მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დირსში" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულსა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდათ
"დირსში" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულსა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდათ

"დირ­სის“ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ დო­ჩი­ას, ასე­ვე ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მის ნა­თე­სავ ილია აბ­ლო­თი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე რო­მეო ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე აცხა­დებ­და, ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე, რის გა­მოც მის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, რო­გორც ად­ვო­კა­ტი გოგა ბოგ­ვე­რა­ძე აცხა­დებ­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. მი­სი­ვე თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა და ძა­ლა­დო­ბა და ამის შემ­დეგ მოხ­და ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან თავ­დამ­სხმე­ლებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა და ის იმ­ყო­ფე­ბო­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში. ად­ვო­კა­ტის თქმით, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა და­იც­ვას სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე.

რაც შე­ე­ხე­ბა ილია აბ­ლო­თი­ას ად­ვო­კატს, მა­რი­ამ შა­თი­რიშ­ვი­ლის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 8 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რად­გან

ილია აბ­ლო­თია გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ვი­დან­ვე თა­ნამ­შრომ­ლობ­და და მისი მი­მალ­ვის ან მის მიერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

ამას­თან, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2022 წლის 22 ივ­ნისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

ცნო­ბის­თვის, გრი­გოლ დო­ჩი­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 19-109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, (წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის და ორი, ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ილია აბ­ლო­თი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 375-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას გუ­ლის­ხმობს.

КАМАРЕЛЛИ
0

...მიჰხედეთ დირსს! განუკითხაობაა სრული! ერთ დროს თბილისის საუკეთესო საცხოვრებელი კომპლექსი, მოუწესრიგებლობის და უპატრონობის სიმბოლოდ იქცა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დირსში" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულსა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდათ

"დირსში" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულსა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდათ

"დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას, ასევე ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მის ნათესავ ილია აბლოთიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებდა, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი გოგა ბოგვერაძე აცხადებდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ განხორციელდა თავდასხმა და ძალადობა და ამის შემდეგ მოხდა ბრალდებულის მხრიდან თავდამსხმელებზე რეაგირება და ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში. ადვოკატის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სიცოცხლე.

რაც შეეხება ილია აბლოთიას ადვოკატს, მარიამ შათირიშვილის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 8 000 ლარის ოდენობით გირაო უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან

ილია აბლოთია გამოძიებასთან თავიდანვე თანამშრომლობდა და მისი მიმალვის ან მის მიერ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 2022 წლის 22 ივნისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გრიგოლ დოჩიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას, (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.

ილია აბლოთიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.