პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეტალურად: როგორ იცვლება 25 აპრილიდან მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს-ს მომსახურების სააგენტო
დეტალურად: როგორ იცვლება 25 აპრილიდან მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს-ს მომსახურების სააგენტო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო 25 აპ­რი­ლი­დან "B“ და "BE" კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის ახა­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მსურ­ვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის ჩა­ბა­რე­ბას შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში შეძ­ლე­ბენ: რუს­თა­ვი, გორი, თე­ლა­ვი, ფოთი, ახალ­ცი­ხე, ქუ­თა­ი­სი, სა­ჩხე­რე, ოზურ­გე­თი და ბა­თუ­მი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ას­რუ­ლებს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 2022 წლის 25 აპ­რი­ლი­დან "B" და "BE" კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი ორე­ტა­პი­ა­ნი ხდე­ბა.

მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ახა­ლი სტან­დარ­ტით ჩა­ბა­რე­ბას რუს­თა­ვის, გო­რის, თე­ლა­ვის, ფო­თის, ახალ­ცი­ხის, ქუ­თა­ი­სის, სა­ჩხე­რის, ოზურ­გე­თის და ბა­თუ­მის სამ­სა­ხუ­რებ­ში შეძ­ლე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუგ­დი­დის სამ­სა­ხურს, ქა­ლაქ­ში გზებ­ზე მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, გა­მოც­დის მე­ო­რე ეტა­პის ჩა­ბა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­ნევ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, მძღო­ლო­ბის კან­დი­და­ტი გა­და­ი­ნაც­ვლებს მე­ო­რე ეტაპ­ზე - რე­ა­ლუ­რი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში. თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­მოც­დო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­გა­მოც­დო მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბით დამ­ტკიც­დე­ბა.

სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტა­პის გა­მოც­და­ზე რი­გის და­ჯავ­შნა, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია: უშუ­ა­ლოდ, სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში გა­მო­ცხა­დე­ბით; ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით; მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

მძღო­ლო­ბის კან­დი­დატს უფ­ლე­ბა აქვს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­ვი­დეს პირ­ვე­ლი ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბი­დან 365 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­დევ­ნო გა­მოც­და­ზე გას­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რი­გის და­ჯავ­შნით, არა­უ­ად­რეს 30 დღი­სა.

365 დღი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ველ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­დე­გი კარ­გავს იუ­რი­დი­ულ ძა­ლას“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
1

ცოტახანში უნივერსიტეტის დამთავრებასაც მოგვთხოვენ პრავის გამო.

ლევანი
0

ნამდვილად კარგია როდესაც პრაქტიკული გამოცდა ქალაქის ქუჩებში გადადის, მაგრამ მე ის მაკვირვებს რომ ყველაფერი უკუღმა როგორ უნდა გაკეთდეს საქართველოში.რა ,არ თვას ეხლა ვინმემ რომ სადაც გამოცდა ტარდება, იგივე მდგომარეობაა საქართველოს გზებზე. ნახევარი გზების ინფრასტრუქტურა საერთოდ ნულის ტოლია. გამოცდას მაშინ ექნება შედეგი როდესაც გზებიც მოწესრიგებული იქნება.ნეტავ ვის ატყუებთ მაგით. ესპანეთიდან 

ავტორი:

დეტალურად: როგორ იცვლება 25 აპრილიდან მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს-ს მომსახურების სააგენტო

დეტალურად: როგორ იცვლება 25 აპრილიდან მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს-ს მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 25 აპრილიდან "B“ და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ახალი სტანდარტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მსურველები აღნიშნული პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებას შემდეგ ქალაქებში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. "საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 25 აპრილიდან "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში შეძლებენ.

რაც შეეხება ზუგდიდის სამსახურს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დასრულებისთანავე.

ცვლილებების მიხედვით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.

სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა.

365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.