სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ურგანტი თბილისის ცენტრში ბინის ყიდვას აპირებს" - რას წერს რუსული მედია ცნობილი ტელეწამყვანისა და მისი ქართველი მეუღლის შესახებ: რატომ დაბრუნდა ის მოსკოვში?
"ურგანტი თბილისის ცენტრში ბინის ყიდვას აპირებს" - რას წერს რუსული მედია ცნობილი ტელეწამყვანისა და მისი ქართველი მეუღლის შესახებ: რატომ დაბრუნდა ის მოსკოვში?

ცნო­ბილ­მა რუს­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა და შო­უ­მენ­მა ივან ურ­გან­ტმა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­აკ­რი­ტი­კა. მას შემ­დეგ, რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წამ­ყვა­ნი ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გა­აქ­რეს. და­ი­ხუ­რა ლე­გენ­და­რუ­ლი შოუ, "სა­ღა­მო ურ­გან­ტთან", შე­უ­ჩე­რეს რუ­სე­თის მას­შტა­ბით ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტი. ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ და­ი­წყო ურ­გან­ტის მუდ­მი­ვი "გა­შა­ვე­ბა". საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის მტრად სა­ბო­ლო­ოდ მა­შინ გა­მო­ცხად­და, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და ის­რა­ელ­ში ოჯახ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა.

ცოტა ხნის წინ, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ურ­გან­ტი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძეს­თან და ორ ქა­ლიშ­ვილ­თან - ნი­ნას­თან და ვა­ლე­რი­ას­თან ერ­თად რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რუ­სეთ­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი ჯერ მის­მა მა­მამ ან­დრეი ურ­გან­ტმა გა­ნა­ცხა­და, შემ­დეგ კი ინ­ფორ­მა­ცია ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა და­ა­დას­ტუ­რა. თუმ­ცა, რო­გორც კრი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, ურ­გან­ტი მოს­კოვ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბის გა­სა­ყი­დად დაბ­რუნ­და.

2018 წლი­დან ურ­განტს ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს და მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით აპი­რებს, რომ ცოლ-შვილ­საც მო­უგ­ვა­როს დო­კუ­მენ­ტე­ბი, რათა ისი­ნიც ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გახ­დნენ.

"ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, უბ­რა­ლოდ არ ვიცი, რუ­სეთ­ში ეს აკ­რძა­ლუ­ლია? დღეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, თუ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სურ­ვი­ლი, შე­უძ­ლია სხვა ქვეყ­ნის პას­პორ­ტი აი­ღოს. ახლა ივა­ნე რუ­სეთ­შია. ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია“, - ამ­ბობს ურ­გან­ტის მამა.

ურ­გან­ტი ნამ­დვი­ლად ფლობს სამ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლს პრეს­ტი­ჟულ სო­ფელ გორ­კი-10-ში, რუბ­ლე­ვო-უს­პენ­სკო­ეს გზატ­კე­ცი­ლის 25-ე კი­ლო­მეტრზე და ორ­სარ­თუ­ლი­ან ბი­ნას მერ­კუ­რის კოშკში მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე კომ­პლექსში, ასე­ვე მას აქვს კი­დევ ერთი სა­სახ­ლე რუბ­ლი­ოვ­კა­ზე. ბინა ფარ­თით 267 კვ. მ. სმო­ლენ­სკის ბულ­ვარ­ზე (იმა­ვე ელი­ტა­რულ კორ­პუს­ში, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს ქსე­ნია სობ­ჩა­კის ბი­ნე­ბი), უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა აქვს მის მშობ­ლი­ურ სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში... ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, მას რუ­სულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აღარ და­აბ­რუ­ნე­ბენ და ბი­ნებს სწო­რედ სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­და­ცხოვ­რე­ბის­თვის და კა­პი­ტა­ლის და­საგ­რო­ვებ­ლად ყი­დის.

რუ­სუ­ლი მე­დია ურ­გან­ტის სა­ცხოვ­რებ­ლად ორ ქვე­ყა­ნას გა­ნი­ხი­ლავს, ის­რა­ელს და სა­ქარ­თვე­ლოს. წამ­ყვა­ნის ცოლი ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძე წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ურ­გან­ტი თბი­ლი­სის ცენ­ტრში 140 კვ. მეტ­რის ბი­ნის ყიდ­ვას აპი­რებს.

ნა­ტა­ლია კიკ­ნა­ძე­სა და ივან ურ­განტს ორი სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნე­ბი - ნინა და ვა­ლე­რია ჰყავთ. რუ­სულ მე­დი­ა­ში ნა­ტა­ლი­ას პირ­ველ მე­უღ­ლეს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხან თე­მურ, ხან ვახ­ტანგ კუ­ტა­ლი­ა­თი. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის, აფხა­ზეთ­ში, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში იყო დაკ­რძა­ლუ­ლი. თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რია, ის ცო­ცხა­ლია, ჯან­მრთე­ლი და პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობს.

ნა­ტა­ლია, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი პე­ტერ­ბურ­გე­ლი იუ­ვე­ლი­რის, ავ­თან­დილ კიკ­ნა­ძის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. ნა­ტა­შა, ივან ურ­გან­ტთან ერ­თად პრეს­ტი­ჟულ გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და. მათ შო­რის გრძნო­ბე­ბი კი მხო­ლოდ მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ გაღ­ვივ­და.

სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­ტა­ლი­ამ მა­შინ­ვე გა­იც­ნო, მას­ზე 10 წლით უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი - თე­ი­მუ­რაზ კუ­ტა­ლია. გა­თხო­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე, 19 წლის ასაკ­ში, ნა­ტა­ლი­ას და თე­ი­მუ­რაზს ვაჟი, ნიკო შე­ე­ძი­ნათ. სამი წლის შემ­დეგ, კი 2000 წელს, ქა­ლიშ­ვი­ლი - ერი­კა.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ორი შვი­ლი­სა, თე­ი­მუ­რაზ­სა და ნა­ტა­ლი­ას ბედ­ნი­ე­რი ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბა არ ჰქონ­დათ. 10 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, კიკ­ნა­ძემ ქმა­რი მი­ა­ტო­ვა და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

ურ­გან­ტის ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლის ქარ­თვე­ლი შვი­ლე­ბი­დან ერი­კა კუ­ტა­ლია ლონ­დონ­ში სწავ­ლობს. უფ­რო­სი ვაჟი კი, მა­მას­თან ერ­თად - სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობს…

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძინ პინი
10

არ აქვს მნიშვნელობა პუტინს გამოექცა თუ არა.. როდესაც უძრავ ქონებას ყიდულოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ამით შენ აძლევ საბაბს უცხო ქვეყანას დაიცვას მისი მოქალაქის უძრავი ქონება და საკუთრება რაც ყოველთვის საფრთხის შემცველია მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხალხს "მწვანე" დაანახე და ისინი ყველაფერზე მოაწერენ ხელს. ისტორიულად ესე იყო და ესე არის დღესაც საუბედუროდ. იქნებ მივბაძოთ დანიას სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია უძრავი ქონების შესყიდვა მეტიც ბინადრობის მქონე პირზეც კი ვრცელდება ეს შეზღუდვა.

ნოდო
18

თქვენი ვერ გამიგია რუსები არ შემოუშვათო და რახან ამამ გააკრიტიკა ანგელოზია? და სხვა დანარჩენები არა? იქნება და ბოლო თვეებში შემოსულების 90% აკრიტიკებს პუტინს ვინ ჩაატარა გამოკითხვა რო არა? იქნება და ესეც დივერსანტია რახნ პუტინი გააკრიტიკა ესეიგი უნდა მჯეროდეს?

ავტორი:

"ურგანტი თბილისის ცენტრში ბინის ყიდვას აპირებს" - რას წერს რუსული მედია ცნობილი ტელეწამყვანისა და მისი ქართველი მეუღლის შესახებ: რატომ დაბრუნდა ის მოსკოვში?

"ურგანტი თბილისის ცენტრში ბინის ყიდვას აპირებს" - რას წერს რუსული მედია ცნობილი ტელეწამყვანისა და მისი ქართველი მეუღლის შესახებ: რატომ დაბრუნდა ის მოსკოვში?

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა და შოუმენმა ივან ურგანტმა რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გააკრიტიკა. მას შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი ტელეეკრანიდან გააქრეს. დაიხურა ლეგენდარული შოუ, "საღამო ურგანტთან", შეუჩერეს რუსეთის მასშტაბით ყველა კონტრაქტი. ადგილობრივმა მედიამ დაიწყო ურგანტის მუდმივი "გაშავება". საყვარელი ტელეწამყვანი ქვეყნის მტრად საბოლოოდ მაშინ გამოცხადდა, როდესაც ქვეყანა დატოვა და ისრაელში ოჯახთან ერთად გაემგზავრა.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურგანტი მეუღლე ნატალია კიკნაძესთან და ორ ქალიშვილთან - ნინასთან და ვალერიასთან ერთად რუსეთში დაბრუნდა. ტელეწამყვანის რუსეთში ყოფნის ფაქტი ჯერ მისმა მამამ ანდრეი ურგანტმა განაცხადა, შემდეგ კი ინფორმაცია ქსენია სობჩაკმა დაადასტურა. თუმცა, როგორც კრიტიკოსები აცხადებენ, ურგანტი მოსკოვში, სავარაუდოდ, მისი მრავალმილიონიანი ქონების გასაყიდად დაბრუნდა.

2018 წლიდან ურგანტს ისრაელის მოქალაქეობა აქვს და მედიის ინფორმაციით აპირებს, რომ ცოლ-შვილსაც მოუგვაროს დოკუმენტები, რათა ისინიც ისრაელის მოქალაქეები გახდნენ.

"ისრაელის მოქალაქეობაზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ არ ვიცი, რუსეთში ეს აკრძალულია? დღეს ნებისმიერ ადამიანს, თუ აქვს შესაძლებლობა და სურვილი, შეუძლია სხვა ქვეყნის პასპორტი აიღოს. ახლა ივანე რუსეთშია. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - ამბობს ურგანტის მამა.

ურგანტი ნამდვილად ფლობს სამსართულიან სახლს პრესტიჟულ სოფელ გორკი-10-ში, რუბლევო-უსპენსკოეს გზატკეცილის 25-ე კილომეტრზე და ორსართულიან ბინას მერკურის კოშკში მოსკოვში მდებარე კომპლექსში, ასევე მას აქვს კიდევ ერთი სასახლე რუბლიოვკაზე. ბინა ფართით 267 კვ. მ. სმოლენსკის ბულვარზე (იმავე ელიტარულ კორპუსში, სადაც მდებარეობს ქსენია სობჩაკის ბინები), უძრავი ქონება აქვს მის მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში... ჭორების თანახმად, მას რუსულ ტელევიზიაში აღარ დააბრუნებენ და ბინებს სწორედ სხვა ქვეყნებში გადაცხოვრებისთვის და კაპიტალის დასაგროვებლად ყიდის.

რუსული მედია ურგანტის საცხოვრებლად ორ ქვეყანას განიხილავს, ისრაელს და საქართველოს. წამყვანის ცოლი ნატალია კიკნაძე წარმოშობით ქართველია. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ურგანტი თბილისის ცენტრში 140 კვ. მეტრის ბინის ყიდვას აპირებს.

ნატალია კიკნაძესა და ივან ურგანტს ორი საერთო შვილი, გოგონები - ნინა და ვალერია ჰყავთ. რუსულ მედიაში ნატალიას პირველ მეუღლეს მოიხსენიებენ ხან თემურ, ხან ვახტანგ კუტალიათი. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის, აფხაზეთში, საკუთარ სამშობლოში იყო დაკრძალული. თუმცა ეს ინფორმაცია არასწორია, ის ცოცხალია, ჯანმრთელი და პეტერბურგში ცხოვრობს.

ნატალია, ქართული წარმოშობის ცნობილი პეტერბურგელი იუველირის, ავთანდილ კიკნაძის ოჯახში გაიზარდა. ნატაშა, ივან ურგანტთან ერთად პრესტიჟულ გიმნაზიაში სწავლობდა. მათ შორის გრძნობები კი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაღვივდა.

სკოლის დასრულების შემდეგ ნატალიამ მაშინვე გაიცნო, მასზე 10 წლით უფროსი მამაკაცი - თეიმურაზ კუტალია. გათხოვებიდან მალევე, 19 წლის ასაკში, ნატალიას და თეიმურაზს ვაჟი, ნიკო შეეძინათ. სამი წლის შემდეგ, კი 2000 წელს, ქალიშვილი - ერიკა.

თუმცა, მიუხედავად ორი შვილისა, თეიმურაზსა და ნატალიას ბედნიერი ერთობლივი ცხოვრება არ ჰქონდათ. 10 წლიანი ქორწინების შემდეგ, კიკნაძემ ქმარი მიატოვა და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

ურგანტის ქართველი მეუღლის ქართველი შვილებიდან ერიკა კუტალია ლონდონში სწავლობს. უფროსი ვაჟი კი, მამასთან ერთად - სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს…