საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­და­ი­დო. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის მო­სა­მარ­თლე ნინო ელი­ეშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ ჰქონ­და, რომ­ლი­თაც პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დას­წრე­ბის გა­რე­შე შე­ეძ­ლო.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შოთა თუთ­ბე­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გან­ცხა­დე­ბის ფორ­მით მო­ი­თხო­ვეს, რომ სა­სა­მარ­თლოს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­ე­ვა­ლე­ბი­ნა, რა­ზეც შე­სა­ბა­მი­სი და­პი­რე­ბა მი­ი­ღეს.

შოთა თუთ­ბე­რი­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ და­მა­ტე­ბი­თი წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს და სა­ა­კაშ­ვილს შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ.

"დღეს გვქონ­და რამ­დე­ნი­მე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ მო­ვი­და პრო­ცეს­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლომ ჩათ­ვა­ლა, რომ სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, გან­ცხა­დე­ბის ფორ­მით მო­ვი­თხო­ვეთ სა­სა­მარ­თლოს და­ე­ვა­ლე­ბი­ნა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­სა­ცა­ვად. სამ­წუ­ხა­როდ, სა­სა­მარ­თლომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ მი­ი­ღო, თუმ­ცა დაგვპირ­და, რომ დღეს­ვე მი­მარ­თა­ვენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს და მო­ი­თხო­ვენ ან­გა­რიშს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის კუ­თხით გა­წე­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე.

იმე­დი გვაქვს, რომ და­მა­ტე­ბი­თი წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ზე და სა­ა­კაშ­ვილს გა­უ­წე­ვენ შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

tbiliseli
0

რომც არ გადადებულიყო, აბა ბიჭო, მიშა სულ 7 ნოემბერზე ილაპარაკებდა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც აღნიშნული საქმის მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, სასამართლოს ოფიციალური განცხადება არ ჰქონდა, რომლითაც პროცესის გაგრძელება მიხეილ სააკაშვილის დასწრების გარეშე შეეძლო.

სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე განცხადების ფორმით მოითხოვეს, რომ სასამართლოს პენიტენციური სამსახურისთვის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად აუცილებელი ზომების მიღება დაევალებინა, რაზეც შესაბამისი დაპირება მიიღეს.

შოთა თუთბერიძე იმედოვნებს, რომ დამატებითი წერილის გაგზავნა პენიტენციურ სამსახურზე გავლენას მოახდენს და სააკაშვილს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.

"დღეს გვქონდა რამდენიმე შუამდგომლობა მომზადებული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოვიდა პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ სხდომის ჩატარება იყო შეუძლებელი. თუმცა, განცხადების ფორმით მოვითხოვეთ სასამართლოს დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის აუცილებელი ზომების მიღება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად. სამწუხაროდ, სასამართლომ შუამდგომლობა არ მიიღო, თუმცა დაგვპირდა, რომ დღესვე მიმართავენ პენიტენციურ სამსახურს და მოითხოვენ ანგარიშს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გაწეულ ღონისძიებებზე.

იმედი გვაქვს, რომ დამატებითი წერილის გაგზავნა გავლენას მოახდენს პენიტენციურ სამსახურზე და სააკაშვილს გაუწევენ შესაბამის დახმარებას”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.