პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ყველაფერი ფრონტისთვის მუშაობს, ყველა ფრონტისთვის ცოცხლობს" - რას წერს წალენჯიხის მერი, რომელიც უკრაინაში იმყოფება
"აქ ყველაფერი ფრონტისთვის მუშაობს, ყველა ფრონტისთვის ცოცხლობს" - რას წერს წალენჯიხის მერი, რომელიც უკრაინაში იმყოფება

გია ხარ­ჩი­ლა­ვა, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია, რო­მელ­მაც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა და წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც ლვო­ვის სამ­ხა­რეო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან" ვი­გებთ, ის რუ­სეთ­თან ბრძო­ლა­ში მყოფ ქვე­ყა­ნა­ში, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით ჩა­ვი­და.

"აქ ყვე­ლა­ფე­რი ფრონ­ტის­თვის მუ­შა­ობს, ყვე­ლა ფრონ­ტის­თვის ცო­ცხლობს. პა­ტა­რა ოთა­ხებ­ში, პა­ტა­რა ფარ­თში, მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბია. კე­რა­ვენ, ადუ­ღე­ბენ - ვი­საც რა შე­უძ­ლია... მთე­ლი გრა­მა­დი­დან შე­იკ­რიბ­ნენ ავ­ტო­მე­ქა­ნი­კო­სე­ბი. მოჰ­ყავთ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი,სპეც-ტექ­ნი­კა. მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­კე­თე­ბა და აღ­დგე­ნა... შე­იკ­რიბ­ნენ მკე­რა­ვი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. ოთა­ხი "მმა­ჩის ბი­უ­რო­ში". კე­რა­ვენ...

იგო­რი მე­უბ­ნე­ბა, ჩემს სა­წარ­მო­ში შემ­დუ­ღებ­ლე­ბი არი­ან და მო­ვი­ფიქ­რეთ რა შეგ­ვეძ­ლოო - ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზღარ­ბებს აწარ­მო­ე­ბენ. ყველ­გან ხა­ტე­ბია და ყვე­ლა ლო­ცუ­ლობს", - და­წე­რა მან 3 აპ­რილს.

ამ ცოტა ხნის წინ, ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

დილა მშვი­დო­ბი­სა. აქ ყოფ­ნაც უკვე გან­ცდას ბა­დებს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ბრძო­ლის, ერ­თო­ბის, უტე­ხო­ბის გან­ცდას, ის­ტო­რი­ა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, სწო­რად ცხოვ­რე­ბის, იდე­ა­ლე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის... და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აქ, უკ­რა­ი­ნა­ში, ამ ომში, (ვის­თვის - სხვის ომში) მი­მარ­თა­ვენ ერ­თმა­ნეთს ასე: "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მხო­ლოდ!". "შევ­ხვდე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ­ში!"

კი­ე­ვი დგას!

უკ­რა­ი­ნა დგას!

თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­აც!" - წერს გია ხარ­ჩი­ლა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
5

მაგარი კაცი, პატრიოტი, გულანთებული და პატიოსანი!!! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

თემიდა
3

ცოტაშაშინებული და გამოძინებული სიფათი რომ არა 

"აქ ყველაფერი ფრონტისთვის მუშაობს, ყველა ფრონტისთვის ცოცხლობს" - რას წერს წალენჯიხის მერი, რომელიც უკრაინაში იმყოფება

"აქ ყველაფერი ფრონტისთვის მუშაობს, ყველა ფრონტისთვის ცოცხლობს" - რას წერს წალენჯიხის მერი, რომელიც უკრაინაში იმყოფება

გია ხარჩილავა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დაიკავა, უკრაინაში იმყოფება. როგორც ლვოვის სამხარეო ხელმძღვანელობის ოფიციალური "ფეისბუქგვერდიდან" ვიგებთ, ის რუსეთთან ბრძოლაში მყოფ ქვეყანაში, ჰუმანიტარული მისიით ჩავიდა.

"აქ ყველაფერი ფრონტისთვის მუშაობს, ყველა ფრონტისთვის ცოცხლობს. პატარა ოთახებში, პატარა ფართში, მცირე საწარმოებია. კერავენ, ადუღებენ - ვისაც რა შეუძლია... მთელი გრამადიდან შეიკრიბნენ ავტომექანიკოსები. მოჰყავთ სატვირთო მანქანები,სპეც-ტექნიკა. მიმდინარეობს შეკეთება და აღდგენა... შეიკრიბნენ მკერავი ქალბატონები. ოთახი "მმაჩის ბიუროში". კერავენ...

იგორი მეუბნება, ჩემს საწარმოში შემდუღებლები არიან და მოვიფიქრეთ რა შეგვეძლოო - ტანკსაწინააღმდეგო ზღარბებს აწარმოებენ. ყველგან ხატებია და ყველა ლოცულობს", - დაწერა მან 3 აპრილს.

ამ ცოტა ხნის წინ, ქართველ მებრძოლებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

დილა მშვიდობისა. აქ ყოფნაც უკვე განცდას ბადებს, თავისუფლების, ბრძოლის, ერთობის, უტეხობის განცდას, ისტორიაში თანამონაწილეობის, სწორად ცხოვრების, იდეალების წინაშე პასუხისმგებლობის... და ეს ადამიანები აქ, უკრაინაში, ამ ომში, (ვისთვის - სხვის ომში) მიმართავენ ერთმანეთს ასე: "საქართველოსთვის მხოლოდ!". "შევხვდებით აღმოსავლეთში!"

კიევი დგას!

უკრაინა დგას!

თავისუფლების იდეაც!" - წერს გია ხარჩილავა "ფეისბუქის" გვერდზე.