მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად რეალურია მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმა და რას იზამს ნატოს წევრი რუმინეთი? - რა უნდა პუტინის რეჟიმს მოლდოვისგან: მიზანი და შესაძლო შედეგები
რამდენად რეალურია მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმა და რას იზამს ნატოს წევრი რუმინეთი? - რა უნდა პუტინის რეჟიმს მოლდოვისგან: მიზანი და შესაძლო შედეგები

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სის­ხლისმღვრე­ლი ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის რის­კე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა მოლ­დო­ვაც. 27 აპ­რილს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს მოლ­დო­ვას სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის დაბა კალ­ბას­ნა­ში მდე­ბა­რე უმ­სხვი­ლე­სი საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის სა­ცავს. ამ სა­ცავ­ში 22 000 ტონა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ინა­ხე­ბა და ის მოლ­დო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა არ­მი­ის და­ნა­ტო­ვა­რია. მოლ­დო­ვის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის, უკ­რა­ი­ნის მო­სა­ზღვრე დნესტრის­პი­რე­თის დე ფაქ­ტო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და თით­ქოს უკ­რა­ი­ნი­დან შე­მოფ­რე­ნილ დრო­ნებ­ზე. მათ შო­რის, ლა­პა­რა­კი იყო რა­დი­ო­სა­რე­ლეო სად­გუ­რე­ბის აფეთ­ქე­ბებ­ზე, და­უდ­გე­ნელ თავ­დას­ხმა­ზე სე­პა­რა­ტის­ტთა სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თზე და აფეთ­ქე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის უშიშ­რო­ბის სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი. ასე­ვე, 27 აპ­რილს აფეთ­ქდა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხიდი შავი ზღვის ყურე დნეპ­რის ლი­მან­ზე, რო­მე­ლიც ოდე­სის ოლ­ქის ორ ნა­წილს ერ­თმა­ნეთს აკავ­ში­რებ­და. მა­ნამ­დე, დნესტრის­პი­რე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იტყო­ბი­ნე­ბო­და "ტე­რო­რის­ტუ­ლი შე­ტე­ვე­ბის“ შე­სა­ხებ ტი­რას­პოლ­ში - უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ზე, სო­ფელ მა­ი­აკ­თან - რა­დი­ო­ცენ­ტრზე და სო­ფელ პარ­კა­ნის მიმ­დე­ბა­რედ - სამ­ხედ­რო ნა­წილ­ზე. მოლ­დო­ვის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნი უკ­რა­ი­ნის­კენ იშ­ვერს თითს, კი­ში­ნო­ვი და კი­ე­ვი კი პრო­ვო­კა­ცი­ებ­სა და ქვეყ­ნის ომში ჩარ­თვის გეგ­მა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

დნესტრის­პი­რე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ამ მოვ­ლე­ნებს "ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი“ უწო­დეს, კრემ­ლმა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ცი­დენ­ტე­ბი "სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას“ იწ­ვევს, რაც ბა­დებს მე­ზო­ბე­ლი უკ­რა­ი­ნი­დან ომის გავ­რცე­ლე­ბის ში­შებს.

  • გახ­დე­ბა თუ არა მოლ­დო­ვა პუ­ტი­ნის სა­მიზ­ნე

ექ­სპერ­ტე­ბი აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტებს რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის წი­ნა­პი­რო­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მათი ვა­რა­უ­დით, რუ­სე­თი ეც­დე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ და­ი­მორ­ჩი­ლოს მოლ­დო­ვა, ხოლო ამ სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ო­ზის გან­ცხა­დე­ბით, დნეპ­რის ლი­მან­ზე გა­დე­ბუ­ლი ხი­დის აფეთ­ქე­ბა, რო­მე­ლიც ოდე­სის ოლ­ქის სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს, რუ­სეთს ოდე­სის სამ­ხრე­თის და­სა­პყრო­ბად სჭირ­დე­ბა და პრო­ვო­კა­ცი­ებს არა­ვინ უნდა აჰ­ყვეს.

რუ­სე­თი ახა­ლი ფრონ­ტის გახ­სნას უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მოლ­დო­ვა­დან შე­ეც­დე­ბა, - ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ცე­მა The Times-მა უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

"გვჯე­რა, რომ კრემ­ლმა უკვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოლ­დო­ვა­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ. მოლ­დო­ვას ბედი ძა­ლი­ან გა­დამ­წყვე­ტია. თუ რუ­სე­ბი და­ი­წყე­ბენ კონ­ტრო­ლის აღე­ბას, ჩვენ ვიქ­ნე­ბით უფრო მარ­ტი­ვი სა­მიზ­ნე სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით და უკ­რა­ი­ნას ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ გა­მო­ცე­მას­თან.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა მარ­თლაც სცა­დოს მოლ­დო­ვა­ში შეჭ­რა მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ა­ცხა­დებს დნესტრის­პი­რე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რაც გა­მო­იწ­ვევს "დონ­ბა­სის სცე­ნა­რის" გან­ვი­თა­რე­ბას და პირ­და­პირ საფრ­თხეს შე­უქ­მნის მოლ­დო­ვის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

წყა­როს გან­მარ­ტე­ბით, მოლ­დო­ვა­ზე კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბა გა­მო­იწ­ვევს რუ­სე­თის ჯა­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას ოდე­სის შავი ზღვის პორ­ტში.

ამა­ვე დროს, გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ ემ­თხვე­ვა და­სავ­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის შე­ფა­სე­ბებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სეთს არ აქვს საკ­მა­რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ამ მარ­შრუ­ტის უსაფრ­თხოდ და­სას­რუ­ლებ­ლად - ოდე­სის რე­გი­ონ­ში უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის მიერ მისი თვითმფრი­ნა­ვე­ბის ჩა­მოგ­დე­ბის რის­კის გა­რე­შე. ასე­ვე, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­და­სა­ტა­ნად და ჯა­რე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად, რუ­სეთს სჭირ­დე­ბა სახ­მე­ლე­თო დე­რე­ფა­ნი დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ხერ­სო­ნი­დან მი­კო­ლა­ი­ვის და ოდე­სის რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წი­ლის გავ­ლით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოლ­დო­ვა რუ­სე­თის მი­მართ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს არ შე­უ­ერ­თდა, ფაქ­ტია ისიც, რომ ეს ქვე­ყა­ნა რუ­სეთს არც ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის სურ­ვი­ლით აღი­ზი­ა­ნებს, ის ნე­იტ­რა­ლი­ტეტს ინარ­ჩუ­ნებს, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ მისი სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც.

მაშ, რას შე­იძ­ლე­ბა და­უ­კავ­შირ­დეს რუ­სე­თის მიერ მოლ­დო­ვა­ში ფრონ­ტის შე­საძ­ლო გა­და­ტა­ნა?

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს მოლ­დო­ვას ნო­ვო­რო­სი­ის გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოქ­ცე­ვის სურ­ვი­ლი. ის­ტო­რი­უ­ლი ნო­ვო­რო­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რუ­სე­თის თა­ნახ­მად, მო­ი­ცავს უკ­რა­ი­ნის დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ხერ­სო­ნის, ოდე­სის, ნი­კო­ლა­ე­ვის, ზა­პო­რო­ჟი­ის, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის, პოლ­ტა­ვის, ხარ­კო­ვის, კი­რო­ვოგ­რა­დის ოლ­ქებ­სა და ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­საც.

პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის აზ­რით, მოლ­დო­ვა­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის რის­კი მა­ღა­ლია და ვი­ნა­ი­დან რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ხელ­შე­სა­ხებ გა­მარ­ჯვე­ბას ვერ აღ­წევს, ის შე­ეც­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­გან, რათა სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას მოლ­დო­ვა "სა­კომ­პენ­სა­ციო გა­მარ­ჯვე­ბის“ სა­ხით შეს­თა­ვა­ზოს.

"გარ­და იმი­სა, რომ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დნესტრის­პი­რეთ­ში რამ­დე­ნი­მე აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რამ­დე­ნი­მე თან­მდე­ვი ფაქ­ტო­რი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს იმას, რომ რუ­სე­თი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნას ფიქ­რობს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს თუ არა ამას, ეს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ რის­კი რომ მა­ღა­ლია, ამა­ზე ისიც მი­უ­თი­თებს, რომ ბოლო დღე­ებ­ში და­სავ­ლე­თის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და და­ტო­ვონ დნესპრის­პი­რე­თი და მოლ­დო­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, მათი ეს შეშ­ფო­თე­ბა რა­ღაც სა­ფუძ­ველს და ინ­ფორ­მა­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა.

მე­ო­რე მხრივ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ რად­გან 9 მა­ი­სამ­დე რუ­სე­თის არ­მი­ის მიერ ვერ ხერ­ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ხელ­შე­სა­ხე­ბი გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბა, რუ­სე­თის გენშტა­ბის უფ­როს­მა პუ­ტინს ურ­ჩია, ერ­თგვარ "სა­კომ­პენ­სა­ციო სი­ა­ში“ შე­იყ­ვა­ნონ მოლ­დო­ვა, სა­კომ­პენ­სა­ციო გა­მარ­ჯვე­ბის სა­ხით შეს­თა­ვა­ზონ სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას. რუ­სეთს აქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მოლ­დო­ვის მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არის პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი. ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ზეც, მაგ­რამ რა მი­ი­ღო შე­დე­გად, კი ვნა­ხეთ. უკ­რა­ი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მოლ­დო­ვა ტე­რი­ტო­რი­უ­ლა­დაც პა­ტა­რაა და მისი სამ­ხედ­რო ძალა და შე­ი­ა­რა­ღე­ბა დღეს ნამ­დვი­ლად არ არის იმ ფორ­მა­ში, რომ მოლ­დო­ვის მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი წარ­მო­ად­გი­ნოს, რო­მე­ლიც აშ­კა­რად პრო­და­სავ­ლე­ლია, ასე ვთქვათ, პრო­რუ­მი­ნე­ლია. მოლ­დო­ვა რუ­სეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის, თუნ­დაც იმ რე­სურ­სის ფარ­გლებ­ში, რაც მისი მას­შტა­ბის ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს, დღეს მზად არ არის.

პუ­ტინს შე­საძ­ლოა დას­ჭირ­დეს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნის მოლ­დო­ვა­ზე შე­ტე­ვა და შე­იძ­ლე­ბა დნესტრის­პი­რე­თის მო­სახ­ლე­ო­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მო­იკ­რი­ბოს ისე­ვე, რო­გორც ახლა ყი­რი­მი­დან, ლუ­განსკი­დან და დონ­ბა­სი­დან გაჰ­ყავთ უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად. გარ­და ამი­სა, მას შე­საძ­ლოა სჭირ­დე­ბო­დეს მოლ­დო­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი იმ უზარ­მა­ზა­რი საბ­ჭო­თა არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სა­ცა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დი­დია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და შემ­დეგ ოდე­სა­ზე დარ­ტყმა დნესპრის­პი­რე­თის მხრი­დან - ესეც ვერ­სი­აა.

ქვე­ყა­ნას ნე­იტ­რა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, რუ­სე­თის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ემუქ­რე­ბა იმის მი­უ­ხე­და­ვა­დაც, რომ ის უკ­რა­ი­ნის ომის გამო რუ­სე­თის მი­მართ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს არ მი­უ­ერ­თდა. რო­დე­საც მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტმა მაია სან­დუმ და­ი­ნა­ხა, რომ ამ პო­ლი­ტი­კამ - ქვეყ­ნის ნე­იტ­რა­ლურ­მა სტა­ტუს­მა, არც "არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კამ“ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, გა­და­წყვი­ტა, რომ მოლ­დო­ვა სან­ქცი­ებს მი­უ­ერ­თდეს. მან და­ი­ნა­ხა, რომ რუ­სეთს რა მი­ზა­ნიც აქვს, არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მას­ზე ხელს არ აა­ღე­ბი­ნებს და არ შე­ა­კა­ვებს“.

  • თუ რუ­სე­თი მარ­თლაც და­ეს­ხა თავს, მი­მარ­თავს თუ არა მოლ­დო­ვა და­სახ­მა­რებ­ლად რუ­მი­ნეთს და რას იზამს ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­მა ალექ­სი არეს­ტო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მოლ­დო­ვას რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ელის და მან და­სახ­მა­რებ­ლად მო­ნა­თე­სა­ვე რუ­მი­ნეთ­სა და უკ­რა­ი­ნას უნდა მი­მარ­თოს. არეს­ტო­ვი­ჩის თქმით, უკ­რა­ი­ნას შეს­წევს ძალა, ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ა­მარ­ცხოს დნესტრის­პი­რეთ­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო­ე­ბი, თუკი კი­ში­ნო­ვი ასეთ ნე­ბას გა­მო­ხა­ტავს. ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოლ­დო­ვას აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბა რუ­მი­ნე­თი, რო­მე­ლიც ყვე­ლა დო­ნე­ზე მფარ­ვე­ლობს მოლ­დო­ვას და რო­მელ­თა­ნაც მას უმ­ჭიდ­რო­ე­სი კავ­ში­რი აქვს. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოლ­დო­ვა­ში გა­აქ­ტი­ურ­და ამ ორი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თე­მაც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რუ­მი­ნე­თი ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნაა, მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ნა­ტოს მე-5 მუხ­ლიც ამოქ­მედ­დეს.

რო­გორც ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რუ­მი­ნე­თი ომში თუ ჩა­ერ­თო, ეს ნა­ტოს ომში ჩარ­თვას გა­მო­იწ­ვევს და შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ესეც იყოს - ის ხე­დავს და რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ე­წო­დე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ას­კვნის, რომ უკ­რა­ი­ნას­თან მარ­ცხდე­ბა, ამი­ტომ მას ურ­ჩევ­ნია სა­კუ­თა­რი ხალ­ხის თვალ­ში გა­მოჩ­ნდეს და­მარ­ცხე­ბუ­ლი არა უკ­რა­ი­ნას­თან, არა­მედ ნა­ტოს­თან და ამ ნი­ა­დაგ­ზე სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­დოს რუ­სეთ­ში.

"მოლ­დო­ვა მზად არ არის ომის­თვის. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გარ­და­უ­ვა­ლი სამ­ხედ­რო საფრ­თხის წი­ნა­აღ­მდეგ, მოლ­დო­ვას ჰყავს ზედ­მი­წევ­ნით მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი, სრუ­ლი­ად შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი, მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და გა­უწ­ვრთნე­ლი სამ­ხედ­რო არ­მია.

მაგ­რამ მოლ­დო­ვას აქვს უმ­ჭიდ­რო­ე­სი კულ­ტუ­რუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი, ენობ­რი­ვი კავ­ში­რი რუ­მი­ნეთ­თან, რო­მე­ლიც არის ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა. თუ კი რუ­სე­თი ამ ავან­ტი­უ­რა­ზე წავა, აქ გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია, რას მო­ი­მოქ­მე­დებს რუ­მი­ნე­თი. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მოლ­დო­ვამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, არა­ერ­თხელ დად­გა დღის წეს­რიგ­ში მოლ­დო­ვას რუ­მი­ნეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი. ამ მოკ­ლე ვა­და­ში ამის მოს­წრე­ბა არა­რე­ა­ლუ­რია იმი­ტომ, რომ ამას ნა­ტოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბა, მი­ნი­მუმ, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­მი­ნე­თის პო­ზი­ცი­ას, რამ­დე­ნად და­უთ­მობს რუ­სეთს მოლ­დო­ვას უომ­რად, ეს კი­დევ სხვა სა­კი­თხია. მოლ­დო­ვის სა­ზღვრი­დან 20 კი­ლო­მეტრში გან­ლა­გე­ბუ­ლია ნა­ტოს ცო­ცხა­ლი ძალა და თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ესეც ნი­შან­დობ­ლი­ვი რამ გახ­ლავთ, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რუ­მი­ნე­თის პო­ზი­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩა­ერ­თვე­ბა თუ არა ის რუ­სეთ­თან პირ­და­პირ კონფრონ­ტა­ცი­ა­ში. რუ­მი­ნე­თი ომში თუ ჩა­ერ­თო, რა თქმა უნდა, ეს ნა­ტოს ომში ჩარ­თვას გა­მო­იწ­ვევს და შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ესეც იყოს - თუ ის ხე­დავს უკვე და რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ას­კვნის, რომ ის უკ­რა­ი­ნას­თან მარ­ცხდე­ბა, მას ურ­ჩევ­ნია სა­კუ­თა­რი ხალ­ხის თვალ­ში გა­მოჩ­ნდეს და­მარ­ცხე­ბუ­ლი არა უკ­რა­ი­ნას­თან, არა­მედ ნა­ტოს­თან და ამ ნი­ა­დაგ­ზე სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­დოს რუ­სეთ­ში. ამ სცე­ნარს თუ მი­ვი­ღებთ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩვენს მე­ზობ­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლია ნა­ტოს რი­გით მე­ო­რე არ­მია თურ­ქე­თის არ­მი­ის სა­ხით. თურ­ქე­თი ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნაა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა (და არა მარ­ტო ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში) უნდა აა­ნა­ლი­ზებ­დეს რის­კებს, საფრ­თხე­ებს და თავ­დაც­ვის ფარს უნდა ითხოვ­დეს ნა­ტოს­გან, მით უფრო იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ნატო მზა­დაა ამ მიზ­ნით ხელი გა­მოგ­ვი­წო­დოს. ნა­ტოს­თან ომის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გო­რი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის მიზ­ნით თბი­ლი­სის­კენ დაძ­რავს ჯა­რებს, თუ ჩვენ მო­ვას­წრებთ ნა­ტოს ფა­რის გა­და­ფარ­ვას იმა­ვე თურ­ქე­თის მხრი­დან, ეს სა­კი­თხიც ალ­ბათ თა­ვის­თა­ვად დად­გე­ბა“.

  • რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხის­თვის გან­წი­რუ­ლია?

თუკი ამა­ზე მარ­თლა წა­ვი­და და რუ­სეთ­მა მოლ­დო­ვა­ში მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს მისი მცდე­ლო­ბა, ან რო­გორ ირე­ა­გი­რებს ამა­ზე ნატო? პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ომში ნა­ტოს ჩარ­თვა თუ მოხ­და, ეს იქ­ნე­ბა ალი­ან­სის მხრი­დან რუ­სე­თის გა­ნი­ა­რა­ღე­ბის ოპე­რა­ცია, ვი­ნა­ი­დან დღეს ნა­ტოს, აშშ-ს და ბრი­ტა­ნე­თის მი­ზა­ნია რუ­სე­თი იმგვა­რად გა­ნა­ი­ა­რა­ღონ, რო­გორც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ - ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნია.

"რუ­სე­თი დღეს მარ­ტოა. ჩავ­თვა­ლოთ, რომ ბე­ლო­რუ­სი უომ­რად და­პყრო­ბი­ლი აქვს და ლუ­კა­შენ­კოც და ბე­ლო­რუ­სის სამ­ხედ­რო გე­ნე­რა­ლი­ტე­ტიც მისი მძე­ვა­ლია. ლუ­კა­შენ­კოს ხელს არ ვა­ფა­რებ, ის ისე­ვეა დამ­ნა­შა­ვე, რო­გორც პუ­ტი­ნი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ბე­ლო­რუ­სი გა­რე­მო­ე­ბე­ბის და ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლი­ცაა. ასე რომ, რუ­სე­თი მარ­ტოა ამ ომში. აგერ, რო­გორ ემუქ­რე­ბა უკ­რა­ი­ნის ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბით ყა­ზა­ხეთს რუ­სე­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის ქმა­რი - ტიგ­რან კე­ო­სა­ი­ა­ნი. მისი მუ­ქა­რის სა­პა­სუ­ხოდ, ყა­ზა­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ძალ­ზე მკაც­რი ნოტა გა­უგ­ზავ­ნა რუ­სეთს. ასე რომ, მარ­ტოა რუ­სე­თი. მსოფ­ლიო ომზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ, ომში ნა­ტოს ჩარ­თვა თუ მოხ­და, ეს იქ­ნე­ბა ნა­ტოს მხრი­დან რუ­სე­თის გა­ნი­ა­რა­ღე­ბის ოპე­რა­ცია, ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა ასე და­ვარ­ქვათ იმი­ტომ, რომ დღეს ნა­ტოს, აშშ-ს და ბრი­ტა­ნე­თის მი­ზა­ნია რუ­სე­თი იმგვა­რად გა­ნა­ი­ა­რა­ღონ, რო­გორც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნია გა­ნა­ი­ა­რა­ღეს. ხში­რად ის­მის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ნატო და აშშ არ გა­ჩერ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ რუ­სე­თი ატო­მუ­რი ია­რა­ღის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ გახ­დე­ბა. ასე რომ, ჩვენ გარ­დამ­ტე­ხი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის წი­ნა­შე ვართ, რამ­დე­ნი­მე ხან­ში მსოფ­ლი­ო­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გი და უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა დად­გე­ბა. რუ­სეთ­ში რომ თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ჟი­მი ბოლო სიჩ­ქა­რით ჩა­ირ­თო, ეს ცხად­ზე ცხა­დია და ამ თვალ­საზ­რი­სით, ბოლო წერ­ტი­ლი რუ­სე­თის მოლ­დო­ვა­ში სამ­ხედ­რო შეჭ­რა იქ­ნე­ბა (თუ კი, სა­ბო­ლო­ოდ, ის ამა­ზე წა­ვი­და).

რაც უფრო დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი, თუ კი მა­ინც დად­გა ნა­ტოს ჩა­რე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო გა­ნი­ა­რა­ღე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში, მით უფრო ნაკ­ლე­ბი სა­შიშ­რო­ე­ბის ფა­სად გა­დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო. დრო რუ­სეთ­ზე არ მუ­შა­ობს, დროს­თან ერ­თად რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხის­თვის არის გან­წი­რუ­ლი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, რაც უფრო დიდ­ხანს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­შვი­დო­ბო ობ­ცია, მით უფრო ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით გა­დავ­რჩე­ბით“, - გვე­უბ­ნე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენა
7

omi damtavrdeba ruseti moigebs daibrunebs tavis mitsebs rumineti poloneti ungreti tavis natsist banderebs darchebat patara regioni lvovtan 

ვალერი
3

და ამნაირი პოლიტოლოგების რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ჩვეენ? ეეჰ მართლა ცუდათაა ჩვენი საქმე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რამდენად რეალურია მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმა და რას იზამს ნატოს წევრი რუმინეთი? - რა უნდა პუტინის რეჟიმს მოლდოვისგან: მიზანი და შესაძლო შედეგები

რამდენად რეალურია მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმა და რას იზამს ნატოს წევრი რუმინეთი? - რა უნდა პუტინის რეჟიმს მოლდოვისგან: მიზანი და შესაძლო შედეგები

უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის პარალელურად, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკების წინაშე აღმოჩნდა მოლდოვაც. 27 აპრილს ცეცხლი გაუხსნეს მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის დაბა კალბასნაში მდებარე უმსხვილესი საბრძოლო მასალების საცავს. ამ საცავში 22 000 ტონა საბრძოლო მასალა ინახება და ის მოლდოვის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის დანატოვარია. მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, უკრაინის მოსაზღვრე დნესტრისპირეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ყურადღება გამახვილდა თითქოს უკრაინიდან შემოფრენილ დრონებზე. მათ შორის, ლაპარაკი იყო რადიოსარელეო სადგურების აფეთქებებზე, დაუდგენელ თავდასხმაზე სეპარატისტთა სამხედრო შენაერთზე და აფეთქებებზე, რომლებიც სეპარატისტული რეგიონის უშიშრობის სამინისტროს წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე, 27 აპრილს აფეთქდა მნიშვნელოვანი ხიდი შავი ზღვის ყურე დნეპრის ლიმანზე, რომელიც ოდესის ოლქის ორ ნაწილს ერთმანეთს აკავშირებდა. მანამდე, დნესტრისპირეთის დე ფაქტო ხელისუფლება იტყობინებოდა "ტერორისტული შეტევების“ შესახებ ტირასპოლში - უშიშროების სამინისტროს შენობაზე, სოფელ მაიაკთან - რადიოცენტრზე და სოფელ პარკანის მიმდებარედ - სამხედრო ნაწილზე. მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი უკრაინისკენ იშვერს თითს, კიშინოვი და კიევი კი პროვოკაციებსა და ქვეყნის ომში ჩართვის გეგმაზე ლაპარაკობენ.

დნესტრისპირეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ მოვლენებს "ტერორისტული თავდასხმები“ უწოდეს, კრემლმა კი განაცხადა, რომ ინციდენტები "სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს, რაც ბადებს მეზობელი უკრაინიდან ომის გავრცელების შიშებს.

  • გახდება თუ არა მოლდოვა პუტინის სამიზნე

ექსპერტები აფეთქების ფაქტებს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის წინაპირობად განიხილავენ. მათი ვარაუდით, რუსეთი ეცდება, რომ საბოლოოდ დაიმორჩილოს მოლდოვა, ხოლო ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სამხედროები სათავისოდ გამოიყენოს. უკრაინის ოფიციოზის განცხადებით, დნეპრის ლიმანზე გადებული ხიდის აფეთქება, რომელიც ოდესის ოლქის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს, რუსეთს ოდესის სამხრეთის დასაპყრობად სჭირდება და პროვოკაციებს არავინ უნდა აჰყვეს.

რუსეთი ახალი ფრონტის გახსნას უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვადან შეეცდება, - ეს ინფორმაცია გამოცემა The Times-მა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

"გვჯერა, რომ კრემლმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოლდოვაზე თავდასხმის შესახებ. მოლდოვას ბედი ძალიან გადამწყვეტია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ ვიქნებით უფრო მარტივი სამიზნე სამხედრო თვალსაზრისით და უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება", - განაცხადა წყარომ გამოცემასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა მართლაც სცადოს მოლდოვაში შეჭრა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, გამოაცხადებს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას, რაც გამოიწვევს "დონბასის სცენარის" განვითარებას და პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას.

წყაროს განმარტებით, მოლდოვაზე კონტროლის დაწესება გამოიწვევს რუსეთის ჯარების გადაადგილებას ოდესის შავი ზღვის პორტში.

ამავე დროს, გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია არ ემთხვევა დასავლური დაზვერვის შეფასებებს, რომლის თანახმადაც რუსეთს არ აქვს საკმარისი შესაძლებლობები ამ მარშრუტის უსაფრთხოდ დასასრულებლად - ოდესის რეგიონში უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ მისი თვითმფრინავების ჩამოგდების რისკის გარეშე. ასევე, საბრძოლო მასალის გადასატანად და ჯარების გადასაყვანად, რუსეთს სჭირდება სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან მიკოლაივის და ოდესის რეგიონების ნაწილის გავლით.

როგორც ცნობილია, მოლდოვა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, ფაქტია ისიც, რომ ეს ქვეყანა რუსეთს არც ნატოში გაწევრების სურვილით აღიზიანებს, ის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, რამაც განაპირობა ის, რომ მისი სამხედრო შესაძლებლობები ბევრად ჩამოუვარდება უკრაინის და ასევე საქართველოს შესაძლებლობებსაც.

მაშ, რას შეიძლება დაუკავშირდეს რუსეთის მიერ მოლდოვაში ფრონტის შესაძლო გადატანა?

ექსპერტების თქმით, რუსეთის იმპერიალისტურ მიზანს წარმოადგენს მოლდოვას ნოვოროსიის გაცოცხლებული საზღვრების შემადგენლობაში მოქცევის სურვილი. ისტორიული ნოვოროსიის ტერიტორიები, რუსეთის თანახმად, მოიცავს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის ოლქებსა და ანექსირებულ ყირიმსაც.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, მოლდოვაში მეორე ფრონტის გახსნის რისკი მაღალია და ვინაიდან რუსეთი უკრაინაში ხელშესახებ გამარჯვებას ვერ აღწევს, ის შეეცდება ყურადღების გადატანას წარუმატებლობისგან, რათა საკუთარ მოსახლეობას მოლდოვა "საკომპენსაციო გამარჯვების“ სახით შესთავაზოს.

"გარდა იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დნესტრისპირეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რამდენიმე თანმდევი ფაქტორი გვაფიქრებინებს იმას, რომ რუსეთი ამ ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას ფიქრობს. საბოლოო ჯამში, ის განახორციელებს თუ არა ამას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რისკი რომ მაღალია, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ბოლო დღეებში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ დნესპრისპირეთი და მოლდოვა. ბუნებრივია, მათი ეს შეშფოთება რაღაც საფუძველს და ინფორმაციას ეფუძნება.

მეორე მხრივ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რადგან 9 მაისამდე რუსეთის არმიის მიერ ვერ ხერხდება უკრაინაში ხელშესახები გამარჯვების მოპოვება, რუსეთის გენშტაბის უფროსმა პუტინს ურჩია, ერთგვარ "საკომპენსაციო სიაში“ შეიყვანონ მოლდოვა, საკომპენსაციო გამარჯვების სახით შესთავაზონ საკუთარ მოსახლეობას. რუსეთს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოლდოვის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის პრორუსულად განწყობილი. ამ ტიპის ინფორმაცია ჰქონდა რუსეთს უკრაინაზეც, მაგრამ რა მიიღო შედეგად, კი ვნახეთ. უკრაინისგან განსხვავებით, მოლდოვა ტერიტორიულადაც პატარაა და მისი სამხედრო ძალა და შეიარაღება დღეს ნამდვილად არ არის იმ ფორმაში, რომ მოლდოვის მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესები წარმოადგინოს, რომელიც აშკარად პროდასავლელია, ასე ვთქვათ, პრორუმინელია. მოლდოვა რუსეთთან წინააღმდეგობისთვის, თუნდაც იმ რესურსის ფარგლებში, რაც მისი მასშტაბის ქვეყანას უნდა ჰქონდეს, დღეს მზად არ არის.

პუტინს შესაძლოა დასჭირდეს რუსეთის სამხედრო მანქანის მოლდოვაზე შეტევა და შეიძლება დნესტრისპირეთის მოსახლეობიდან გარკვეული რაოდენობა მოიკრიბოს ისევე, როგორც ახლა ყირიმიდან, ლუგანსკიდან და დონბასიდან გაჰყავთ უკრაინაში საბრძოლველად. გარდა ამისა, მას შესაძლოა სჭირდებოდეს მოლდოვაში არსებული იმ უზარმაზარი საბჭოთა არმიის შეიარაღებული საცავების გამოყენება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია აღმოსავლეთ ევროპაში და შემდეგ ოდესაზე დარტყმა დნესპრისპირეთის მხრიდან - ესეც ვერსიაა.

ქვეყანას ნეიტრალური სტატუსის მიუხედავად, რუსეთის საფრთხე ემუქრება, ემუქრება იმის მიუხედავადაც, რომ ის უკრაინის ომის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ მიუერთდა. როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაინახა, რომ ამ პოლიტიკამ - ქვეყნის ნეიტრალურმა სტატუსმა, არც "არგაღიზიანების პოლიტიკამ“ არანაირი შედეგი არ გამოიღო, გადაწყვიტა, რომ მოლდოვა სანქციებს მიუერთდეს. მან დაინახა, რომ რუსეთს რა მიზანიც აქვს, არგაღიზიანება მასზე ხელს არ ააღებინებს და არ შეაკავებს“.

  • თუ რუსეთი მართლაც დაესხა თავს, მიმართავს თუ არა მოლდოვა დასახმარებლად რუმინეთს და რას იზამს ნატოს წევრი ქვეყანა?

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მოლდოვას რეალური საფრთხე ელის და მან დასახმარებლად მონათესავე რუმინეთსა და უკრაინას უნდა მიმართოს. არესტოვიჩის თქმით, უკრაინას შესწევს ძალა, ძალიან სწრაფად დაამარცხოს დნესტრისპირეთში მყოფი სამხედროები, თუკი კიშინოვი ასეთ ნებას გამოხატავს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მოლდოვას აუცილებლად დაეხმარება რუმინეთი, რომელიც ყველა დონეზე მფარველობს მოლდოვას და რომელთანაც მას უმჭიდროესი კავშირი აქვს. ბოლო დღეების განმავლობაში მოლდოვაში გააქტიურდა ამ ორი ქვეყნის გაერთიანების თემაც. მოგეხსენებათ, რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მასთან დაპირისპირების შემთხვევაში, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ ნატოს მე-5 მუხლიც ამოქმედდეს.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე გვეუბნება, რუმინეთი ომში თუ ჩაერთო, ეს ნატოს ომში ჩართვას გამოიწვევს და შეიძლება რუსეთის საბოლოო მიზანი ესეც იყოს - ის ხედავს და რეალური ინფორმაციაც მიეწოდება, რომლის საფუძველზეც ასკვნის, რომ უკრაინასთან მარცხდება, ამიტომ მას ურჩევნია საკუთარი ხალხის თვალში გამოჩნდეს დამარცხებული არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან და ამ ნიადაგზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს რუსეთში.

"მოლდოვა მზად არ არის ომისთვის. როგორც აღმოჩნდა, გარდაუვალი სამხედრო საფრთხის წინააღმდეგ, მოლდოვას ჰყავს ზედმიწევნით მცირერიცხოვანი, სრულიად შეუიარაღებელი, მოუმზადებელი და გაუწვრთნელი სამხედრო არმია.

მაგრამ მოლდოვას აქვს უმჭიდროესი კულტურული, ეროვნული, ენობრივი კავშირი რუმინეთთან, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა. თუ კი რუსეთი ამ ავანტიურაზე წავა, აქ გადამწყვეტი ფაქტორია, რას მოიმოქმედებს რუმინეთი. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც მოლდოვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, არაერთხელ დადგა დღის წესრიგში მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანების საკითხი. ამ მოკლე ვადაში ამის მოსწრება არარეალურია იმიტომ, რომ ამას ნატოს წევრი სახელმწიფოების თანხმობა დასჭირდება, მინიმუმ, წინასწარი შეთანხმება. რაც შეეხება რუმინეთის პოზიციას, რამდენად დაუთმობს რუსეთს მოლდოვას უომრად, ეს კიდევ სხვა საკითხია. მოლდოვის საზღვრიდან 20 კილომეტრში განლაგებულია ნატოს ცოცხალი ძალა და თანამედროვე შეიარაღება, ესეც ნიშანდობლივი რამ გახლავთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუმინეთის პოზიციაზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა ის რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში. რუმინეთი ომში თუ ჩაერთო, რა თქმა უნდა, ეს ნატოს ომში ჩართვას გამოიწვევს და შეიძლება რუსეთის საბოლოო მიზანი ესეც იყოს - თუ ის ხედავს უკვე და რეალური ინფორმაცია მიეწოდება, რომლის საფუძველზეც ასკვნის, რომ ის უკრაინასთან მარცხდება, მას ურჩევნია საკუთარი ხალხის თვალში გამოჩნდეს დამარცხებული არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან და ამ ნიადაგზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს რუსეთში. ამ სცენარს თუ მივიღებთ, ასეთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მეზობლად განლაგებულია ნატოს რიგით მეორე არმია თურქეთის არმიის სახით. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და საქართველოს ხელისუფლება (და არა მარტო ასეთ შემთხვევაში, მუდმივ რეჟიმში) უნდა აანალიზებდეს რისკებს, საფრთხეებს და თავდაცვის ფარს უნდა ითხოვდეს ნატოსგან, მით უფრო იმ პირობებში, როცა ნატო მზადაა ამ მიზნით ხელი გამოგვიწოდოს. ნატოსთან ომის შემთხვევაში, როგორი იქნება რუსეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ოკუპაციის მიზნით თბილისისკენ დაძრავს ჯარებს, თუ ჩვენ მოვასწრებთ ნატოს ფარის გადაფარვას იმავე თურქეთის მხრიდან, ეს საკითხიც ალბათ თავისთავად დადგება“.

  • რუსეთის სამხედრო მანქანა გამანადგურებელი მარცხისთვის განწირულია?

თუკი ამაზე მართლა წავიდა და რუსეთმა მოლდოვაში მეორე ფრონტი გახსნა, საინტერესოა, რით შეიძლება დასრულდეს მისი მცდელობა, ან როგორ ირეაგირებს ამაზე ნატო? პოლიტოლოგის თქმით, ომში ნატოს ჩართვა თუ მოხდა, ეს იქნება ალიანსის მხრიდან რუსეთის განიარაღების ოპერაცია, ვინაიდან დღეს ნატოს, აშშ-ს და ბრიტანეთის მიზანია რუსეთი იმგვარად განაიარაღონ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ - ფაშისტური გერმანია.

"რუსეთი დღეს მარტოა. ჩავთვალოთ, რომ ბელორუსი უომრად დაპყრობილი აქვს და ლუკაშენკოც და ბელორუსის სამხედრო გენერალიტეტიც მისი მძევალია. ლუკაშენკოს ხელს არ ვაფარებ, ის ისევეა დამნაშავე, როგორც პუტინი, მაგრამ რეალურად, ბელორუსი გარემოებების და ოკუპაციის მსხვერპლიცაა. ასე რომ, რუსეთი მარტოა ამ ომში. აგერ, როგორ ემუქრება უკრაინის ბედის გაზიარებით ყაზახეთს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი - ტიგრან კეოსაიანი. მისი მუქარის საპასუხოდ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალზე მკაცრი ნოტა გაუგზავნა რუსეთს. ასე რომ, მარტოა რუსეთი. მსოფლიო ომზე ვერ ვისაუბრებთ, ომში ნატოს ჩართვა თუ მოხდა, ეს იქნება ნატოს მხრიდან რუსეთის განიარაღების ოპერაცია, ყველაზე ლოგიკური იქნება ასე დავარქვათ იმიტომ, რომ დღეს ნატოს, აშშ-ს და ბრიტანეთის მიზანია რუსეთი იმგვარად განაიარაღონ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფაშისტური გერმანია განაიარაღეს. ხშირად ისმის საუბარი იმაზე, რომ ნატო და აშშ არ გაჩერდება მანამ, სანამ რუსეთი ატომური იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფო არ გახდება. ასე რომ, ჩვენ გარდამტეხი კატაკლიზმების წინაშე ვართ, რამდენიმე ხანში მსოფლიოში სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა დადგება. რუსეთში რომ თვითგანადგურების რეჟიმი ბოლო სიჩქარით ჩაირთო, ეს ცხადზე ცხადია და ამ თვალსაზრისით, ბოლო წერტილი რუსეთის მოლდოვაში სამხედრო შეჭრა იქნება (თუ კი, საბოლოოდ, ის ამაზე წავიდა).

რაც უფრო დროში გაიწელება ეს პროცესი, თუ კი მაინც დადგა ნატოს ჩარევის აუცილებლობა რუსეთის სამხედრო განიარაღების ოპერაციაში, მით უფრო ნაკლები საშიშროების ფასად გადარჩება საქართველო. დრო რუსეთზე არ მუშაობს, დროსთან ერთად რუსეთის სამხედრო მანქანა გამანადგურებელი მარცხისთვის არის განწირული, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება საქართველოსთვის სამშვიდობო ობცია, მით უფრო ნაკლები დანაკარგით გადავრჩებით“, - გვეუბნება პოლიტოლოგი.