მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა... ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა რომ ეთქვათ" - არახამია
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა... ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა რომ ეთქვათ" - არახამია

რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "სლუ­გა ნა­რო­დას“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მი­ამ გან­მარ­ტა, რა­ტომ არ შეხ­ვდა კი­ევ­ში ჩა­სულ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ას.

რო­გორც ამ­ბობს, მათი გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ეს სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა. მი­სი­ვე თქმით, დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნას მხარს ფა­სა­დუ­რად უჭე­რენ.

"იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, რაც მათ გა­ა­კე­თეს, სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ­დი აზრს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნახ­ვის. ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვე­დი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მათი პო­ზი­ცია. მა­ნამ­დე ვკი­თხუ­ლობ­დი ჩვე­ნი სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის შე­ფა­სე­ბას, ვნა­ხუ­ლობ­დი ვინ რა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია იმის­თვის ჩა­მო­ვი­და, რომ ბუ­ჩას ფონ­ზე ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო, ერთ-ორი სა­ნუ­გე­შო სი­ტყვა ეთ­ქვათ და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ამ პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი.

და იმის­თვის რომ რე­ა­ლუ­რად იყო ჩარ­თუ­ლი, უნდა და­იც­ვა ის სან­ქცი­ე­ბი, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო რუ­სეთს ადებს. მთე­ლი ევ­რო­კავ­ში­რი ამ­ბობს, რომ ჩვენ არ გვინ­და რუ­სებს ან­გა­რი­შე­ბი გა­ვუხ­სნათ ბან­კშიო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბან­კე­ბი მათ სი­ა­მოვ­ნე­ბით უხ­სნი­ან ან­გა­რი­შებს. ხოლო რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ხსნი­ან და არე­გის­ტრი­რე­ბენ ბიზ­ნე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში" - აღ­ნიშ­ნა არა­ხა­მი­ამ "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 9 დე­პუ­ტა­ტის­გან შემ­დგა­რი დე­ლე­გა­ცია, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, უკ­რა­ი­ნა­ში 16 აპ­რილს ჩა­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის დე­ლე­გა­ცი­ა­ში, ვიცე-სპი­კე­რე­ბი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე, და­ვით სერ­გე­ენ­კო, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ბექა ოდი­შა­რია, ასე­ვე სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი: ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე და გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი შე­დი­ოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 131 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სურენა
1

შენი შთაბეჭდილება რადას შთაბეჭდილებების წიგნში შეიტანე)) ისე პრეზიდენტ ზურაბიშვილს რო გვიშარჟებს ნაც ტვ-ელები და მის აქცენტზე ღადაობენ, იქნებ გაითვალისწინონ ის რომ თავად სალოც რომელიც მესამე თაობის ემიგრანტი იყო და მისი შვილებიც კი ქართულ ენას საკმარისად კარგად ფლობენ ამ რუსი ჯეელისაგან განსხვავებით რომელსაც ქართული მხოლოდ გვარიღა შერჩენია!))

გოგა
0

გვარი შეიძვალე ნუ გვარცხვენ ქართველ ერს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა... ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა რომ ეთქვათ" - არახამია

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა... ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა რომ ეთქვათ" - არახამია

რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის, "სლუგა ნაროდას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განმარტა, რატომ არ შეხვდა კიევში ჩასულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციას.

როგორც ამბობს, მათი გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ეს საჭიროდ არ ჩათვალა. მისივე თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უკრაინას მხარს ფასადურად უჭერენ.

"იმ განცხადებების შემდეგ, რაც მათ გააკეთეს, საერთოდ ვერ ვხედავდი აზრს ამ ადამიანების ნახვის. ოპოზიციურ პარტიასთან შესახვედრად წავედი, რადგან ვიცოდი, რომ განსხვავებულია მათი პოზიცია. მანამდე ვკითხულობდი ჩვენი საგარეო დაზვერვის შეფასებას, ვნახულობდი ვინ რა განცხადებებს აკეთებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული.

და იმისთვის რომ რეალურად იყო ჩართული, უნდა დაიცვა ის სანქციები, რომელსაც მთელი მსოფლიო რუსეთს ადებს. მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა რუსებს ანგარიშები გავუხსნათ ბანკშიო და საქართველოში ბანკები მათ სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს. ხოლო რუსი ბიზნესმენები ხსნიან და არეგისტრირებენ ბიზნესებს საქართველოში" - აღნიშნა არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიოდნენ.