სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უმკაცრესად დაისჯება" - რას წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუღალტრის საქმეზე?
"გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უმკაცრესად დაისჯება" - რას წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუღალტრის საქმეზე?

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტოს მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტრის და­კა­ვე­ბის და მის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის ფაქტს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გარ­წმუ­ნებთ, ვინც კა­ნონს და­არ­ღვევს, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სად უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა“, - წერს ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

გო­რის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა არ­სე­ბულ კი­თხვას გა­ე­ცე­მა კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხი.

"რო­გორც იცით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე, ა(ა)იპ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტოს მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი და­ა­კა­ვეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსურს, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­ვა­კე­თო მოკ­ლე კო­მენ­ტა­რი. რო­გორც იცით საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ყვე­ლა არ­სე­ბულ კი­თხვას გა­ე­ცე­მა კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხი. გარ­წმუ­ნებთ, ვინც კა­ნონს და­არ­ღვევს, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სად უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა“, - წერს ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კუთ­ვნილ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრებს სის­ტე­მა­ტი­უ­რად, სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით რი­ცხავ­და სს „თი­ბი­სი ბან­კში“ და სს „ლი­ბერ­თი ბან­კში“ გახ­სნილ მის პი­რად სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, ხოლო შემ­დგომ იყე­ნებ­და ინ­ტერ­ნეტ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში. სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბამ 143 985,13 ლარი შე­ად­გი­ნა, თუმ­ცა, უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ბუ­ღალ­ტრო და სა­ბან­კო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­დოს.

სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სა­ა­გენ­ტოს მთა­ვარ ბუ­ღალ­ტერს, ლე­ი­ლა წკრი­ა­ლაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
0

რა გინდოდა შვილო "წვენებში" ! ნეტავ ის საქმე გეკეთებინა რაც იცოდი !!!

ZZ
1

ეს ბუღალტერიაში(სხვა რამეშიც)ისე ერკვევა როგორც ვირი ხურმაში

 

ავტორი:

"გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უმკაცრესად დაისჯება" - რას წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუღალტრის საქმეზე?

"გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უმკაცრესად დაისჯება" - რას წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბუღალტრის საქმეზე?

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტრის დაკავების და მისთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის მერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, - წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

გორის მერის განცხადებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა არსებულ კითხვას გაეცემა კომპეტენტური პასუხი.

"როგორც იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს. საზოგადოებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს, აქედან გამომდინარე, მსურს, მოსახლეობისთვის გავაკეთო მოკლე კომენტარი. როგორც იცით საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველა არსებულ კითხვას გაეცემა კომპეტენტური პასუხი. გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, - წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში. სუს-ის ინფორმაციით, მითვისებული თანხის ოდენობამ 143 985,13 ლარი შეადგინა, თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს პატიმრობა შეუფარდა.