გვე­ძა­ხი­ან, ჩვე­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გმი­რო­ბა ჩნდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც და­გეგ­მვა და ორ­გა­ნი­ზე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა ”, - ამ­ბობს ის.

ოფი­ცე­რი ხაზს უს­ვამს, რომ ბევ­რმა "აზო­ველ­მა” მებ­რძოლ­მა სი­ცო­ცხლე გა­წი­რა ქა­ლა­ქის­თვის, ქვეყ­ნის­თვის, უკ­რა­ი­ნის ხალ­ხის­თვის.

”და ეს არის ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი. ჩვენ მარ­ტი­ვად შეგ­ვეძ­ლო მა­რი­უ­პო­ლის მი­ტო­ვე­ბა, უკან და­ხე­ვა, რად­გან ვნა­ხეთ თუ რა ვი­თა­რე­ბა იყო, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტეთ ქა­ლა­ქის დაც­ვა. ჩვენ მა­რი­უ­პო­ლის დაც­ვის ბრძა­ნე­ბა გვქონ­და, მაგ­რამ არა იმის, რომ სრუ­ლად აგ­ვე­ღო ჩვენს თავ­ზე ქა­ლა­ქის თავ­დაც­ვა. მაგ­რამ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ჭი­როა გახ­და, იმი­ტომ, რომ სხვამ არა­ვინ გა­ა­კე­თა ეს.

პრობ­ლე­მა ისაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მრა­ვა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკ­რა­ი­ნის დაც­ვის თე­მით სა­ბო­ტაჟს ახორ­ცი­ე­ლებ­და, მე ვი­ტყო­დი - და­ახ­ლო­ე­ბით 8 წელი. ეს ომი 24 თე­ბერ­ვალს არ და­წყე­ბუ­ლა და ჩვენ ამას გა­მუდ­მე­ბით ხაზს ვუს­ვამ­დით. ყვე­ლა ხელს გვიშ­ლი­და თავ­დაც­ვა­ში, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მათ სულ იცოდ­ნენ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან დიდი ომი ახ­ლოვ­დე­ბა“, - აცხა­დებს ის.

მისი თქმით, ქა­ლა­ქის­თვის ბრძო­ლე­ბის დროს უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა 2,5 ათა­სი რუსი დამ­პყრო­ბე­ლი გა­ა­ნად­გუ­რეს და კი­დევ 5 ათა­სი დამ­პყრო­ბე­ლი და­იჭ­რა.

"ეს არის მათი არ­მი­ის სამ­ხედ­რო და­ნა­კარ­გე­ბის 15%-ზე მეტი. ჩვენ ასე­ვე გა­ვა­ნად­გუ­რეთ 60-ზე მეტი ტან­კი და და­ვა­ზი­ა­ნეთ კი­დევ 30 - ეს არის მათი და­ნა­კარ­გე­ბის 10%-ი", - გა­ნა­ცხა­და სა­მო­ი­ლენ­კომ.

"აზო­ვის" პოლ­კის კი­დევ ერ­თმა ბერ­ძოლ­მა, ლე­ი­ტე­ნან­ტმა ილია სა­მო­ი­ლენ­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა­ბა­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ჩვენ­თვის კა­პი­ტუ­ლა­ცია მი­უ­ღე­ბე­ლია, მტრის­თვის ამ­ხე­ლა სა­ჩუქ­რის მი­ცე­მა არ შეგ­ვიძ­ლია. ჩემ­თვის ტყვედ ყოფ­ნა სიკ­ვდილს ნიშ­ნავს",- გა­ნა­ცხა­და მან.

მი­სი­ვე თქმით, "აზო­ვი" ებ­რძვის აგ­რე­სორს და მის ბარ­ბა­რო­სო­ბას.

”ჩვენ ვებ­რძვით აგ­რე­სორს, მტერს, რო­მელ­საც ტე­რო­რი მო­აქვს უკ­რა­ი­ნა­ში. ვიბ­რძვით მათი ბარ­ბა­რო­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ”,- აღ­ნიშ­ნა სა­მო­ი­ლენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცუდად მოფიქრალი
0

პიარით არიან დაკავებული და თქვენი გმირული დაღუპვაც მათი პიარის ნაწილია. შეიძლება დღედაღამე ეკრანზე გაიჭედო?!

ნატაშკა
0

რაც მთავარია კამერებთან ხომ პოზიორობენ მთელი ზელენსკის სასტავი კარგად, სურათებს იღებენ მსოფლიო ლიდერებთან, ხალხი და ქვეყანა კი მიწასთან გაასწორეს, მსოფლიო ეხმარებათო და წამალი იარაღი და საკვები არ აქვთ საცოდავეს, მთავრობა ითვლის გადმორიცხულ მილიონებს და ზის თბილ კაბინეტებში,

ავტორი:

"იყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე ჩვენ დავრჩით ჩვენი თავის იმედად - მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი" - "აზოველები" უმძიმეს დღეებზე ყვებიან

"იყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე ჩვენ დავრჩით ჩვენი თავის იმედად - მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი" - "აზოველები" უმძიმეს დღეებზე ყვებიან

"აზოვის“ პოლკის წევრებმა უცხოელ და უკრაინელ ჟურნალისტებს შორის ვირტუალური პრესკონფერენცია გამართეს. მებრძოლებმა "აზოვსტალის" ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ილაპარაკეს.

"აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, მტერი ქარხნის ტერიტორიის ინტენსიურ დაბომბვას ახორციელებს.

"მხოლოდ ღამის განმავლობაში ჩვენ დავთვალეთ 25 გადაფრენა, მათ შორის სამი სტრატეგიული ბომბდამშენით. მუშაობს ტანკები, ნაღმმტყორცნები, სნაიპერები, ქვეითი ჯარისკაცები ცდილობენ შტურმს.

  • ყველა ევაკუირებულია? ვერ ვიტყვით, რადგან არ არსებობს სპეციალური ტექნიკა ნანგრევების დემონტაჟისთვის. აღვნიშნავ, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ, სამი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა. ქარხნის ტერიტორიაზე ბევრია დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამხედროებს შორის“ , - განაცხადა "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ.

მისი თქმით, ორთვენახევარია, რაც მსოფლიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას სთხოვენ და მხოლოდ ახლა მოახერხეს რამდენიმე ასეული ადამიანიs ტერიტორიიდან გაყვანა. ამასთან პალამარმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რუსეთში გადაიყვანეს.

მან აღნიშნა, რომ "აზოვსტალში“ უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ ხალხს იცავენ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

  • "მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქ არა სიტყვებისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვის ვართ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სამხედრო მოვალეობას, არ გვჭირდება ქება, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის. სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილი ჯარისკაცების გაყვანისთვის“, - განაცხადა პალამარმა.

"იყო დღეები, როდესაც 150-ზე მეტი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლზე და ჩვენ მივიღეთ ნულოვანი მხარდაჭერა - არც საჰაერო დახმარება, არც სახმელეთო მხარდაჭერა, არც საარტილერიო მხარდაჭერა. ჩვენ რეალურად დავრჩით ჩვენი თავის იმედად", - ამის შესახებ "აზოვის“ პოლკის დაზვერვის ოფიცერმა, ლეიტენანტმა ილია სამოილენკომ განაცხადა.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მან არ უპასუხა კითხვას, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცია ახლა "აზოვსტალში“. ამავე მიზეზების გამო მან უპასუხოდ დატოვა კითხვა სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის დაჭრილთა რაოდენობის შესახებ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ალყაში მოქცეული მარიუპოლის დაცვა უკვე შევიდა მსოფლიო სამხედრო ისტორიაში.

"მარიუპოლის აღება ბოლო 2,5 თვეა გრძელდება, ისეთი ვითარებაა, როგორიც ისტორიაში მანამდე არასდროს უნახავთ. ის, რომ ალყა და აღების მცდელობა ამდენ ხანს გაგრძელებულიყო აქამდე არ მომხდარა. დიდი მსხვერპლია სამხედრო მტერს შორის, მაგრამ არის მნიშვნელოვანი დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში. ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ მხოლოდ მცირე ჯგუფების ევაკუაცია ხდება. პოლიტიკოსები ზეიმობენ მცირე გამარჯვებას - რამდენიმე ათეული და ასეული ადამიანის ევაკუაციას“, - განაცხადა სამოილენკომ.

ოფიცერმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედროების ამოცანა და მორალური მოვალეობა ქვეყნის დაცვაა, მაგრამ მთავრობამ, მისი თქმით, ვერ მოახერხა მარიუპოლის თავდაცვის ორგანიზება.

"სიმართლე ისაა, რომ ჩვენ უნიკალური ვართ. არავინ მოელოდა, რომ ამდენ ხანს გავძლებდით და ახლაც ვდგავართ. ჩვენმა მთავრობამ ვერ დაიცვა მარიუპოლი, ვერ მოახერხა მისი თავდაცვის უზრუნველყოფა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გმირებს გვეძახიან, ჩვენით აღფრთოვანებულები არიან. გმირობა ჩნდება მაშინ, როდესაც დაგეგმვა და ორგანიზება ვერ ხერხდება ”, - ამბობს ის.

ოფიცერი ხაზს უსვამს, რომ ბევრმა "აზოველმა” მებრძოლმა სიცოცხლე გაწირა ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, უკრაინის ხალხისთვის.

”და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ მარტივად შეგვეძლო მარიუპოლის მიტოვება, უკან დახევა, რადგან ვნახეთ თუ რა ვითარება იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ ქალაქის დაცვა. ჩვენ მარიუპოლის დაცვის ბრძანება გვქონდა, მაგრამ არა იმის, რომ სრულად აგვეღო ჩვენს თავზე ქალაქის თავდაცვა. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება საჭიროა გახდა, იმიტომ, რომ სხვამ არავინ გააკეთა ეს.

პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლების მრავალი ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინის დაცვის თემით საბოტაჟს ახორციელებდა, მე ვიტყოდი - დაახლოებით 8 წელი. ეს ომი 24 თებერვალს არ დაწყებულა და ჩვენ ამას გამუდმებით ხაზს ვუსვამდით. ყველა ხელს გვიშლიდა თავდაცვაში, ყოველ შემთხვევაში, მათ სულ იცოდნენ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიდი ომი ახლოვდება“, - აცხადებს ის.

მისი თქმით, ქალაქისთვის ბრძოლების დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა 2,5 ათასი რუსი დამპყრობელი გაანადგურეს და კიდევ 5 ათასი დამპყრობელი დაიჭრა.

"ეს არის მათი არმიის სამხედრო დანაკარგების 15%-ზე მეტი. ჩვენ ასევე გავანადგურეთ 60-ზე მეტი ტანკი და დავაზიანეთ კიდევ 30 - ეს არის მათი დანაკარგების 10%-ი", - განაცხადა სამოილენკომ.

"აზოვის" პოლკის კიდევ ერთმა ბერძოლმა, ლეიტენანტმა ილია სამოილენკომ აღნიშნა, რომ ჩაბარება მიუღებელია.

"ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია. ჩემთვის ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს",- განაცხადა მან.

მისივე თქმით, "აზოვი" ებრძვის აგრესორს და მის ბარბაროსობას.

”ჩვენ ვებრძვით აგრესორს, მტერს, რომელსაც ტერორი მოაქვს უკრაინაში. ვიბრძვით მათი ბარბაროსობის წინააღმდეგ”,- აღნიშნა სამოილენკომ.