საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული გაუგებრობები შესაძლოა, გაირკვეს და აღნიშნულთან დაკავშირებით თავის უკრაინელ კოლეგას უკვე რამდენჯერმე ესაუბრა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ხდება დეზინფორმაციის პანიკური აწევა და შემდეგ ამის გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
მისივე შეფასებით, საინფორმაციო ომში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართულნი.
"საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, მათ შორის მეც და ჩემმა უკრაინელმა კოლეგამაც საკუთარ განცხადებაში თქვა, რომ გაუგებრობები რაც არის, შეიძლება გაირკვეს. განსაკუთრებით, საქმე როდესაც სხვადასხვა ინფორმაციას შეეხება ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საქართველოში ხდება დეზინფორმაციის პანიკური აწევა და შემდეგ ამის გატანა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ვინაიდან არის ხოლმე გარკვეული დეზინფორმაციული შტურმი. ჰიბრიდული ომი ამას გულისხმობს, რომ სამწუხაროდ, ამაში ჩართულია ხალხი შიგნითაც, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ამას სჭირდება გადამოწმება. თავისთავად, კომუნიკაციას ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია და ბოლო პერიოდში ინტენსიური კომუნიკაცია მქონდა ჩემს კოლეგასთან. ბევრ რაღაცაში ჩვენ გავერკვიეთ და აბსოლუტურად ვეთანხმებით ერთმანეთს. თქვენ ნახეთ გუშინ მისი ინტერვიუ "იმედზე“, მისი განწყობები და ამიტომაც ვფიქრობ, მას ამისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჩვენებს ეცოდინებათ, რასაც აკეთებენ, იმედია, გარანტიებიც აქვთ. თორემ დალაპარაკება იქ ჩასვლის გარეშეც შესაძლებელია და იქ რა საშინელი ტრაგედიაც ტრიალებს, მსოფლიომ კადრები უკვე ნახა. განა იქ რა უნდა ნახონ და გაიგონ ისეთი, რაც არ იციან. რა აუცილებელია იქ პირადად პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა ჩვენს მიმართ იმ ყველაფრის მერე, რაც ყველამ ვნახეთ. მისი იქ ჩასვლა შეტყუებას უფრო ჰგავს და სახიფათოც კია, შეიძლება პროვოკაციები მოუწყონ. ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას. გაუშვან საპარლამენტო დელეგაცია, ესეც მხარდაჭერის გამოხატულება იქნება. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩვენ აღმოუჩინეთ. უცხოელებს რას უყურებთ, ისინი იქ იმიტომ ჩადიან, რომ მათ ქვეყნებს საფრთხე არ ემუქრებათ და თავი ქუდში აქვთ, ჩვენ კი მოწყვლადები ვართ და ბეწვის ხიდზე გავდივართ.
სირცხვილია კომუნიკაციის პრობლემა რომ გქონდათ 21 საუკუნეში და სანამ ორივე მხარეს ერთმა ძიამ ყური არ აგიწიათ ვერ მიხვდით რომ რუსეთის საფქვავს ფქვავდით..