მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქნება თუ არა შეზღუდვები აღდგომას? - ამირან გამყრელიძის განმარტება: "პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით"
იქნება თუ არა შეზღუდვები აღდგომას? - ამირან გამყრელიძის განმარტება: "პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით"

ვფიქ­რობ, სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუ­დე­ბი არ იქ­ნე­ბა - პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, მაგ­რამ არა ფარ­თო "ნა­დი­მე­ბით“ და ქე­ი­ფე­ბით, შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, წლე­ვან­დე­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სია, ვიდ­რე გა­სულ წლებ­ში იყო“,- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, წი­ნა­სა­აღ­დგო­მო პე­რი­ო­დი გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით მშვი­დია, მაგ­რამ ამან არ უნდა გაგ­ვა­თა­მა­მოს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დღე­სას­წა­უ­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, წელს ჩვენ აღ­დგო­მას უფრო მშვი­დი ეპიდ­ვი­თა­რე­ბით ვხვდე­ბით, უფრო ნაკ­ლე­ბი რის­კით, ვიდ­რე ეს იყო შარ­შან­წინ, რო­დე­საც ჩვენ ბევ­რი არ ვი­ცო­დით ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ, ასე­ვე გა­სულ წელს მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვქონ­და.

წელს წი­ნა­სა­აღ­დგო­მო პე­რი­ო­დი შე­და­რე­ბით მშვი­დი გვაქვს, ამან არ უნდა გაგ­ვა­თა­მა­მოს, ვირუ­სი ჯერ ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებს. 200-300 შემ­თხვე­ვა არის. გა­სა­გე­ბია, რომ "ომიკ­რო­ნია" და კლი­ნი­კუ­რად უფრო მსუ­ბუ­ქია, ვიდ­რე შარ­შან­დე­ლი ან გა­სუ­ლი წლის.

ვფიქ­რობ, და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუ­დე­ბი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ უკვე ბევ­რი ვის­წავ­ლეთ და გა­მოვ­ცა­დეთ. შე­ვე­ცა­დოთ უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, აღ­დგო­მა დიდი დღე­სას­წა­უ­ლია, პა­ტი­ვი უნდა მი­ვა­გოთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, მაგ­რამ არა ფარ­თო "ნა­დი­მე­ბით“ და „ქე­ი­ფე­ბით“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა კვე­ბით მიმ­დი­ნა­რე წვე­უ­ლე­ბე­ბის დროს. შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, წლე­ვან­დე­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სია, ვიდ­რე გა­სულ წლებ­ში იყო“,- აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკიფორე
0

ნუ წაიღეთ ტვინი რაა🥺🥺ვერ გაძღა თქვენი უნამუსო სული მილიონების შოვნით და ხალხის დატერორებით,მოსწყდით საერთოდ აქაურობას ან ჩადუმდით!!!!!

ana
0

ნიღბით არა კრამიტით მივაგოთ პატივი. დაასრულებენ მალე ომს და ისევ ჩაგვკეტავენ. ეს სამწუხარო რეალიბაა, მინიმუმ ასეთ ტერორში გვაცხოვრებენ 2030 წლამდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

იქნება თუ არა შეზღუდვები აღდგომას? - ამირან გამყრელიძის განმარტება: "პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით"

იქნება თუ არა შეზღუდვები აღდგომას? - ამირან გამყრელიძის განმარტება: "პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით"

ვფიქრობ, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდები არ იქნება - პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით“ და ქეიფებით, შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, წინასააღდგომო პერიოდი გასულ წლებთან შედარებით მშვიდია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს.

"მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. საბედნიეროდ, წელს ჩვენ აღდგომას უფრო მშვიდი ეპიდვითარებით ვხვდებით, უფრო ნაკლები რისკით, ვიდრე ეს იყო შარშანწინ, როდესაც ჩვენ ბევრი არ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ, ასევე გასულ წელს მაღალი მაჩვენებლები გვქონდა.

წელს წინასააღდგომო პერიოდი შედარებით მშვიდი გვაქვს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, ვირუსი ჯერ ქვეყანაში ცირკულირებს. 200-300 შემთხვევა არის. გასაგებია, რომ "ომიკრონია" და კლინიკურად უფრო მსუბუქია, ვიდრე შარშანდელი ან გასული წლის.

ვფიქრობ, დამატებითი შეზღუდები არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ და გამოვცადეთ. შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო "ნადიმებით“ და „ქეიფებით“. მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელება ხდება კვებით მიმდინარე წვეულებების დროს. შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო“,- აღნიშნავს გამყრელიძე.