პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებს სიკვდილის წინ ანესთეზიას ვუკეთებდით, ტკივილი რომ გაგვეყუჩებინა" - მარიუპოლელი ექიმის აღსარება
"ბავშვებს სიკვდილის წინ ანესთეზიას ვუკეთებდით, ტკივილი რომ გაგვეყუჩებინა" - მარიუპოლელი ექიმის აღსარება

ან­დრეი სერ­ბი­ნი 27 წლი­საა, ის ლე­ვო­ბე­რეჟ­ნის რა­ი­ო­ნის მა­რი­უ­პო­ლის N4 სა­ა­ვად­მყო­ფოს ანეს­თე­ზი­ო­ლო­გია. 24 თე­ბერ­ვალს, ომის და­წყე­ბის დღეს, თა­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ვი­და და მხო­ლოდ 21 მარტს შეძ­ლო სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ტო­ვე­ბა... ომის პირ­ველ კვი­რას, ვიდ­რე მა­რი­უ­პო­ლის მარ­ცხე­ნა ნა­პი­რი ჯერ კი­დევ არ იყო ოკუ­პან­ტე­ბის მიერ ქა­ლა­ქის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი, მედ­პერ­სო­ნა­ლი ახერ­ხებ­და კლი­ნი­კა­ში მის­ვლას.

მარ­ტის და­სა­წყის­ში კი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში მხო­ლოდ ორი ქი­რურ­გი, ორი ტრავ­მა­ტო­ლო­გი და ორი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი დარ­ჩა. მათ შო­რის იყო ან­დრეი. სწო­რედ მათ ჩა­ა­ტა­რეს ოპე­რა­ცია, და­ეხ­მარ­ნენ ასო­ბით მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქეს.

ან­დრეი:

- ექი­მე­ბი სამ­ყა­როს­გან იზო­ლი­რე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დავ­რჩით და ვა­კე­თებ­დით ჩვენს საქ­მეს. პირ­ვე­ლი დაჭ­რი­ლი ჩვენ­თან 25 თე­ბერ­ვალს მო­ვი­და. თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან შე­ნო­ბა­ში გათ­ბო­ბა არ იყო. 3 მარტს კი სა­ა­ვად­მყო­ფოს ჩრდი­ლო­ეთ ფა­სად­ზე მი­ნე­ბი ჩა­იმ­სხვრა. დენი აღარ იყო. ოთახ­ში 4 გრა­დუ­სი იყო ტემ­პე­რა­ტუ­რა. ელექტრო­ე­ნერ­გია დი­ზე­ლის გე­ნე­რა­ტო­რი­დან გვქონ­და, საწ­ვა­ვი ძა­ლი­ან ცოტა იყო და ვზო­გავ­დით. ვიდ­რე ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პირ­ველ დღე­ებ­ში დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი იყი­და, შემ­დეგ სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ-ოთხჯერ მოგ­ვი­ტა­ნეს.

მთე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის ორი გა­მათ­ბო­ბე­ლი გვქონ­და, რო­მე­ლიც სა­ო­პე­რა­ციო დარ­ბა­ზებ­ში დავ­დგით და მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს ვრთავ­დით.. სი­ცი­ვის გამო ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვიც­ვით, რაც ვნა­ხეთ, ზე­მო­დან კი - კო­ვი­დის სპე­ცტან­საც­მე­ლი (ომამ­დე აქ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლობ­დნენ).

სა­ო­პე­რა­ციო დარ­ბა­ზებ­ში დიდ­ხანს ყოფ­ნი­სას პერ­სო­ნა­ლი გა­ი­ყი­ნა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი უკონ­ტრო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ქა­ლებ­მა ვერ გა­უძ­ლეს, საბ­ნე­ბი და­ი­ფა­რეს და ასე ცდი­ლობ­დნენ გათ­ბო­ბას.

2 მარ­ტამ­დე, მა­ღა­ზი­ე­ბი ჯერ კი­დევ ღია იყო, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი კვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­და ჩიფ­სებ­სა და ზე­თის­ხილს, რის აღე­ბა­საც ვცდი­ლობ­დით... პირ­ველ დღეს ოთხი პური ვი­ყი­დეთ. მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბამ­დე ვიმ­ყო­ფი­ნეთ, მერე აღარ გვქონ­და.

საკ­ვე­ბის შე­ზღუ­დულ მა­რაგს და­ე­მა­ტა საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრობ­ლე­მა. ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მხო­ლოდ ორი გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, 20 ადა­მი­ა­ნის­თვის ულუ­ფე­ბი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო.

სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის წყა­ლი ჭა­ბურ­ღი­ლი­დან მოგვქონ­და, რომ­ლის ტუმ­ბო მზის პა­ნე­ლე­ბით იტე­ნე­ბო­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში იყო. ყო­ველ 2-3 დღე­ში ერთხელ ვავ­სებ­დით ჭურ­ჭელს.

10 მარტს ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ პა­ცი­ენტს, რომ­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად ქათ­მის კის­რის ჩა­შუ­შუ­ლი მოგ­ვი­ტა­ნეს. მარ­თა­ლი გი­თხრათ, მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ჭა­მია. მაგ­რამ იმ დროს ხორ­ცის მი­ვი­წყე­ბულ­მა გე­მომ საგ­რძნობ­ლად გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა გუნ­დი.

იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წყვე­ტი­ლი ფე­ხე­ბით რამ­დე­ნი­მე დღე იწ­ვნენ ქუ­ჩა­ში. ასე გაგ­რძელ­და მა­ნამ, ვიდ­რე არ იპო­ვეს და ჩვენ­თან არ მო­იყ­ვა­ნეს. უც­ნა­უ­რია, რო­გორ გა­დარ­ჩნენ ისი­ნი. უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­დარ­ჩე­ნი­ლი უფრო მეტი გვყავ­და, ვიდ­რე გარ­დაც­ვლი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვებს დაჭ­რი­ლე­ბი კა­რებ­თან მოჰ­ყავ­დათ, ვი­საც ფე­ხე­ბი შერ­ჩათ, თა­ვად მო­დი­ოდ­ნენ.

ექი­მი კა­ზან­ცე­ვი 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი იყო. ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და. 20 მარტს, დი­ლით, თა­ვი­სი კორ­პუ­სის თავ­შე­სა­ფა­რი და­ტო­ვა, რათა მდუ­ღა­რე წყა­ლი მე­ზო­ბე­ლი შე­ნო­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში მი­ე­ტა­ნა, სა­დაც ხალ­ხი იყო. შე­ნო­ბებს შო­რის 10 მეტ­რია. ამ დროს მოხ­და აფეთ­ქე­ბა, ის თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ორ კორ­პუსს შო­რის დავ­მარ­ხეთ, სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან ორ მეტრში.

მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი შე­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. ყვე­ლა­ზე მძი­მე ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბაა. ჩვე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო არ იყო სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ნე­ი­როტ­რავ­მებ­ზე, ამი­ტომ ნე­ი­რო­ქი­რურ­გე­ბი არ გვყავ­და.

პირ­ვე­ლი გო­გო­ნა კარ­გად მახ­სოვს, ანა ერ­ქვა. აფეთ­ქე­ბი­სას მან­ქა­ნის ბორ­ბა­ლი მოხ­ვდა თავ­ში. ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ტრავ­მა­ტო­ლოგ­მა ჩა­ა­ტა­რა დე­კომ­პრე­სი­უ­ლი კრა­ნი­ო­ტო­მია. ეს ოპე­რა­ცია არ შე­დი­ო­და მისი პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­რო­ში. ზუს­ტად იგი­ვეა, თე­რა­პევტმა აპენ­დიქ­სის ოპე­რა­ცია გა­ა­კე­თოს. ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნა სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო. 18 მარტს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ნიშ­ნე­ბი შევ­ნიშ­ნეთ. 21 მარტს კი გონს მო­ვი­და. ვა­მა­ყობ­დით, რომ შევ­ძე­ლით მისი გა­დარ­ჩე­ნა.

რო­დე­საც ანა ჯერ კი­დევ აპა­რატ­ზე იყო, 6 წლის ბავ­შვი შე­მოგ­ვიყ­ვა­ნეს თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­მო­ჯან­მრთელ­და. შემ­დეგ კი მა­რი­უ­პოლ­ში ვნა­ხე მისი ფოტო, ბე­ბი­ას­თან ერ­თად, ქა­ლაქ­ში დარ­ჩნენ.

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რჯერ მოჰ­ყავ­დათ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი. და კი­დევ უფრო უა­რე­სი იყო, როცა ბავ­შვე­ბი ცო­ცხლე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან და ვე­რა­ფე­რით და­ვეხ­მა­რეთ.

დედა, ბე­ბია და ერთი წლის ბავ­შვი შე­მო­ვიდ­ნენ, ყვე­ლას თა­ვის ტრავ­მა ჰქონ­და. დე­დას მხო­ლოდ ნა­კაწ­რე­ბი, ბე­ბი­ას საკ­მა­ოდ მძი­მე ტრავ­მა, ერთი წლის ბიჭს კი­დევ უფრო მძი­მე. ანეს­თე­ზია გა­ვუ­კე­თეთ. სამ­წუ­ხა­როდ, აქ დამ­თავ­რდა ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა. 1 წლის ბავ­შვი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან, 15 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იყო ეპი­ზო­დი, რო­დე­საც ორი ბავ­შვი შე­იყ­ვა­ნეს - 10 და 16 წლის. რო­გორც მივ­ხვდი, ისი­ნი არ იყ­ვნენ ნა­თე­სა­ვე­ბი, მაგ­რამ ერთი ად­გი­ლი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თა­ვის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით. ჩვენ ვერ და­ვეხ­მა­რეთ მათ. უბ­რა­ლოდ ანეს­თე­ზია გა­ვუ­კე­თეთ... სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვე­ბის ნა­წილს მხო­ლოდ ამით და­ვეხ­მა­რეთ, სიკ­ვდი­ლის წინ ტკი­ვი­ლის გა­ყუ­ჩე­ბით...

სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უმ­ში ვი­ყა­ვით, არ ვი­ცო­დით "მწვა­ნე დე­რეფ­ნე­ბის“ შე­სა­ხებ, არც ის, თუ რა ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში.

18 მარტს ჩვე­ნი ბლო­კი და­ი­ბომ­ბა. ქუ­ჩის გა­დაღ­მა პო­ლიკ­ლი­ნი­კას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ორი დღე ვუ­ყუ­რებ­დით რო­გორ იწ­ვო­და და ვფიქ­რობ­დით: "ცე­ცხლი აქამ­დე რომ მო­ვი­დეს?"

წას­ვლის რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა გვქონ­და, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე იმა­ვე შე­მად­გენ­ლო­ბით ვბრუნ­დე­ბო­დით, რო­გორც წა­ვე­დით. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რომ ვფიქ­რობ, გაგ­ვი­მარ­თლა...

ჩვენ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა 21 მარ­ტი. შვი­დი მან­ქა­ნით წა­ვე­დით, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა იყო. ერთ-ერთი გზა, რო­მე­ლიც გა­ვი­ა­რეთ "აზოვსტალ­ზე" გა­დი­ო­და, რო­მელ­საც გა­უ­ჩე­რებ­ლად ბომ­ბავ­დნენ.

ჩვენ წა­ვე­დით, მაგ­რამ ექი­მე­ბის ნა­წი­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბი დარ­ჩნენ...

მა­რი­უ­პოლ­ში სა­ჭი­რო იყო მუ­შა­ო­ბა, გა­დარ­ჩე­ნა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ბრძო­ლა... მე კი ვცხოვ­რობ­დი, ვმუ­შა­ობ­დი, მუდ­მი­ვად ვი­ყა­ვი ოპე­რა­ტი­ულ გუნ­დებ­ში და ვცდი­ლობ­დი არ მე­ფიქ­რა ამა­ზე. სხვა რამ არის ფიქ­რე­ბი მა­რი­უ­პო­ლის შემ­დეგ.

ჩვე­ნი წას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფოს აფეთ­ქე­ბას რამ­დე­ნი­მე ექი­მი შე­ე­წი­რა.

ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ ჩვენ წა­მო­ვე­დით და ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი დარ­ჩნენ. თი­თო­ე­უ­ლი ექი­მი ამ­ყა­რებს ემო­ცი­ურ კავ­შირს პა­ცი­ენ­ტთან, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ის აღარ არის ჩვენ­თვის უცხო.

დავ­რწმუნ­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რაც შეგ­ვეძ­ლო, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რო­ბებ­ში... კი­დევ ერთი-ორი დღე და ჩვენ უბ­რა­ლოდ არა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ბო­და, არ იქ­ნე­ბა მა­სა­ლა ნა­კე­რე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად, სპირ­ტი ჭრი­ლო­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. არ გვექ­ნე­ბო­და დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

და მა­ინც, ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვით, რომ პა­ცი­ენ­ტებს ვტო­ვებ­დით, ჩვე­უ­ლებ­რივ ექი­მე­ბი ამას არ აკე­თე­ბენ, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ვერ და­ვაბ­რა­ლებ მა­რი­უ­პო­ლი­დან გაქ­ცე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იმი­ტომ რომ ეს ნორ­მა­ლუ­რი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, მაგ­რამ ყვე­ლას, ვინც ჩემ­თან ერ­თად წა­მო­ვი­და, აქვს გარ­კვე­უ­ლი ეჭვი, რამ­დე­ნად სწო­რი იყო ეთი­კუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძირს ფაშიზმი!
0

არ გაიხარონ რუსმა ბარბაროსებმა ამ ბავშვების ცოდვით. ფაშისტების ამოწყვეტა იყოს.

მაიკო
1

ყოველთვის უბრალო ხალხი ზარალდება გაძლება და დიდება უკრაინელ ხალხს

ავტორი:

"ბავშვებს სიკვდილის წინ ანესთეზიას ვუკეთებდით, ტკივილი რომ გაგვეყუჩებინა" - მარიუპოლელი ექიმის აღსარება

"ბავშვებს სიკვდილის წინ ანესთეზიას ვუკეთებდით, ტკივილი რომ გაგვეყუჩებინა" - მარიუპოლელი ექიმის აღსარება

ანდრეი სერბინი 27 წლისაა, ის ლევობერეჟნის რაიონის მარიუპოლის N4 საავადმყოფოს ანესთეზიოლოგია. 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს, თავის განყოფილებაში მივიდა და მხოლოდ 21 მარტს შეძლო საავადმყოფოს დატოვება... ომის პირველ კვირას, ვიდრე მარიუპოლის მარცხენა ნაპირი ჯერ კიდევ არ იყო ოკუპანტების მიერ ქალაქისგან იზოლირებული, მედპერსონალი ახერხებდა კლინიკაში მისვლას.

მარტის დასაწყისში კი საოპერაციოში მხოლოდ ორი ქირურგი, ორი ტრავმატოლოგი და ორი ანესთეზიოლოგი დარჩა. მათ შორის იყო ანდრეი. სწორედ მათ ჩაატარეს ოპერაცია, დაეხმარნენ ასობით მშვიდობიან მოქალაქეს.

ანდრეი:

- ექიმები სამყაროსგან იზოლირებულ საავადმყოფოში დავრჩით და ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. პირველი დაჭრილი ჩვენთან 25 თებერვალს მოვიდა. თებერვლის ბოლოდან შენობაში გათბობა არ იყო. 3 მარტს კი საავადმყოფოს ჩრდილოეთ ფასადზე მინები ჩაიმსხვრა. დენი აღარ იყო. ოთახში 4 გრადუსი იყო ტემპერატურა. ელექტროენერგია დიზელის გენერატორიდან გვქონდა, საწვავი ძალიან ცოტა იყო და ვზოგავდით. ვიდრე ბენზინგასამართი სადგურები ფუნქციონირებდა, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ პირველ დღეებში დიზელის საწვავი იყიდა, შემდეგ სამხედროებმა სამ-ოთხჯერ მოგვიტანეს.

მთელი საავადმყოფოსთვის ორი გამათბობელი გვქონდა, რომელიც საოპერაციო დარბაზებში დავდგით და მხოლოდ ოპერაციების დროს ვრთავდით.. სიცივის გამო ყველაფერი ჩავიცვით, რაც ვნახეთ, ზემოდან კი - კოვიდის სპეცტანსაცმელი (ომამდე აქ კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ).

საოპერაციო დარბაზებში დიდხანს ყოფნისას პერსონალი გაიყინა, სამედიცინო პერსონალი უკონტროლო მდგომარეობაში იყო. ქალებმა ვერ გაუძლეს, საბნები დაიფარეს და ასე ცდილობდნენ გათბობას.

2 მარტამდე, მაღაზიები ჯერ კიდევ ღია იყო, მაგრამ არავითარი კვების ღირებულება არ ჰქონდა ჩიფსებსა და ზეთისხილს, რის აღებასაც ვცდილობდით... პირველ დღეს ოთხი პური ვიყიდეთ. მარტის შუა რიცხვებამდე ვიმყოფინეთ, მერე აღარ გვქონდა.

საკვების შეზღუდულ მარაგს დაემატა საკვების მომზადების პრობლემა. ჩვენს განყოფილებაში მხოლოდ ორი გამაცხელებელი იყო და შესაბამისად, 20 ადამიანისთვის ულუფები მოკრძალებული იყო.

სამზარეულოსთვის წყალი ჭაბურღილიდან მოგვქონდა, რომლის ტუმბო მზის პანელებით იტენებოდა და საავადმყოფოდან რამდენიმე კილომეტრში იყო. ყოველ 2-3 დღეში ერთხელ ვავსებდით ჭურჭელს.

10 მარტს ოპერაცია გავუკეთეთ პაციენტს, რომლის ნათესავებმა მადლიერების ნიშნად ქათმის კისრის ჩაშუშული მოგვიტანეს. მართალი გითხრათ, მსგავსი არაფერი მიჭამია. მაგრამ იმ დროს ხორცის მივიწყებულმა გემომ საგრძნობლად გაამხიარულა გუნდი.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოწყვეტილი ფეხებით რამდენიმე დღე იწვნენ ქუჩაში. ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე არ იპოვეს და ჩვენთან არ მოიყვანეს. უცნაურია, როგორ გადარჩნენ ისინი. უმძიმესი პირობების მიუხედავად, გადარჩენილი უფრო მეტი გვყავდა, ვიდრე გარდაცვლილი. ადგილობრივებს დაჭრილები კარებთან მოჰყავდათ, ვისაც ფეხები შერჩათ, თავად მოდიოდნენ.

ექიმი კაზანცევი 60 წელს გადაცილებული იყო. ბავშვთა ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. 20 მარტს, დილით, თავისი კორპუსის თავშესაფარი დატოვა, რათა მდუღარე წყალი მეზობელი შენობის თავშესაფარში მიეტანა, სადაც ხალხი იყო. შენობებს შორის 10 მეტრია. ამ დროს მოხდა აფეთქება, ის თავის ტვინის ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ორ კორპუსს შორის დავმარხეთ, სამუშაო ადგილიდან ორ მეტრში.

მთელი ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 15 დაზარალებული ბავშვი შემოგვიყვანეს. ყველაზე მძიმე ტვინის ტრავმული დაზიანებაა. ჩვენი საავადმყოფო არ იყო სპეციალიზირებული ნეიროტრავმებზე, ამიტომ ნეიროქირურგები არ გვყავდა.

პირველი გოგონა კარგად მახსოვს, ანა ერქვა. აფეთქებისას მანქანის ბორბალი მოხვდა თავში. ჩვენმა ერთ-ერთმა ახალგაზრდა ტრავმატოლოგმა ჩაატარა დეკომპრესიული კრანიოტომია. ეს ოპერაცია არ შედიოდა მისი პროფესიული კომპეტენციის სფეროში. ზუსტად იგივეა, თერაპევტმა აპენდიქსის ოპერაცია გააკეთოს. ხუთი დღის განმავლობაში გოგონა სუნთქვის აპარატზე იყო. 18 მარტს ნევროლოგიური გამოჯანმრთელების ნიშნები შევნიშნეთ. 21 მარტს კი გონს მოვიდა. ვამაყობდით, რომ შევძელით მისი გადარჩენა.

როდესაც ანა ჯერ კიდევ აპარატზე იყო, 6 წლის ბავშვი შემოგვიყვანეს თავის არეში დაზიანება ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა. შემდეგ კი მარიუპოლში ვნახე მისი ფოტო, ბებიასთან ერთად, ქალაქში დარჩნენ.

სამწუხაროდ, ბევრჯერ მოჰყავდათ გარდაცვლილი ბავშვები. და კიდევ უფრო უარესი იყო, როცა ბავშვები ცოცხლები მოვიდნენ ჩვენთან და ვერაფერით დავეხმარეთ.

დედა, ბებია და ერთი წლის ბავშვი შემოვიდნენ, ყველას თავის ტრავმა ჰქონდა. დედას მხოლოდ ნაკაწრები, ბებიას საკმაოდ მძიმე ტრავმა, ერთი წლის ბიჭს კიდევ უფრო მძიმე. ანესთეზია გავუკეთეთ. სამწუხაროდ, აქ დამთავრდა ჩვენი დახმარება. 1 წლის ბავშვი, საავადმყოფოში მიყვანიდან, 15 წუთში გარდაიცვალა.

იყო ეპიზოდი, როდესაც ორი ბავშვი შეიყვანეს - 10 და 16 წლის. როგორც მივხვდი, ისინი არ იყვნენ ნათესავები, მაგრამ ერთი ადგილიდან ჩამოიყვანეს თავის მძიმე დაზიანებებით. ჩვენ ვერ დავეხმარეთ მათ. უბრალოდ ანესთეზია გავუკეთეთ... სამწუხაროდ, ბავშვების ნაწილს მხოლოდ ამით დავეხმარეთ, სიკვდილის წინ ტკივილის გაყუჩებით...

საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავით, არ ვიცოდით "მწვანე დერეფნების“ შესახებ, არც ის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში.

18 მარტს ჩვენი ბლოკი დაიბომბა. ქუჩის გადაღმა პოლიკლინიკას ცეცხლი გაუჩნდა. ორი დღე ვუყურებდით როგორ იწვოდა და ვფიქრობდით: "ცეცხლი აქამდე რომ მოვიდეს?"

წასვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა გვქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე იმავე შემადგენლობით ვბრუნდებოდით, როგორც წავედით. ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, გაგვიმართლა...

ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა 21 მარტი. შვიდი მანქანით წავედით, ძალიან რთული გზა იყო. ერთ-ერთი გზა, რომელიც გავიარეთ "აზოვსტალზე" გადიოდა, რომელსაც გაუჩერებლად ბომბავდნენ.

ჩვენ წავედით, მაგრამ ექიმების ნაწილი და პაციენტები დარჩნენ...

მარიუპოლში საჭირო იყო მუშაობა, გადარჩენა, გადაწყვეტილებების მიღება, ბრძოლა... მე კი ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, მუდმივად ვიყავი ოპერატიულ გუნდებში და ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე. სხვა რამ არის ფიქრები მარიუპოლის შემდეგ.

ჩვენი წასვლიდან მეორე დღეს საავადმყოფოს აფეთქებას რამდენიმე ექიმი შეეწირა.

ძალიან მტკივნეულია ის მდგომარეობა, რომ ჩვენ წამოვედით და ჩვენი პაციენტები დარჩნენ. თითოეული ექიმი ამყარებს ემოციურ კავშირს პაციენტთან, მკურნალობის პროცესში ის აღარ არის ჩვენთვის უცხო.

დავრწმუნდით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, განსაკუთრებით იმ პირობებში... კიდევ ერთი-ორი დღე და ჩვენ უბრალოდ არაფერი დაგვრჩებოდა, არ იქნება მასალა ნაკერების გასაკეთებლად, სპირტი ჭრილობის დასამუშავებლად. არ გვექნებოდა დახმარების გაწევის საშუალება.

და მაინც, ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით, რომ პაციენტებს ვტოვებდით, ჩვეულებრივ ექიმები ამას არ აკეთებენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ დავაბრალებ მარიუპოლიდან გაქცევის გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ეს ნორმალური და სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ყველას, ვინც ჩემთან ერთად წამოვიდა, აქვს გარკვეული ეჭვი, რამდენად სწორი იყო ეთიკური გადმოსახედიდან. წყარო

იხილეთ ასევე: