პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით ხიდაშელი ამბობს, რომ მოცემული ბიზნესმენი პრემიერს არ შეხვედრია და გადამისამართდა ბიზნესწრეებთან," - წულუკიანი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე
"დავით ხიდაშელი ამბობს, რომ მოცემული ბიზნესმენი პრემიერს არ შეხვედრია და გადამისამართდა ბიზნესწრეებთან," - წულუკიანი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე

"და­ვით ხი­და­შე­ლი ამ­ბობს, რომ შეხ­ვედ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან არ შემ­დგა­რა და მო­ცე­მუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­და­მი­სა­მართდა ბიზ­ნეს-წრე­ებ­თან, რო­გორც ეს ყვე­ლა ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ხოლ­მე", - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი მიზ­ნად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავს.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა აჟი­ო­ტა­ჟიც არის ატე­ხი­ლი ამ ვი­თომ რე­ა­ლურ ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომც და­ვუშ­ვათ, რომ ეს ჩა­ნა­წე­რი რე­ა­ლო­ბას ასა­ხავს, ის აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც თქვენ ატე­ხეთ და თქვე­ნი მომ­ხრე­ე­ბი ტე­ხენ, გუ­ლის­ხმობს და მიზ­ნად ისა­ხავს კვლავ და კვლავ იმას, რომ ხავსს ეჭი­დე­ბით და ცდი­ლობთ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ თით­ქოს ეს მთავ­რო­ბა არის ხელ­შემ­წყო­ბი გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა უკ­რა­ი­ნის მი­მართ და იმ უბე­დუ­რე­ბის კონ­ტექ­სტში, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ტრი­ა­ლებს, თქვენ ცდი­ლობთ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ თქვე­ნი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა არის თქვენ­თვის­ვე საძ­რა­ხი­სი საქ­ცი­ე­ლით და­კა­ვე­ბუ­ლი.

ეს ხდე­ბა, მეტი არა­ფე­რი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენ ვნა­ხეთ, რომ და­ვით ხი­და­შელ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­ნა­წი­ლეა ბა­ტონ ევ­ტუ­შენ­კოვ­თან და შუ­ა­მავ­ლობ­და იმის­თვის, რომ მო­ცე­მუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მი­სი­ვე გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლი­ყო სხვა­დას­ხვა წრე­ებს.

ასე­ვე, ბა­ტო­ნი და­ვი­თი ამ­ბობს, რომ ეს შეხ­ვედ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან არ შემ­დგა­რა და მო­ცე­მუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­და­მი­სა­მართდა ბიზ­ნეს-წრე­ებ­თან, რო­გორც ეს ყვე­ლა ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნეს­მე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ხოლ­მე", - ამ­ბობს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, 25 აპ­რილს, youtube-ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც დად­გე­ნი­ლი არ არის, თით­ქოს­და ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და რუსი ოლი­გარ­ქი ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვი სა­უბ­რო­ბენ. ეს ის მი­ლი­არ­დე­რია, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ კი­დევ ერთ ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ივა­ნიშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავ­და. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არც ამ ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბაა დად­გე­ნი­ლი.

გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის თა­ნახ­მად კი, ევ­ტუ­შენ­კო­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შეხ­ვდა.

გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში ორი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, მარ­ტში შედ­გა და იგი youtube -ზე მომ­ხმა­რე­ბელ­მა cyber kmara - მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
+++
3

ხვლიკი ნახე))) კუდის სიგრძე დარჩა! 

ხოხ!
2

წადი შვილო შენი საქმე ქენი! ზებრას გომური გამოხვეტე!

ავტორი:

"დავით ხიდაშელი ამბობს, რომ მოცემული ბიზნესმენი პრემიერს არ შეხვედრია და გადამისამართდა ბიზნესწრეებთან," - წულუკიანი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე

"დავით ხიდაშელი ამბობს, რომ მოცემული ბიზნესმენი პრემიერს არ შეხვედრია და გადამისამართდა ბიზნესწრეებთან," - წულუკიანი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე

"დავით ხიდაშელი ამბობს, რომ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს-წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ატეხილი აჟიოტაჟი მიზნად საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს.

"ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ატეხილი ამ ვითომ რეალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად ისახავს კვლავ და კვლავ იმას, რომ ხავსს ეჭიდებით და ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თითქოს ეს მთავრობა არის ხელშემწყობი გარკვეული ნეგატიური პროცესებისა უკრაინის მიმართ და იმ უბედურების კონტექსტში, რაც უკრაინაში ტრიალებს, თქვენ ცდილობთ წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის თქვენთვისვე საძრახისი საქციელით დაკავებული.

ეს ხდება, მეტი არაფერი. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ, რომ დავით ხიდაშელმა, რომელიც, როგორც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული მისივე განცხადებიდან ირკვევა, ამ ურთიერთობების მონაწილეა ბატონ ევტუშენკოვთან და შუამავლობდა იმისთვის, რომ მოცემული ბიზნესმენი მისივე გავლით საქართველოში დაკავშირებულიყო სხვადასხვა წრეებს.

ასევე, ბატონი დავითი ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს-წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე", - ამბობს წულუკიანი.

ცნობისთვის, 25 აპრილს, youtube-ზე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, თითქოსდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ეს ის მილიარდერია, რომელიც მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ არც ამ ჩანაწერის ავთენტურობაა დადგენილი.

გუშინ გავრცელებული ჩანაწერების თანახმად კი, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

გავრცელებულ ჩანაწერში ორი სატელეფონო საუბარია გაერთიანებული, რომელიც, ჩანაწერის თანახმად, მარტში შედგა და იგი youtube -ზე მომხმარებელმა cyber kmara - მ გამოაქვეყნა.