პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილმა ბიზნესმენმა, მარლენ მეტონიძემ საავადმყოფო დატოვა, რადგან მას პოლიცია აღარ იცავს
"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილმა ბიზნესმენმა, მარლენ მეტონიძემ საავადმყოფო დატოვა, რადგან მას  პოლიცია აღარ იცავს

"ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან“ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და დაჭ­რის საქ­მის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა ფი­გუ­რან­ტმა, ბიზ­ნეს­მენ­მა, მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძემ, რო­მე­ლიც დაჭ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო და­ტო­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი, მარ­ლენ მეტ­რე­ველს დაც­ვა მო­უხ­სნეს, მას პო­ლი­ცია აღარ იცავ­და, რის გა­მოც, სა­ა­ვად­მყო­ფოს სას­წრა­ფოდ და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ბიზ­ნეს­მე­ნი კლი­ნი­კი­დან პი­რად­მა დაც­ვამ და ად­ვო­კატ­მა თა­მარ აბე­სა­ძემ გა­იყ­ვა­ნეს.

ამა­ვე საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთ პირს, "საგ­ზაო კომ­პა­ნია თბი­ლი­სის“ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვილს, რომ­ლის ოფის­შიც სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა მოხ­და, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა დღეს შე­უ­ფარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ 4 ბრალ­დე­ბულს - კობა მეტ­რე­ველს, გი­ორ­გი გე­ლო­ვანს, გი­ორ­გი ას­ლა­ნიშ­ვილ­სა და გი­ორ­გი პეტ­რუშ­კოვს, მათ მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო დღეს იმ­სჯე­ლებს.

3 აპ­რილს, თბი­ლის­ში, "ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან“, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი საგ­ზაო კომ­პა­ნი­ის ოფის­ში, სა­დაც ორ­მხრი­ვი სრო­ლა იყო, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, 2 პირი - კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძე კი მოკ­ლეს. კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას ძმა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლის ოფის­ში კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას­თან და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძეს­თან სა­სა­უბ­როდ მათი ნაც­ნო­ბი - ბიზ­ნეს­მე­ნი მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე 17 ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მელ­თა­გა­ნაც 5 პირი მისი პი­რა­დი დაც­ვა იყო. სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ამ ბიზ­ნეს­მენ მე­ტო­ნი­ძი­სა და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე, ოთარ ბარ­კა­ლა­ია და და­ვით ცის­კა­რიშ­ვი­ლი და­იჭრ­ნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ბიზ­ნეს­მე­ნის დაც­ვის წევ­რმა კობა მეტ­რე­ველ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

და­უდ­გე­ნე­ლია პირი, რომ­ლის გას­რო­ლი­თაც ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე შეხ­ვედ­რის ად­გილ­ზე ბრო­ნის ჟი­ლე­ტით იყო მი­სუ­ლი. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ცნო­ბით, ოფის­ში, სა­დაც სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, ია­ტაკ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ცე­ლოფ­ნე­ბი იყო მო­ფე­ნი­ლი, რაც ად­ვო­კა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, შე­საძ­ლოა, მკვლე­ლო­ბის წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს.

კონ­ფლიქ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით, 20 პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე პირ­თა წრის გაზ­რდას არ გა­მო­რი­ცხავს.

სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე 5 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს გი­ორ­გი გე­ლო­ვა­ნი, გი­ორ­გი ას­ლა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი პეტ­რუშ­კო­ვი. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით - და­კა­ვე­ბუ­ლია კობა მეტ­რე­ვე­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით კი, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლი.

გიო
3

ე.წ. ჟურნალისტებს! ჯერ შეისწავლეთ საკითხი, შემდეგ ისწავლეთ ქართული წერა –კითხვა და მხოლოდ ამის მერე წერეთ სტატიები და გაავრცელთ ინფორმაცია.

ავტორი:

"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილმა ბიზნესმენმა, მარლენ მეტონიძემ საავადმყოფო დატოვა, რადგან მას პოლიცია აღარ იცავს

"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილმა ბიზნესმენმა, მარლენ მეტონიძემ საავადმყოფო დატოვა, რადგან მას  პოლიცია აღარ იცავს

"ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, ბიზნესმენმა, მარლენ მეტონიძემ, რომელიც დაჭრილ მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფებოდა, საავადმყოფო დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მარლენ მეტრეველს დაცვა მოუხსნეს, მას პოლიცია აღარ იცავდა, რის გამოც, საავადმყოფოს სასწრაფოდ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესმენი კლინიკიდან პირადმა დაცვამ და ადვოკატმა თამარ აბესაძემ გაიყვანეს.

ამავე საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთ პირს, "საგზაო კომპანია თბილისის“ დირექტორს, გიორგი ქველიაშვილს, რომლის ოფისშიც სისხლიანი გარჩევა მოხდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.

რაც შეეხება დანარჩენ 4 ბრალდებულს - კობა მეტრეველს, გიორგი გელოვანს, გიორგი ასლანიშვილსა და გიორგი პეტრუშკოვს, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან“, გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ.

აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ბრონის ჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც ადვოკატების განმარტებით, შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკოვი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.