მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის საკითხი, რომლის განხილვაც მედიის წინ უნდა მოხდეს... ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებლობს, რუსეთია" - დეგნანი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე
"ეს არ არის საკითხი, რომლის განხილვაც მედიის წინ უნდა მოხდეს... ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებლობს, რუსეთია" - დეგნანი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბია და მათი გარ­კვე­ვა სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა მოხ­დეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მი­ზა­ნია აი­ძუ­ლონ პუ­ტი­ნი, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომი შე­წყვი­ტოს, ამ სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ში ერ­თი­ა­ნო­ბას კი გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ არ და­უშ­ვე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დით ავ­ლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ და ვფიქ­რობ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ არა­ვის შე­უძ­ლია ამ ომის შე­ჩე­რე­ბა. ბა­ტონ­მა პუ­ტინ­მა და­ი­წყო ეს ომი და მას შე­უძ­ლია შე­წყვი­ტოს ის დღეს­ვე. ეს სას­ტი­კი, ბარ­ბა­რო­სუ­ლი თავ­დას­ხმა მე­ზო­ბელ სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნა­ზე. სან­ქცი­ე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია იმის­თვის, რომ აი­ძუ­ლონ ის, შე­წყვი­ტოს ომი და ერ­თი­ა­ნო­ბა სან­ქცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ში კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ზე­წო­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ეს არის ის, რაც სან­ქცი­ებს ასეთ ძლი­ერ ია­რა­ღად აქ­ცევს. ასე რომ, ჩვენ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით, რომ სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მი დარ­ჩეს ძა­ლი­ან მტკი­ცე, მჭიდ­რო ქსე­ლად, რო­მე­ლიც მო­ახ­დენს ზე­წო­ლას კრემ­ლის რე­ჟიმ­ზე, შე­წყვი­ტოს ომი“,- აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

ელჩს და­უს­ვეს შე­კი­თხვა უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დმიტ­რო კუ­ლე­ბას კო­მენ­ტარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ელო­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და და­მა­ჯე­რე­ბელ არ­გუ­მენ­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს­გან, რომ ისი­ნი არ ეხ­მა­რე­ბი­ან რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლა­ში.

"ვფიქ­რობ, ეს არ არის სა­კი­თხი, რომ­ლის გან­ხილ­ვაც მე­დი­ის წინ უნდა მოხ­დეს. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კი­თხია და მის გა­და­საჭ­რე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მოხ­დეს სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, ვინც ასე­თი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბით სარ­გებ­ლობს, რუ­სე­თია მტკი­ცედ მო­ვუ­წო­დებ, ეს სა­კი­თხი გა­და­ტა­ნილ იყოს შე­სა­ბა­მის არ­ხებ­ზე, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლი“, – გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რ. ბ.
6

როგორ მაგონებს ჯორჯ ბაირონს!

ლავე
37

გასაგებად უთხრეს მთავრობას, თუ არა და მიასანქცირებენ ხელისუფლების წევრებს. 

ავტორი:

"ეს არ არის საკითხი, რომლის განხილვაც მედიის წინ უნდა მოხდეს... ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებლობს, რუსეთია" - დეგნანი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

"ეს არ არის საკითხი, რომლის განხილვაც მედიის წინ უნდა მოხდეს... ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებლობს, რუსეთია" - დეგნანი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებებია და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანია აიძულონ პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს, ამ სანქციების აღსრულებაში ერთიანობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება. ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეწყვიტოს ის დღესვე. ეს სასტიკი, ბარბაროსული თავდასხმა მეზობელ სუვერენულ ქვეყანაზე. სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ ის, შეწყვიტოს ომი და ერთიანობა სანქციების აღსრულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ზეწოლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც სანქციებს ასეთ ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ სანქციების რეჟიმი დარჩეს ძალიან მტკიცე, მჭიდრო ქსელად, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლის რეჟიმზე, შეწყვიტოს ომი“,- აღნიშნა ელჩმა.

ელჩს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას კომენტართან დაკავშირებით, რომ უკრაინული მხარე ელოდება ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი არ ეხმარებიან რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

"ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომლის განხილვაც მედიის წინ უნდა მოხდეს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მის გადასაჭრელად აუცილებელია, მოხდეს სამთავრობო არხების გამოყენება. ერთადერთი, ვინც ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებლობს, რუსეთია მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.