პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადრიდის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის" - ჯეიმს აპატურაი
"მადრიდის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის" - ჯეიმს აპატურაი

მე აქ ვიმ­ყო­ფე­ბი ნატო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რომ უნდა გა­ვა­კე­თოთ მეტი იმის­თვის, რომ გავ­ზარ­დოთ მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და ევ­რო­პა­ში სხვა პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლემ, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თის ომმა უკ­რა­ი­ნა­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რად შეც­ვა­ლა ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის რუკა.

"არ­სე­ბობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნატო-ს ქვეყ­ნებ­მა უკვე მი­ი­ღეს ალი­ან­სის­თვის. ჩვენ ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად, ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ რუ­სეთ­ზე ზე­წო­ლა მო­ვახ­დი­ნოთ და შე­ვა­ჩე­როთ ეს ომი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ რუ­სე­თის იზო­ლა­ცია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, იმის­თვის, რომ ზე­წო­ლა მო­ვახ­დი­ნოთ მას­ზე, შე­ა­ჩე­როს ეს ომი. გარ­და ამი­სა, ნატო-ს ქვეყ­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, გა­ა­კე­თონ მეტი ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად და სწო­რედ ამი­ტომ ვიმ­ყო­ფე­ბი აქ. ისე­თი სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად, რო­გო­რი­ცაა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, ჰიბ­რი­დუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

მისი თქმით, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­აძ­ლი­ე­როს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა.

"რუ­სე­თი კი­ბერ­თავ­დას­ხმებს ახორ­ცი­ე­ლებ­და უკ­რა­ი­ნა­ში რო­გორც მა­ნამ­დე, ვიდ­რე იქ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს და­ი­წყებ­და, ასე­ვე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პე­რი­ოდ­შიც. ასე რომ, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გაძ­ლი­ერ­დეს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა და გვაქვს იდე­ე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს. ასე­ვე გვაქვს მო­საზ­რე­ბე­ბი ჰიბ­რი­დულ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. რაც შე­ე­ხე­ბა ენერ­გო­უ­საფრ­თო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს როლი კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი წყვე­ტენ რუ­სე­თი­დან ენერ­გო­რე­სურ­სე­ბით მო­მა­რა­გე­ბას. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის სა­კი­თხე­ბი, რაც აქ გან­ვი­ხი­ლეთ, ის თუ რო­გორ იყოს სა­ქარ­თვე­ლო უკეთ და­ცუ­ლი, მისი ენერ­გო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­გორ უნდა იყოს და­ცუ­ლი კი­ბერ თავ­დას­ხმის­გან, ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის­გან.

ასე რომ, მად­რი­დის სა­მი­ტის­თვის, სა­დაც მე ვე­ლო­დე­ბი, რომ ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბე­ბი კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ჩვენ გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი იდე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვალ კვი­რას ნატო-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ხა­ვი­ერ კო­ლო­მი­ნა ჩა­მო­ვა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
1

ღია კარებში მოსულ მტერსაც კი არ დააყუდებს ამდენ ხანს კაცი... 

ქართველი
2

აღარ გვინდა ბატონო თქვენი აღარც ნატო და აღარც კატო, გადავიფიქრეთ ამდენ ხანში. 

ავტორი:

"მადრიდის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის" - ჯეიმს აპატურაი

"მადრიდის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის" - ჯეიმს აპატურაი

მე აქ ვიმყოფები ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომ უნდა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ გავზარდოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ევროპაში სხვა პარტნიორების მიმართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა.

"არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ნატო-ს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს უკრაინის მხარდასაჭერად, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ და შევაჩეროთ ეს ომი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განვახორციელოთ რუსეთის იზოლაცია დიპლომატიური თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ზეწოლა მოვახდინოთ მასზე, შეაჩეროს ეს ომი. გარდა ამისა, ნატო-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, გააკეთონ მეტი ჩვენი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად და სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ. ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული უსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება,“- განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.

"რუსეთი კიბერთავდასხმებს ახორციელებდა უკრაინაში როგორც მანამდე, ვიდრე იქ საომარ მოქმედებებს დაიწყებდა, ასევე საომარი მოქმედებების პერიოდშიც. ასე რომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოება და გვაქვს იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ასევე გვაქვს მოსაზრებები ჰიბრიდულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება ენერგოუსაფრთოებას საქართველოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, იმ ფონზე, როდესაც ევროპული ქვეყნები წყვეტენ რუსეთიდან ენერგორესურსებით მომარაგებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც აქ განვიხილეთ, ის თუ როგორ იყოს საქართველო უკეთ დაცული, მისი ენერგო ინფრასტრუქტურა, როგორ უნდა იყოს დაცული კიბერ თავდასხმისგან, ფიზიკური თავდასხმისგან.

ასე რომ, მადრიდის სამიტისთვის, სადაც მე ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ღიაა საქართველოსთვის, ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული იდეები საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის“, - განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, საქართველოში მომავალ კვირას ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ჩამოვა.

ასევე იხილეთ: