სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრული აბსურდია ის, რომ  ჩოხოსნებმა ხატები ძირს დაყარეს. არ დაგვიყრია, არც ხელჩართული ჩხუბი ყოფილა" - საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაური
"სრული აბსურდია ის, რომ  ჩოხოსნებმა ხატები ძირს დაყარეს. არ დაგვიყრია, არც ხელჩართული ჩხუბი ყოფილა" - საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაური

28 აპ­რილს, მარ­ტვილ­ში, წა­ჩხუ­რუს მო­ნას­ტერ­ში წირ­ვა-ლოც­ვა მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ აღავ­ლი­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბი­დან განკვე­თი­ლი პი­რე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან მე­უ­ფეს, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მის გა­მო­ჩე­ნას ხმა­უ­რი მოყ­ვა.

"განკვე­თი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ არ­სე­ბობს. არი­ან განკვე­თი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ჰქვი­ათ ტა­რი­ე­ლი, ბათა და ა.შ. ყვი­როდ­ნენ და იყ­ვი­რონ კი­დევ. პრო­ტეს­ტი თქვენ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლოა? ეკ­ლე­სი­ას რომ გა­ნუდ­გე­ბა ადა­მი­ა­ნი, პატ­რი­არ­ქს რომ გა­ნუდ­გე­ბა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში რომ გა­ჩე­რე­ბა აღარ შე­უძ­ლია, რა­ღა­ცებს იგო­ნებს და პერ­ფორ­მან­სებს ატა­რებს, თქვენ ეს გი­ხა­რი­ათ? მე რისი უფ­ლე­ბა უნდა მი­მე­ცა? იუ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნუდ­გნენ ეკ­ლე­სი­ას, რა­ღა­ცას ყვი­როდ­ნენ და და­ამ­თავ­რეს ამით", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

თა­ვად ამ ტაძ­რის ყო­ფი­ლი წი­ნამ­ძღვა­რი მამა და­ნი­ე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად განკვე­თი­ლია, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობ­და, რომ გუ­შინ მათ და­პი­რის­პი­რე­ბა ჩო­ხოს­ნებ­თან მო­უხ­დათ.

"უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი გვაქვს დღეს ჩვენ და მო­ვიდ­ნენ გა­უფრ­თხი­ლებ­ლად აქ ჩო­ხოს­ნე­ბი და მო­ინ­დო­მეს ჩვე­ნი გაგ­დე­ბა. ხა­ტე­ბი, სან­თლე­ბი და­ლა­გე­ბუ­ლი გვქონ­და მა­გი­და­ზე და ძირს დაგ­ვი­ყა­რეს ხა­ტე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლა­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი, ამი­ტომ მოხ­და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა, მათ სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ვე­ცით", - გვი­თხრა მან.

მის გან­ცახ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­პატ­რი­არ­ქოს ჩო­ხოს­ნე­ბის მე­თა­უ­რი ზვი­ად სეხ­ნი­აშ­ვი­ლი და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ჩო­ხოს­ნებ­თან ამ პი­რე­ბის რა­ი­მე ფორ­მით და­პი­რის­პი­რე­ბა.

ზვი­ად სეხ­ნი­აშ­ვი­ლი:

- რაც მოხ­და იქ, იმას ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში კონ­ფლიქტს ვერ და­ვარ­ქმევთ. სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც "ამ­ბებ­ზე" და­ი­დოლა­პა­რა­კი იყო, რომ თით­ქოს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და ჩო­ხოს­ნებს შო­რის იყო ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი. ამის ერთი ფაქ­ტიც არ არ­სე­ბობს, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ესე­ნი არ არი­ან, რაც მშვე­ნივ­რად ვი­ცით. მამა და­ნი­ე­ლი არ არ­სე­ბობს, ის ახლა არის ტა­რი­ელ გვი­ლა­ვა. არა­ნა­ი­რი ხა­ტე­ბი ჩვენ არ ჩა­მოგ­ვიყ­რია. სა­ერ­თოდ რო­გორ კად­რუ­ლო­ბენ ასეთ რა­მეს? უნ­დათ, რომ შე­ბღა­ლონ ჩვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი და რე­პუ­ტა­ცია. ჩვენ­თან სულ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ბოლო ბოლო სა­პატ­რი­არ­ქოს სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი ვართ, მა­გათ გი­ნე­ბა­ზე და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე პა­სუხ­საც არ ვცემთ. რაც მა­გათ­მა იკად­რეს ჩვენს მი­მართ, ამის­თვის სი­ტყვი­ე­რა­დაც კი არ გაგ­ვი­ცია პა­სუ­ხი, იმი­ტომ რომ მო­ნას­ტერ­ში ვი­ყა­ვით და ვი­ცით, იქ არ შე­იძ­ლე­ბა არც ლან­ძღვა და არც გი­ნე­ბა. ისი­ნი კად­რუ­ლო­ბენ მთელ უბე­დუ­რე­ბას, ანა­ფო­რე­ბი ისევ აც­ვი­ათ და ილან­ძღე­ბი­ან. რომ გაჩ­ვე­ნოთ კად­რე­ბი, თმე­ბი ყალ­ყზე და­გიდ­გე­ბათ. არ შე­იძ­ლე­ბა მა­გა­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბა.

- თქვენ კონ­ფლიქტს სა­ერ­თოდ უარ­ყოფთ?

- არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა. ჩვენ მი­ვე­დით წირ­ვა­ზე მე­უ­ფის კურ­თხე­ვით მა­ნამ­დე, ვიდ­რე მე­უ­ფე მობ­რძან­დე­ბო­და. ისი­ნი გან­დგო­მი­ლე­ბი გახ­ლა­ვან და დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან სა­ე­რო პი­რე­ბამ­დე, მათ არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ იქ, მაგ­რამ გა­მო­ი­ტა­ნეს თა­ვი­ან­თი ხა­ტე­ბი, სან­თლე­ბი... რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ე­რო პირ­მა უნე­ბარ­თვოდ, ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლის კურ­თხე­ვის გა­რე­შე გა­მარ­თოს სა­ვაჭ­რო დახ­ლე­ბი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თქვენ თვი­თო­ნაც გა­ა­კე­თეთ დას­კვნე­ბი. ამი­ტომ ვუ­თხა­რით, რომ მათი ად­გი­ლი არ იყო იქ და უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ იქუ­რო­ბა, მორ­ჩა, თვი­თონ­ვე ჩა­მო­ა­ლა­გეს და ჩა­ა­წყვეს თა­ვი­ან­თი სან­თლე­ბი და ხა­ტე­ბი. ვინ და­უ­ყა­რა ძირს ხა­ტე­ბი? ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და სიც­რუ­ეა.

არას­წო­რია ის ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ თით­ქოს ჩო­ხოს­ნე­ბი მარ­ტვი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ. არ ცხოვ­რო­ბენ, არც სალ­ხი­ნოს ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. როცა ასეთ ბრალ­დე­ბებს გვი­ყე­ნე­ბენ, ეს არის ცი­ლის­წა­მე­ბა. კი ბა­ტო­ნო, სის­ტე­მა­ტუ­რად მე­უ­ფე სტე­ფა­ნეს გვერ­დში ვდგა­ვართ კურ­თხე­ვის თა­ნახ­მად, ხაზს ვუს­ვამ, არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი არ გა­დაგ­ვიდ­გია კურ­თხე­ვის გა­რე­შე. ჩვენ ვართ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ჩო­ხო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვმოქ­მე­დებთ მხო­ლოდ კურ­თხე­ვით და ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვი­ყა­ვით კურ­თხე­ვით ჩა­სუ­ლე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ცავ­დით წეს­რიგს, რომ არა­ფე­რი მომ­ხდა­რი­ყო.

თქვენ გახ­სოვთ, რა დღე­ში აგ­დებ­დნენ ესე­ნი მე­უ­ფეს, როცა ჩვენ არ ვი­ყა­ვით, ერთხელ ლა­მის ხელი მოს­ტე­ხეს. მას შემ­დეგ რაც ჩვენ ჩა­ვე­დით, ასეთ შე­უ­რა­ცხყო­ფებს ვერ აყე­ნე­ბენ მე­უ­ფეს, დგა­ნან და ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა სი­ტყვე­ბით ილან­ძღე­ბი­ან მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ეს ბე­რე­ბის ლექ­სი­კა არ არის. თუმ­ცა ისი­ნი ხომ ბე­რე­ბი არ არი­ან. უბ­რა­ლოდ ანა­ფო­რა აც­ვი­ათ... იწყევ­ლე­ბი­ან, ოჯა­ხებს გვი­წყევ­ლი­ან ჩვენ და პო­ლი­ცი­ე­ლებს, ასე­თი თავ­გა­სუ­ლე­ბი არი­ან და კი­დევ აქეთ გვაბ­რა­ლე­ბენ ამ უბე­დუ­რე­ბას.

- პო­ლი­ცია აკონ­ტრო­ლებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას?

- როცა არის დიდი დღე­სას­წა­უ­ლი და პო­ლი­ცი­ას აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­უ­ფე მიბ­რძან­დე­ბა, ისი­ნი იცა­ვენ წეს­რიგს, რად­გან კარ­გად იცი­ან, რომ ეს ჯგუ­ფი მე­უ­ფეს უპი­რის­პირ­დე­ბა. ასე­ვე ლან­ძღა­ვენ ისი­ნი პატ­რი­არ­ქსაც, წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­საც, დედა ეკ­ლე­სი­ას, ყვე­ლას, ვინც თვალ­ში არ მოს­დით. ჭეშ­მა­რი­ტე­ბა რომ ერ­თია, ჩვენ კარ­გად ვი­ცით.

თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რა ენი­თა­უღ­წე­რელ შე­უ­რა­ცხყო­ფას იტა­ნენ ამ მა­მა­ძაღ­ლე­ბის­გან. ამის კად­რე­ბიც გვაქვს და ეს რომ ნა­ხოთ, მივხდე­ბით რა სექ­ტას­თან გვაქვს საქ­მე. ასე არ გა­მო­დის საქ­მე?

- რო­გორც ვიცი, განკვე­თის მი­უ­ხე­და­ვად ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ ისევ წა­ჩხუ­რუს მო­ნას­ტერ­ში, იქ სა­დაც ადრე იყ­ვნენ და სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვი­ან. თუ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რა­ტომ არი­ან მო­ნას­ტერ­ში? რა­ტომ არ უშ­ვე­ბენ იქი­დან? ამ­ბობთ, რომ ერო­ბის სა­ხე­ლე­ბით მო­ვიხ­სე­ნი­ოთ, როცა ადა­მი­ა­ნი ადის მო­ნას­ტერ­ში და იქ ხვდე­ბი­ან ისევ ანა­ფო­რით ისი­ნი, ხომ არ შე­იყ­ვანს ეს მრევლს შეც­დო­მა­ში?

- მა­გათ იქი­დან გა­მოყ­რას არა­ფე­რი უნდა, მაგ­რამ ესეც მე­უ­ფის დიდსუ­ლოვ­ნე­ბაა და ეძ­ლე­ვათ დრო მო­ნა­ნი­ე­ბის­თვის, ალ­ბათ სი­ნო­დის მო­რიგ სხდო­მამ­დე, თო­რემ მათ წირ­ვა-ლოც­ვის უფ­ლე­ბა არ აქვთ. კი ცხოვ­რო­ბენ იქ და სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვი­ან, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბაც არ აქვთ. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ეს ხდე­ბა მე­უ­ფის დიდსუ­ლოვ­ნე­ბის გამო, მან მის­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. რომ იძა­ხი­ან ჩო­ხოს­ნე­ბი მო­დი­ან და ჩვე­ნი გა­მოყ­რა უნ­და­თო, ვის რად უნდა მათი გა­მოყ­რა? ჩვენ ვმოქ­მე­დებთ მხო­ლოდ კურ­თხე­ვით. ხალ­ხი შეც­დო­მა­ში ჰყავთ შეყ­ვა­ნი­ლი. ესე­ნი ბე­რე­ბი აღარ არი­ან, არი­ან სა­ე­რო პი­რე­ბი, განკვე­თი­ლი ბე­რო­ბი­დან.

ხალ­ხმაც უნდა იცო­დეს ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სე­ბი, ის, რომ ბე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა წყევ­ლა, კრულ­ვა და გი­ნე­ბა არ არის. მუდ­მი­ვად ასეთ ცირკს დგა­მენ და თბი­ლის­ში მი­ტინ­გებ­ზე და­დი­ან. ამ დროს ლან­ძღა­ვენ ჩო­ხოს­ნებს. სრუ­ლი აბ­სურ­დია ის, რომ ჩო­ხოს­ნებ­მა ხა­ტე­ბი ძირს და­ყა­რეს. არ დაგ­ვიყ­რია, არც ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი ყო­ფი­ლა. მა­შინ დაგ­ვი­დონ კად­რე­ბი. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, 28 აპ­რილს წა­ჩხუ­რუ­ში ჩხუ­ბი არ ყო­ფი­ლა, თუ გა­რეთ ვი­ღა­ცამ იჩხუ­ბა, ეს ჩო­ხო­სა­ნი არ ყო­ფი­ლა. ერთი ვი­დე­ო­კად­რი ვი­ღა­ცამ და­მი­დოს და თუ ეს და­დას­ტურ­დე­ბა, მე მივ­დი­ვარ ჩო­ხოს­ნე­ბის ხელ­მძღვნე­ლო­ბი­დან. ეს არის ცრუ ბრალ­დე­ბა. ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა. 10 -12 კაცი აბზრი­ა­ლებ­და მარ­ტვი­ლის რა­ი­ონს. და­ში­ნე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ხალ­ხი, ახლა რომ ვერ აკე­თე­ბენ ამას, ამი­ტომ არი­ან გა­ცო­ფე­ბუ­ლე­ბი. ჩო­ხოს­ნე­ბი პატ­რი­არ­ქის გი­ნე­ბას არა­ვის არ შე­ვარ­ჩენთ, ეს ყვე­ლამ და­ი­მახ­სოვ­როს. უწ­მინ­დეს თუ არ ემორ­ჩი­ლე­ბი, წადი იქი­დან. მე ჩემს ყვე­ლა სი­ტყვა­ზე პა­სუხს ვა­გებ, თან ვი­დეო ფაქ­ტე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

ეპისკოპოსს მრევლისაგან ვინმეს დაცვა დაგჭირდება აი იქ ნათელია ყველაფერი!

 

მამული, ენა, სარწმუნოება.
0

კიდევ ეს ხალხი უნარჩუნებს ერს ღირსებას და თავმოყვარეობას. უფალი გფარავდეთ და გაგაძლიეროთ.

ავტორი:

"სრული აბსურდია ის, რომ  ჩოხოსნებმა ხატები ძირს დაყარეს. არ დაგვიყრია, არც ხელჩართული ჩხუბი ყოფილა" - საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაური

"სრული აბსურდია ის, რომ  ჩოხოსნებმა ხატები ძირს დაყარეს. არ დაგვიყრია, არც ხელჩართული ჩხუბი ყოფილა" - საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაური

28 აპრილს, მარტვილში, წაჩხურუს მონასტერში წირვა-ლოცვა მეუფე სტეფანემ აღავლინა. ცნობილია, რომ სასულიერო ცხოვრებიდან განკვეთილი პირები უპირისპირდებიან მეუფეს, შესაბამისად, მონასტრის ტერიტორიაზე მის გამოჩენას ხმაური მოყვა.

"განკვეთილი სასულიერო პირი არ არსებობს. არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვიათ ტარიელი, ბათა და ა.შ. ყვიროდნენ და იყვირონ კიდევ. პროტესტი თქვენთვის სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს რომ განუდგება, ქრისტიანული ეკლესიის წიაღში რომ გაჩერება აღარ შეუძლია, რაღაცებს იგონებს და პერფორმანსებს ატარებს, თქვენ ეს გიხარიათ? მე რისი უფლება უნდა მიმეცა? იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით", - განაცხადა მეუფე სტეფანემ წირვის დასრულების შემდეგ.

თავად ამ ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელი, რომელიც ამჟამად განკვეთილია, ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ გუშინ მათ დაპირისპირება ჩოხოსნებთან მოუხდათ.

"უდიდესი დღესასწაული გვაქვს დღეს ჩვენ და მოვიდნენ გაუფრთხილებლად აქ ჩოხოსნები და მოინდომეს ჩვენი გაგდება. ხატები, სანთლები დალაგებული გვქონდა მაგიდაზე და ძირს დაგვიყარეს ხატები და ყველაფერი. ძალაზე არიან გადასულები, ამიტომ მოხდა შეხლა-შემოხლა, მათ საკადრისი პასუხი გავეცით", - გვითხრა მან.

მის განცახდებას გამოეხმაურა საპატრიარქოს ჩოხოსნების მეთაური ზვიად სეხნიაშვილი და კატეგორიულად უარყო ჩოხოსნებთან ამ პირების რაიმე ფორმით დაპირისპირება.

ზვიად სეხნიაშვილი:

- რაც მოხდა იქ, იმას ვერცერთ შემთხვევაში კონფლიქტს ვერ დავარქმევთ. სტატიაში, რომელიც "ამბებზე" დაიდო ლაპარაკი იყო, რომ თითქოს სასულიერო პირებსა და ჩოხოსნებს შორის იყო ხელჩართული ჩხუბი. ამის ერთი ფაქტიც არ არსებობს, ეს არის აბსოლუტური სისულელე. სასულიერო პირები ესენი არ არიან, რაც მშვენივრად ვიცით. მამა დანიელი არ არსებობს, ის ახლა არის ტარიელ გვილავა. არანაირი ხატები ჩვენ არ ჩამოგვიყრია. საერთოდ როგორ კადრულობენ ასეთ რამეს? უნდათ, რომ შებღალონ ჩვენი ავტორიტეტი და რეპუტაცია. ჩვენთან სულ მორწმუნე ადამიანები არიან. ბოლო ბოლო საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეული ვართ, მაგათ გინებაზე და შეურაცხყოფაზე პასუხსაც არ ვცემთ. რაც მაგათმა იკადრეს ჩვენს მიმართ, ამისთვის სიტყვიერადაც კი არ გაგვიცია პასუხი, იმიტომ რომ მონასტერში ვიყავით და ვიცით, იქ არ შეიძლება არც ლანძღვა და არც გინება. ისინი კადრულობენ მთელ უბედურებას, ანაფორები ისევ აცვიათ და ილანძღებიან. რომ გაჩვენოთ კადრები, თმები ყალყზე დაგიდგებათ. არ შეიძლება მაგათი სასულიერო პირებად მოხსენიება.

- თქვენ კონფლიქტს საერთოდ უარყოფთ?

- არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ჩვენ მივედით წირვაზე მეუფის კურთხევით მანამდე, ვიდრე მეუფე მობრძანდებოდა. ისინი განდგომილები გახლავან და დაყვანილი არიან საერო პირებამდე, მათ არაფერი ესაქმებათ იქ, მაგრამ გამოიტანეს თავიანთი ხატები, სანთლები... როგორ შეიძლება საერო პირმა უნებართვოდ, ეპარქიის მმართველის კურთხევის გარეშე გამართოს სავაჭრო დახლები მონასტრის ტერიტორიაზე, თქვენ თვითონაც გააკეთეთ დასკვნები. ამიტომ ვუთხარით, რომ მათი ადგილი არ იყო იქ და უნდა დაეტოვებინათ იქურობა, მორჩა, თვითონვე ჩამოალაგეს და ჩააწყვეს თავიანთი სანთლები და ხატები. ვინ დაუყარა ძირს ხატები? ეს არ შეესაბამება სიმართლეს და სიცრუეა.

არასწორია ის ინფორმაციაც, რომ თითქოს ჩოხოსნები მარტვილის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. არ ცხოვრობენ, არც სალხინოს ტაძრის ტერიტორიაზე. როცა ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ეს არის ცილისწამება. კი ბატონო, სისტემატურად მეუფე სტეფანეს გვერდში ვდგავართ კურთხევის თანახმად, ხაზს ვუსვამ, არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგია კურთხევის გარეშე. ჩვენ ვართ საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოება, ვმოქმედებთ მხოლოდ კურთხევით და ამ შემთხვევაშიც ვიყავით კურთხევით ჩასულები და მაქსიმალურად ვიცავდით წესრიგს, რომ არაფერი მომხდარიყო.

თქვენ გახსოვთ, რა დღეში აგდებდნენ ესენი მეუფეს, როცა ჩვენ არ ვიყავით, ერთხელ ლამის ხელი მოსტეხეს. მას შემდეგ რაც ჩვენ ჩავედით, ასეთ შეურაცხყოფებს ვერ აყენებენ მეუფეს, დგანან და ვერ წარმოიდგენთ, რა სიტყვებით ილანძღებიან მონასტრის ტერიტორიაზე, ეს ბერების ლექსიკა არ არის. თუმცა ისინი ხომ ბერები არ არიან. უბრალოდ ანაფორა აცვიათ... იწყევლებიან, ოჯახებს გვიწყევლიან ჩვენ და პოლიციელებს, ასეთი თავგასულები არიან და კიდევ აქეთ გვაბრალებენ ამ უბედურებას.

- პოლიცია აკონტროლებდა სიტუაციას?

- როცა არის დიდი დღესასწაული და პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ მეუფე მიბრძანდება, ისინი იცავენ წესრიგს, რადგან კარგად იციან, რომ ეს ჯგუფი მეუფეს უპირისპირდება. ასევე ლანძღავენ ისინი პატრიარქსაც, წმინდა სინოდის წევრებსაც, დედა ეკლესიას, ყველას, ვინც თვალში არ მოსდით. ჭეშმარიტება რომ ერთია, ჩვენ კარგად ვიცით.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ პოლიციელები რა ენითაუღწერელ შეურაცხყოფას იტანენ ამ მამაძაღლებისგან. ამის კადრებიც გვაქვს და ეს რომ ნახოთ, მივხდებით რა სექტასთან გვაქვს საქმე. ასე არ გამოდის საქმე?

- როგორც ვიცი, განკვეთის მიუხედავად ისინი ცხოვრობენ ისევ წაჩხურუს მონასტერში, იქ სადაც ადრე იყვნენ და სამეურნეო საქმიანობასაც ეწევიან. თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რატომ არიან მონასტერში? რატომ არ უშვებენ იქიდან? ამბობთ, რომ ერობის სახელებით მოვიხსენიოთ, როცა ადამიანი ადის მონასტერში და იქ ხვდებიან ისევ ანაფორით ისინი, ხომ არ შეიყვანს ეს მრევლს შეცდომაში?

- მაგათ იქიდან გამოყრას არაფერი უნდა, მაგრამ ესეც მეუფის დიდსულოვნებაა და ეძლევათ დრო მონანიებისთვის, ალბათ სინოდის მორიგ სხდომამდე, თორემ მათ წირვა-ლოცვის უფლება არ აქვთ. კი ცხოვრობენ იქ და სამეურნეო საქმიანობასაც ეწევიან, მაგრამ ამის უფლებაც არ აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ხდება მეუფის დიდსულოვნების გამო, მან მისცა ამის საშუალება. რომ იძახიან ჩოხოსნები მოდიან და ჩვენი გამოყრა უნდათო, ვის რად უნდა მათი გამოყრა? ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კურთხევით. ხალხი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი. ესენი ბერები აღარ არიან, არიან საერო პირები, განკვეთილი ბერობიდან.

ხალხმაც უნდა იცოდეს ეკლესიური წესები, ის, რომ ბერული ცხოვრება წყევლა, კრულვა და გინება არ არის. მუდმივად ასეთ ცირკს დგამენ და თბილისში მიტინგებზე დადიან. ამ დროს ლანძღავენ ჩოხოსნებს. სრული აბსურდია ის, რომ ჩოხოსნებმა ხატები ძირს დაყარეს. არ დაგვიყრია, არც ხელჩართული ჩხუბი ყოფილა. მაშინ დაგვიდონ კადრები. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, 28 აპრილს წაჩხურუში ჩხუბი არ ყოფილა, თუ გარეთ ვიღაცამ იჩხუბა, ეს ჩოხოსანი არ ყოფილა. ერთი ვიდეოკადრი ვიღაცამ დამიდოს და თუ ეს დადასტურდება, მე მივდივარ ჩოხოსნების ხელმძღვნელობიდან. ეს არის ცრუ ბრალდება. ბინძური ცილისწამება. 10 -12 კაცი აბზრიალებდა მარტვილის რაიონს. დაშინებული ჰყავდათ ხალხი, ახლა რომ ვერ აკეთებენ ამას, ამიტომ არიან გაცოფებულები. ჩოხოსნები პატრიარქის გინებას არავის არ შევარჩენთ, ეს ყველამ დაიმახსოვროს. უწმინდეს თუ არ ემორჩილები, წადი იქიდან. მე ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ, თან ვიდეო ფაქტებით.