სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ივანიშვილი გახდა საქართველოს იანუკოვიჩი!" - არახამია ევროკავშირსა და აშშ-ს ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
"დღეს ივანიშვილი გახდა საქართველოს იანუკოვიჩი!" - არახამია ევროკავშირსა და აშშ-ს ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კვლავ აკ­რი­ტი­კებს.

"უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და იქ­ნე­ბი­ან მოძ­მე ხალ­ხე­ბი. მაგ­რამ ეს არ ეხე­ბა ქვეყ­ნის მმარ­თველ ელი­ტას" - თქვა მან RBC-Ukraine- ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

არა­ხა­მი­ას შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­რუ­სულ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი ცდი­ლობს, ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას სან­ქცი­ე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. ამას­თა­ნა­ვე, არა­ხა­მი­ას თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს იკა­ვებს იმის­გან, რომ რუ­სე­თი აგ­რეს­ო­რად ღიად და მკა­ფი­ოდ გა­მო­ა­ცხა­დოს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­რუ­სულ გან­წყო­ბებს ადას­ტუ­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო კავ­ში­რე­ბი რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას­თან. იგი ევ­რო­კავ­შირ­სა და ევ­რო­კავ­შირ­სა და აშშ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­უ­წო­დებს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლონ.

"ქარ­თვე­ლე­ბი ომში უკ­რა­ი­ნის­თვის იბ­რძვი­ან, სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა 24 თე­ბერ­ვლამ­დეც კი გა­და­ი­ღეს ჩვე­ნი მხარ­და­სა­ჭე­რი ვი­დე­ო­ე­ბი. ისი­ნი მხარს უჭე­რენ უკ­რა­ი­ნას და ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბას ომში. მაგ­რამ ეს არ ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. და მი­ზე­ზი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - ამ კავ­ში­რებს ადას­ტუ­რებს მთა­ვა­რი ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას­თან. ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "ივა­ნიშ­ვი­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი" ადას­ტუ­რებს ამ კავ­ში­რებს. დღეს ივა­ნიშ­ვი­ლი გა­და­იქ­ცა ქარ­თველ ია­ნუ­კო­ვი­ჩად. ის და მისი ხალ­ხი ატა­რე­ბენ იმგვარ პო­ლი­ტი­კას უკ­რა­ი­ნის მი­მართ, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მხარს არ უჭერს. მათ სურთ ქარ­თვე­ლე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გა­დამ­ტე­რე­ბა. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მივ­მარ­თავ ევ­რო­კავ­შირ­სა და აშშ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, გა­ნი­ხი­ლონ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ივა­ნიშ­ვილ­სა და და­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბულ მის აქ­ტი­ვებ­ზე. არა­ვინ უნდა გა­ექ­ცეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - არც ოკუ­პან­ტე­ბი და არც ისი­ნი, ვინც მათ ეხ­მა­რე­ბა.", - აღ­ნიშ­ნავს არა­ხა­მია.

ცნო­ბის­თვის, ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ასა­ხავ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და რუსი ოლი­გარ­ქის, ვლა­დი­მირ ევ­ტუ­შენ­კო­ვის სა­უ­ბარს. გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში, სა­დაც ორ სხვა­დას­ხვა დროს შემ­დგა­რი სა­ვა­რა­უ­დო ლა­პა­რა­კია ნაჩ­ვე­ნე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ ევ­ტუ­შენ­კოვს ეუბ­ნე­ბა, რომ "სი­ტუ­ა­ცია არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა, მაგ­რამ გაძ­ლე­ბაა სა­ჭი­რო, რას იზამ".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ აუ­დიო ჩა­ნა­წერს, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "სი­სუ­ლე­ლე" უწო­და.

"აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი არის სი­სუ­ლე­ლე. კაც­მა არ იცის ავ­თენ­ტუ­რია თუ არ არის ავ­თენ­ტუ­რი. ამის გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვენ არა­ვი­თა­რი ფორ­მით არ გვაქვს. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იყო წყა­რო, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იქ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლი მხა­რე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ხომ არ იყო წყა­რო "ტვ პირ­ვე­ლის­თვის“ რუ­სუ­ლი მხა­რე, რო­დე­საც ამ ჩა­ნა­წერს იღებ­და, თუ ეს ჩა­ნა­წე­რი არის ავ­თენ­ტუ­რი. ასეც და ისეც, საქ­მე ეხე­ბა ერთ-ერთ რუს ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. თუ ვინ­მე შეგ­ვიძ­ლია ჩვენ გა­ვიხ­სე­ნოთ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­დან ხა­დარ­კოვ­სკის შემ­დეგ, არის ეს კონ­კრე­ტუ­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი.

რო­დე­საც ასეთ დროს პი­რად სა­უ­ბარს, მათი მტკი­ცე­ბით, აქ­ვეყ­ნებს ტე­ლე­ვი­ზია, ეს მე­ტყვე­ლებს მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და სტან­დარ­ტებ­ზე. ღი­მი­ლის მომ­გვრელ­თან ერ­თად ეს არის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა და ახა­სი­ა­თებს იმ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან ომის პარ­ტი­ას, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 129 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

არახამია ვგასაგებია რომ არ მოგწონთ... არც უნდა მოგწონდეთ ეს მისი მინუსი იქნება.. გაუმარჯოს კალიაძეს და კობახიძეს...აბა როგორ. ჩვენ პოლიტიკას ეგენი ჭედავენ.. და კიდეც გაჭედეს...

ბენდუქა
0

ამ ეგრეთწოდებულმა არახამიამ ქართული არ იცისო, ამიტომ რუსულად მისთვის გასაგებ ენაზე მივწერ - Apaxamиa давай до свидания ......... 

ავტორი:

"დღეს ივანიშვილი გახდა საქართველოს იანუკოვიჩი!" - არახამია ევროკავშირსა და აშშ-ს ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

"დღეს ივანიშვილი გახდა საქართველოს იანუკოვიჩი!" - არახამია ევროკავშირსა და აშშ-ს ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას კვლავ აკრიტიკებს.

"უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ხალხები. მაგრამ ეს არ ეხება ქვეყნის მმართველ ელიტას" - თქვა მან RBC-Ukraine- ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

არახამიას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, ოკუპანტ ქვეყანას სანქციებისთვის თავის არიდებაში დაეხმაროს. ამასთანავე, არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებს იმისგან, რომ რუსეთი აგრესორად ღიად და მკაფიოდ გამოაცხადოს.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ განწყობებს ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის ახლო კავშირები რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. იგი ევროკავშირსა და ევროკავშირსა და აშშ-ს ხელმძღვანელობას მოუწოდებს ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი განიხილონ.

"ქართველები ომში უკრაინისთვის იბრძვიან, საქართველოს ცნობილმა ადამიანებმა 24 თებერვლამდეც კი გადაიღეს ჩვენი მხარდასაჭერი ვიდეოები. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში. მაგრამ ეს არ ეხება საქართველოს ხელისუფლებას. და მიზეზი ძალიან მარტივია - ამ კავშირებს ადასტურებს მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან. ახლახან გამოქვეყნებული "ივანიშვილის ჩანაწერები" ადასტურებს ამ კავშირებს. დღეს ივანიშვილი გადაიქცა ქართველ იანუკოვიჩად. ის და მისი ხალხი ატარებენ იმგვარ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ სურთ ქართველებისა და უკრაინელების გადამტერება. ამის თავიდან ასაცილებლად, მივმართავ ევროკავშირსა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილსა და დასავლეთში არსებულ მის აქტივებზე. არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას - არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარება.", - აღნიშნავს არახამია.

ცნობისთვის, ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ".

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აუდიო ჩანაწერს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "სისულელე" უწოდა.

"აუდიოჩანაწერი არის სისულელე. კაცმა არ იცის ავთენტურია თუ არ არის ავთენტური. ამის გადამოწმების საშუალება ჩვენ არავითარი ფორმით არ გვაქვს. ასევე საინტერესოა, რა იყო წყარო, რომელიც ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ქართული მხარე. საინტერესოა, ხომ არ იყო წყარო "ტვ პირველისთვის“ რუსული მხარე, როდესაც ამ ჩანაწერს იღებდა, თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური. ასეც და ისეც, საქმე ეხება ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც რეპრესირებულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. თუ ვინმე შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ რეპრესირებული რუსი ბიზნესმენებიდან ხადარკოვსკის შემდეგ, არის ეს კონკრეტული რუსი ბიზნესმენი.

როდესაც ასეთ დროს პირად საუბარს, მათი მტკიცებით, აქვეყნებს ტელევიზია, ეს მეტყველებს მათ ღირებულებებზე და სტანდარტებზე. ღიმილის მომგვრელთან ერთად ეს არის ტრაგიკული მოვლენა და ახასიათებს იმ ტელევიზიებს, რომლებიც განეკუთვნებიან ომის პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა კობახიძემ.