მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არიან გამოკვეთილი პირები, ვინც მკვლელობა დაუკვეთა კაველაძესა და ჭელიძეს... მკვლელები წინ და უკან დაჰყავდათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე" - ნიკა კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს
"არიან გამოკვეთილი პირები, ვინც მკვლელობა დაუკვეთა კაველაძესა და ჭელიძეს... მკვლელები წინ და უკან დაჰყავდათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე" - ნიკა კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს

მოკ­ლუ­ლი 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის საქ­მის მო­სა­მარ­თლეს, და­ვით მგე­ლი­აშ­ვილს მი­მარ­თავს.

სწო­რედ, აღ­ნიშ­ნულ­მა მო­სა­მარ­თლემ უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯა­ხი მო­სა­მარ­თლის­გან სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლის გა­მო­ტა­ნას ითხოვს.

რო­გორც იზა ომა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მკვლელ­თა ჯგუფ­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მის შვილს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მო­უ­წყო.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას დე­დის გან­ცხა­დე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­მოკ­ვე­თი­ლი არი­ან პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე­სა და აკო ჭე­ლი­ძეს მკვლე­ლო­ბა და­უკ­ვე­თეს. იზა ომა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რა ცალ­კე გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლებს.

"თქვე­ნო უზე­ნა­ე­სო­ბავ! შვი­დი თვე გა­დის იმ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ი­დან, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლო­ბამ, ვფიქ­რობ, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში და­გეგ­მა. დიახ, მათ საბ­ჭო­უ­რი მე­თო­დით მო­წამ­ლეს ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ უსას­ტი­კეს და­ნა­შა­ულ­ზე წა­ვიდ­ნენ! გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე ჯერ მხო­ლოდ ორი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მკვლე­ლი და მათი ერთი მას­პინ­ძე­ლი ზის! ცხრა­ტო­მი­ან საქ­მე­ში კი ძა­ლი­ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად, ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით არი­ან გა­მოკ­ვე­თი­ლი პი­რე­ბი, ვინც მკვლე­ლო­ბა და­უკ­ვე­თა კა­ვე­ლა­ძე­სა და ჭე­ლი­ძეს. სწო­რედ კა­ვე­ლა­ძი­სა­გან გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­გორ მი­ა­ტო­ვეს ის დამ­კვე­თებ­მა გა­გა­რი­ნის მო­ე­დან­ზე და­ქი­რა­ვე­ბულ ბი­ნა­ში ჭე­ლი­ძეს­თან ერ­თად. მათ თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს კი, დღეს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას რომ იმაღ­ლე­ბენ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, მკვლე­ლე­ბი წინ და უკან დაჰ­ყავ­დათ უცხო ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­კუ­რა­ტუ­რა დრო­უ­ლად და­ას­რუ­ლებს ცალ­კე გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას, ჩვენ ის ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ნო­ბის­გან უნდა ვიხ­სნათ და ეს მხო­ლოდ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბით მოხ­დე­ბა.

12 აპ­რილს კი ჯერი თქვენ­ზეა, პა­ტივ­ცე­მუ­ლო მი­სა­მარ­თლევ, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ნი­კოს და-ძმე­ბის სა­ხე­ლით, იმ ხალ­ხის სა­ხე­ლით, ვინც შვი­დი თვეა ჩვენ­თან ერ­თად გლო­ვობს ნი­კოს მო­წა­მებ­რივ გას­ვლას ამ ქვეყ­ნი­დან. დიახ, მკვლელ­თა ჯგუფ­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მო­უ­წყო ჩემს შვილს! ნუ და­ი­ბანთ ხელს და გა­მო­ი­ტა­ნეთ სა­მარ­თლი­ა­ნი სას­ჯე­ლი!

15 სექ­ტემ­ბერს მარ­ტო ნი­კოს­თვის არ უს­ვრი­ათ, ეს­რო­ლეს ახალ­გაზ­რდე­ბის სურ­ვილს, გა­ა­კე­თონ შე­უძ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სათ­ვის! არ წა­ა­ხა­ლი­სოთ მკვლე­ლე­ბი ისე, რო­გორც ამას სამი უღირ­სი, 30 ვერ­ცხლად გა­ყი­დუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, ვინ­მე ზაზა და­თუ­კიშ­ვი­ლი, ონი­სე ონი­ა­ნი და გი­ორ­გი ტუ­რა­ზაშ­ვი­ლი აკე­თებს! ჩვენ­თვის შე­ჩერ­და დრო, მაგ­რამ ჟამ­თას­ვლა გრძელ­დე­ბა…სა­ში­ნე­ლი ომის ფონ­ზე, სა­დაც მშობ­ლე­ბი შვი­ლებს კარ­გა­ვენ, მი­ჭირს ჩვენს ტრა­გე­დი­ა­ზე სა­უ­ბა­რი, მი­ჭირს სა­უ­ბა­რი იმ დიდ პრო­ექ­ტებ­სა და წარ­მა­ტე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ნი­კოს ძა­ლის­ხმე­ვით ზე­ცი­დან ისევ გრძელ­დე­ბა და გაგ­რძელ­დე­ბა, დიახ, სი­კე­თით, წარ­მა­ტე­ბით და მა­ინც დიდი იმე­დით თუ და­ა­მარ­ცხებ ბო­რო­ტე­ბას…" - ნათ­ქვა­მია იზა ომა­ძის მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არიან გამოკვეთილი პირები, ვინც მკვლელობა დაუკვეთა კაველაძესა და ჭელიძეს... მკვლელები წინ და უკან დაჰყავდათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე" - ნიკა კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს

"არიან გამოკვეთილი პირები, ვინც მკვლელობა დაუკვეთა კაველაძესა და ჭელიძეს... მკვლელები წინ და უკან დაჰყავდათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე" - ნიკა კვარაცხელიას დედა მოსამართლეს მიმართავს

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმის მოსამართლეს, დავით მგელიაშვილს მიმართავს.

სწორედ, აღნიშნულმა მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი. მოკლული ახალგაზრდის ოჯახი მოსამართლისგან სამართლიანი სასჯელის გამოტანას ითხოვს.

როგორც იზა ომაძე აღნიშნავს, მკვლელთა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში მის შვილს ტერორისტული აქტი მოუწყო.

ნიკა კვარაცხელიას დედის განცხადებით, მტკიცებულებებით გამოკვეთილი არიან პირები, რომლებმაც გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს მკვლელობა დაუკვეთეს. იზა ომაძე დარწმუნებულია, პროკურატურა ცალკე გამოყოფილი საქმის სისრულეში მოყვანას დროულად დაასრულებს.

"თქვენო უზენაესობავ! შვიდი თვე გადის იმ საშინელი ტრაგედიიდან, რომელიც საბჭოთა მენტალობამ, ვფიქრობ, მეზობელ ქვეყანაში დაგეგმა. დიახ, მათ საბჭოური მეთოდით მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც ამ უსასტიკეს დანაშაულზე წავიდნენ! განსასჯელის სკამზე ჯერ მხოლოდ ორი მოტყუებული მკვლელი და მათი ერთი მასპინძელი ზის! ცხრატომიან საქმეში კი ძალიან დასაბუთებულად, ყველა მტკიცებულებით არიან გამოკვეთილი პირები, ვინც მკვლელობა დაუკვეთა კაველაძესა და ჭელიძეს. სწორედ კაველაძისაგან გახდა ცნობილი, როგორ მიატოვეს ის დამკვეთებმა გაგარინის მოედანზე დაქირავებულ ბინაში ჭელიძესთან ერთად. მათ თანამზრახველებს კი, დღეს კვალიფიკაციას რომ იმაღლებენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მკვლელები წინ და უკან დაჰყავდათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.

დარწმუნებული ვარ, პროკურატურა დროულად დაასრულებს ცალკე გამოყოფილი საქმის სისრულეში მოყვანას, ჩვენ ის ახალგაზრდები მონობისგან უნდა ვიხსნათ და ეს მხოლოდ კანონის აღსრულებით მოხდება.

12 აპრილს კი ჯერი თქვენზეა, პატივცემულო მისამართლევ, უმორჩილესად გთხოვთ, ნიკოს და-ძმების სახელით, იმ ხალხის სახელით, ვინც შვიდი თვეა ჩვენთან ერთად გლოვობს ნიკოს მოწამებრივ გასვლას ამ ქვეყნიდან. დიახ, მკვლელთა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში ტერორისტული აქტი მოუწყო ჩემს შვილს! ნუ დაიბანთ ხელს და გამოიტანეთ სამართლიანი სასჯელი!

15 სექტემბერს მარტო ნიკოსთვის არ უსვრიათ, ესროლეს ახალგაზრდების სურვილს, გააკეთონ შეუძლებელი საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის! არ წაახალისოთ მკვლელები ისე, როგორც ამას სამი უღირსი, 30 ვერცხლად გაყიდული უფლებადამცველი, ვინმე ზაზა დათუკიშვილი, ონისე ონიანი და გიორგი ტურაზაშვილი აკეთებს! ჩვენთვის შეჩერდა დრო, მაგრამ ჟამთასვლა გრძელდება…საშინელი ომის ფონზე, სადაც მშობლები შვილებს კარგავენ, მიჭირს ჩვენს ტრაგედიაზე საუბარი, მიჭირს საუბარი იმ დიდ პროექტებსა და წარმატებებზე, რომლებიც ნიკოს ძალისხმევით ზეციდან ისევ გრძელდება და გაგრძელდება, დიახ, სიკეთით, წარმატებით და მაინც დიდი იმედით თუ დაამარცხებ ბოროტებას…" - ნათქვამია იზა ომაძის მიმართვაში.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია