პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავარკვიეთ, ვინ იყო ''ჩორნი ბუმერის'' ჩამრთავი კაფე, მეპატრონემ ბოდიში მოიხადა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი მარჯანიშვილზე მომხდარ ინციდენტზე და რას პასუხობს ვიდეოს ავტორი?
"გავარკვიეთ, ვინ იყო ''ჩორნი ბუმერის'' ჩამრთავი კაფე, მეპატრონემ ბოდიში მოიხადა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი მარჯანიშვილზე მომხდარ ინციდენტზე და რას პასუხობს ვიდეოს ავტორი?

დღეს სრუ­ლი­ად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­ი­ა­რა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კა­ფე­ში გა­და­ღე­ბულ­მა ვი­დეო, სა­დაც რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რის ფონ­ზე ტუ­რის­ტე­ბის გარ­თო­ბა იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. კად­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

ვი­დეო "ფე­ის­ბუქ­ზე" ირი­ნა კვინ­ტრა­ძემ გა­ავ­რცე­ლა. სწო­რედ მან გა­და­ი­ღო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მომ­ხდა­რის გამო კა­ფეს თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ნიშ­ვნა­საც აძ­ლებს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა მა­რი­ამ დო­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რი ინ­ფი­ცენ­ტის შემ­დეგ კა­ფეს მე­პატ­რო­ნეს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სიმ­ღე­რა სტუმ­რე­ბის მო­თხოვ­ნით ჩარ­თეს. ასე­ვე აზუს­ტებს რომ ტუ­რის­ტე­ბი ებ­რა­ე­ლე­ბი და ყა­ზა­ხე­ბი იყ­ვნენ.

"გა­ვარ­კვი­ეთ ვინ იყო "ჩორ­ნი ბუ­მე­რის" ჩამ­რთა­ვი კაფე, ასე­ვე ვი­პო­ვეთ მისი მე­პატ­რო­ნე და მივ­წე­რე მე პი­რა­დად, სრუ­ლი­ად მშვი­დი ტო­ნით.და­მი­რე­კა 2 წუთ­ში და უუ­ამ­რა­ვი ბო­დი­ში იხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სტუმ­რე­ბის მო­თხოვ­ნით ჩარ­თო სტაფ­მა რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა და სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ ებ­რა­ე­ლე­ბი და ყა­ზა­ხე­ბი. მე ვუ­თხა­რი, რომ ეროვ­ნე­ბას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა და ამ დე­ტა­ლებ­ში სა­ერ­თოდ არ შე­მოვ­დი­ვართ და რომ აქ პრობ­ლე­მა მტრის ენა­ზე ტაშ-ფან­დუ­რია.

გან­სა­კუთ­რე­ბით იმის ფონ­ზე, თუ რა ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და რა გა­ვი­ა­რეთ ჩვენ. ყვე­ლა­ფერ­ში და­მე­თან­ხმა და და­ა­მა­ტა, რომ სტაფ­მა ამის გამო შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო და ეს აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. არაა ეს ქალი რუ­სე­თუ­მე, მის პრო­ფილს რომ გა­და­ავ­ლებ თვალს, მა­გი­თიც მიხ­ვდე­ბი.სა­უ­ბა­რი ბევ­რად გრძე­ლი იყო, თუმ­ცა ბო­ლომ­დე პო­ზი­ტი­უ­რი.ახლა ვის გვჯე­რა და ვის არა მისი (მათი) გულ­წრფე­ლო­ბის, ეგ სხვა სა­კი­თხია და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­სა­წყვე­ტი.

თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს უფრო სხვა რა­მის გამო ვწერ. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დე­სი ფუ­ლია ჩაყ­რი­ლი იმა­ში, რომ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი წი­ნას­წარ გვე­ზი­ზღე­ბო­დეს და ერ­თმა­ნეთ­თან მი­სას­ვლელ გზებს ვერ ვპო­უ­ლობ­დეთ. მეც კი ხში­რად ამის ნა­წი­ლი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვარ ხოლ­მე, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ ყვე­ლას­თან ლა­პა­რაკს. და­მი­ჯე­რეთ, აქვს შე­დე­გი!ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი იმით და­ვი­წყოთ, რა­ზეც ვთან­ხმდე­ბით, რაც ბევ­რად ჯან­საღ სა­ძირ­კველს ჩა­დებს მო­მა­ვალ­ში გან­სხვა­ვე­ბებ­ზე კა­მა­თის­თვის. კი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ფორ­მებს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს!

კი, რომც გე­თან­ხმე­ბო­დე, თუ ამას გი­ნე­ბით მე­უბ­ნე­ბი, გა­გი­ნებ მეც და რომ გე­თან­ხმე­ბო­დი, ის და­მა­ვი­წყდე­ბა იმა­ვე წამს!ამი­ტომ გულ­წრფე­ლად იყო თი­თო­ნაც ეს ქალი შე­წუ­ხე­ბუ­ლი თუ უბ­რა­ლოდ ბიზ­ნე­სის სა­ხელს უფრთხილ­დე­ბა, ამ წუ­თას არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ნერ­ვე­ბის წყვე­ტის გა­რე­შე შევ­თან­ხმდით, - რუ­სულ სიმ­ღე­რებს აღარ ჩარ­თავს და მად­ლო­ბე­ბით და­ვემ­შვი­დო­ბეთ.ჩვე­ნი მხრივ, პი­რო­ბას ვდებთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვა­მოწ­მებთ" - წერს დო­ლი­ძე.

დო­ლი­ძის კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ ვი­დე­ოს ავ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ფეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე შე­ნიშ­ვნა სხვა დრო­საც მის­ცა. ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ დღე­ვან­დე­ლი პოს­ტის და ვი­დე­ო­კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, კა­ფეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას "თმე­ბის თრე­ვით ემუქ­რე­ბოდ­ნენ".

"ამ პოსტს ვეხ­მა­უ­რე­ბი, რად­გან კო­მენ­ტა­რის და­წე­რა შე­ზღუ­დუ­ლია და გან­მარ­ტე­ბას დავ­წერ, პირ­ვე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა არ არის, მე­ა­თასედ მი­ვე­ცით შე­ნიშ­ვნა, მე­ნე­ჯრი ელზა, ყო­ველ­თვის ბო­დი­შებს იხ­დის, თუმ­ცა მისი სტა­ფის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და საქ­ცი­ე­ლე­ბი სხვა რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს...

ამ პოს­ტის და ზა­რის შემ­დეგ, მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მო­ვარ­დნენ ოფის­ში და თმით თრე­ვით იმუქ­რე­ბოდ­ნენ... აქ სა­უ­ბა­რი არის არა რა ეროვ­ნე­ბი­სას ემ­სა­ხუ­რე­ბი, არა­მედ რო­გორ და რას აკე­თებ, მა­შინ რო­დე­საც შენი ქვეყ­ნის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­ბის მიერ და რა ხდე­ბა დღეს უკ­რა­ი­ნა­ში" - წერს ირი­ნა კვინ­ტრა­ძე.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
1

მთლად გაშტერდით? რა შუაშია სიმღერა.

უცნობი
1

პლეხანოველები აღარ არიან თუ რა ხდება?

ავტორი:

"გავარკვიეთ, ვინ იყო ''ჩორნი ბუმერის'' ჩამრთავი კაფე, მეპატრონემ ბოდიში მოიხადა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი მარჯანიშვილზე მომხდარ ინციდენტზე და რას პასუხობს ვიდეოს ავტორი?

"გავარკვიეთ, ვინ იყო ''ჩორნი ბუმერის'' ჩამრთავი კაფე, მეპატრონემ ბოდიში მოიხადა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი მარჯანიშვილზე მომხდარ ინციდენტზე და რას პასუხობს ვიდეოს ავტორი?

დღეს სრულიად სოციალური ქსელი მოიარა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფეში გადაღებულმა ვიდეო, სადაც რუსული სიმღერის ფონზე ტურისტების გართობა იყო გადაღებული. კადრებს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ვიდეო "ფეისბუქზე" ირინა კვინტრაძემ გაავრცელა. სწორედ მან გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ მომხდარის გამო კაფეს თანამშრომლებს შენიშვნასაც აძლებს.

მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ დოლიძემ აღნიშნა, რომ მომხდარი ინფიცენტის შემდეგ კაფეს მეპატრონეს ესაუბრა, რომელმაც ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სიმღერა სტუმრების მოთხოვნით ჩართეს. ასევე აზუსტებს რომ ტურისტები ებრაელები და ყაზახები იყვნენ.

"გავარკვიეთ ვინ იყო ''ჩორნი ბუმერის'' ჩამრთავი კაფე, ასევე ვიპოვეთ მისი მეპატრონე და მივწერე მე პირადად, სრულიად მშვიდი ტონით.დამირეკა 2 წუთში და უუამრავი ბოდიში იხადა.

მისივე თქმით, სტუმრების მოთხოვნით ჩართო სტაფმა რუსული სიმღერა და სტუმრები იყვნენ ებრაელები და ყაზახები. მე ვუთხარი, რომ ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა და ამ დეტალებში საერთოდ არ შემოვდივართ და რომ აქ პრობლემა მტრის ენაზე ტაშ-ფანდურია.

განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რა ხდება უკრაინაში და რა გავიარეთ ჩვენ. ყველაფერში დამეთანხმა და დაამატა, რომ სტაფმა ამის გამო შენიშვნა მიიღო და ეს აღარ განმეორდება. არაა ეს ქალი რუსეთუმე, მის პროფილს რომ გადაავლებ თვალს, მაგითიც მიხვდები.საუბარი ბევრად გრძელი იყო, თუმცა ბოლომდე პოზიტიური.ახლა ვის გვჯერა და ვის არა მისი (მათი) გულწრფელობის, ეგ სხვა საკითხია და ინდივიდუალურად გადასაწყვეტი.

თუმცა ამ ყველაფერს უფრო სხვა რამის გამო ვწერ. დიდი ხნის განმავლობაში უდიდესი ფულია ჩაყრილი იმაში, რომ ადამიანებს ერთმანეთი წინასწარ გვეზიზღებოდეს და ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ვერ ვპოულობდეთ. მეც კი ხშირად ამის ნაწილი და შემსრულებელი ვარ ხოლმე, თუმცა ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობ ყველასთან ლაპარაკს. დამიჯერეთ, აქვს შედეგი!ერთმანეთთან საუბარი იმით დავიწყოთ, რაზეც ვთანხმდებით, რაც ბევრად ჯანსაღ საძირკველს ჩადებს მომავალში განსხვავებებზე კამათისთვის. კი, საკომუნიკაციო ფორმებს მნიშვნელობა აქვს!

კი, რომც გეთანხმებოდე, თუ ამას გინებით მეუბნები, გაგინებ მეც და რომ გეთანხმებოდი, ის დამავიწყდება იმავე წამს!ამიტომ გულწრფელად იყო თითონაც ეს ქალი შეწუხებული თუ უბრალოდ ბიზნესის სახელს უფრთხილდება, ამ წუთას არ მაინტერესებს. მთავარია, რომ ყველანაირი ნერვების წყვეტის გარეშე შევთანხმდით, - რუსულ სიმღერებს აღარ ჩართავს და მადლობებით დავემშვიდობეთ.ჩვენი მხრივ, პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად გადავამოწმებთ" - წერს დოლიძე.

დოლიძის კომენტარის შემდეგ ვიდეოს ავტორმა აღნიშნა, რომ კაფეს ადმინისტრაციას აღნიშნულ თემაზე შენიშვნა სხვა დროსაც მისცა. ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი პოსტის და ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, კაფეს თანამშრომლები მას "თმების თრევით ემუქრებოდნენ".

"ამ პოსტს ვეხმაურები, რადგან კომენტარის დაწერა შეზღუდულია და განმარტებას დავწერ, პირველი გაფრთხილება არ არის, მეათასედ მივეცით შენიშვნა, მენეჯრი ელზა, ყოველთვის ბოდიშებს იხდის, თუმცა მისი სტაფის დამოკიდებულება და საქციელები სხვა რამეზე მეტყველებს...

ამ პოსტის და ზარის შემდეგ, მისი თანამშრომლები შემოვარდნენ ოფისში და თმით თრევით იმუქრებოდნენ... აქ საუბარი არის არა რა ეროვნებისას ემსახურები, არამედ როგორ და რას აკეთებ, მაშინ როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსების მიერ და რა ხდება დღეს უკრაინაში" - წერს ირინა კვინტრაძე.

ნახეთ ვიდეო: