პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მაისიდან პურის ფასი სავარაუდოდ, 20 თეთრით გაიზრდება - რას აცხადებს "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე?
მაისიდან პურის ფასი სავარაუდოდ, 20 თეთრით გაიზრდება - რას აცხადებს "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე?

"პუ­რის მრეწ­ველ­თა კავ­ში­რის“ თავ­მჯდო­მა­რის მალ­ხაზ დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ი­სი­დან პუ­რის ფასი გა­და­ი­ხე­დე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 20 თეთ­რით გა­იზ­რდე­ბა.

რო­გორც დო­ლი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, პუ­რის ფა­სის ცვლი­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, თუ რუ­სე­თი­დან ფქვი­ლი კვლავ გაზ­რდი­ლი ფა­სით, 75 ლა­რად შე­მო­ვა.

"მარ­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­ბა­ჟო გა­იხ­სნა და ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო 75 ლარი, ანუ ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ი­ზარ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ფქვი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 80 ლა­რია. ამას თუ და­ვუ­მა­ტებთ გა­და­სა­ხადს - ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის, წყლის, ხელ­ფა­სე­ბის, დის­ტუ­ბუ­ცი­ის - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ფო­კუ­სირ­დე­ბა ფა­სებ­ში და დღის წეს­რიგ­ში დად­გა ფას­წარ­მოქ­მის გა­და­ხედ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმაც თქვა, რომ ფა­სის გა­და­ხედ­ვა მოხ­დე­ბა. არ ვამ­ბობ, რომ ისე მო­ე­მა­ტე­ბა ფასი, რო­გორც შა­ქარს ან ცხიმს მო­ე­მა­ტა - უსაშ­ვე­ლოდ, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­და­ან­გა­რი­შე­ბით ფა­სის მა­ტე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 თეთ­რის ფარ­გლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუ რუ­სე­თი­დან უფრო და­ბა­ლი ფა­სის ფქვი­ლი შე­მო­ვი­და, ამ ფასს შეგ­ვა­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნებს. თუ ისევ 75 ლარ­ზე და­ფიქ­სირ­დე­ბა, ფა­სის ცვლი­ლე­ბა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ორ­თვი­ა­ნი მა­რა­გი ყო­ველ­თვის არის, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია ფას­ზე - მა­რა­გი არის, მაგ­რამ მა­ღალ­ფა­სი­ა­ნის. რო­დე­საც წარ­მო­ე­ბას მა­ღალ­ფა­სი­ა­ნი ფქვი­ლი შე­მო­უ­ვა, წა­გე­ბა­ზე ხომ ვერ იმუ­შა­ვებს?! ამი­ტომ, ზუს­ტად რი­ცხვს ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ი­სის თვე­ში გა­და­ი­ხე­დე­ბა ფას­წარ­მოქ­მნა“, - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ დო­ლი­ძემ.

ამას­თან, დო­ლი­ძის თქმით, თო­ნე­ებ­ში ქარ­თუ­ლი პუ­რის ფასი უკვე გა­ი­ზარ­და.

"მო­დის ინ­ფორ­მა­ცია, რომ თო­ნე­ებ­ში ქარ­თუ­ლი პუ­რის ფას­მა მო­ი­მა­ტა 10 თეთ­რით, ამას ვა­დას­ტუ­რებ",- გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ დო­ლი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
0

კატეგორიულად არ ვეთანხმები პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების გაძვირებას ! პირიქით, უნდა გადაიხედოს მათი ფასები და გაიაფდეს!

 

გვიპასუხეთ
0

კაი ვთქვათ პური ყველგან ძვირდება და არ გვყოფნის ჩვენი ხორბალი... მაგრამ კართოფილის მოსავალი რომ რეკორდული იყო წელს და ქვეყანა რომ დაავადებული თურქული კართოფილითაა სავსე და თანაც ორი ლარი გახდა, ესეც ომის ბრალია?!... 

ავტორი:

მაისიდან პურის ფასი სავარაუდოდ, 20 თეთრით გაიზრდება - რას აცხადებს "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე?

მაისიდან პურის ფასი სავარაუდოდ, 20 თეთრით გაიზრდება - რას აცხადებს "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე?

"პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაისიდან პურის ფასი გადაიხედება და დაახლოებით 20 თეთრით გაიზრდება.

როგორც დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პურის ფასის ცვლილება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ რუსეთიდან ფქვილი კვლავ გაზრდილი ფასით, 75 ლარად შემოვა.

"მარტის შემდეგ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილის ღირებულება იყო 75 ლარი, ანუ ფქვილის ღირებულება გაიზარდა. ადგილობრივი ფქვილის ღირებულება კი 80 ლარია. ამას თუ დავუმატებთ გადასახადს - ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, ხელფასების, დისტუბუციის - ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებში და დღის წესრიგში დადგა ფასწარმოქმის გადახედვის საჭიროება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც თქვა, რომ ფასის გადახედვა მოხდება. არ ვამბობ, რომ ისე მოემატება ფასი, როგორც შაქარს ან ცხიმს მოემატა - უსაშველოდ, მაგრამ ჩვენი გადაანგარიშებით ფასის მატება დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუ რუსეთიდან უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ 75 ლარზე დაფიქსირდება, ფასის ცვლილება საჭირო იქნება. ქვეყანაში ორთვიანი მარაგი ყოველთვის არის, მაგრამ საუბარია ფასზე - მარაგი არის, მაგრამ მაღალფასიანის. როდესაც წარმოებას მაღალფასიანი ფქვილი შემოუვა, წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ამიტომ, ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მაისის თვეში გადაიხედება ფასწარმოქმნა“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ამასთან, დოლიძის თქმით, თონეებში ქართული პურის ფასი უკვე გაიზარდა.

"მოდის ინფორმაცია, რომ თონეებში ქართული პურის ფასმა მოიმატა 10 თეთრით, ამას ვადასტურებ",- განაცხადა მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.