სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად არის უსაფრთხოება, სად არის მშვიდობა? რა არის გარანტიები, რომელიც თქვენ უნდა უზრუნველყოთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს
"სად არის უსაფრთხოება, სად არის მშვიდობა? რა არის გარანტიები, რომელიც თქვენ უნდა უზრუნველყოთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ, გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ვი­დე­ო­ჩარ­თვი­სას მო­უ­წო­და, უზ­რუნ­ველ­ყოს უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი.

"სად არის უსაფრ­თხო­ე­ბა, რომ­ლის გა­რან­ტი­აც უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო არ­სე­ბობს, ის იქ არ არის.

სად არის მშვი­დო­ბა? რა არის ის გა­რან­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს?

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ გა­ე­როს წეს­დე­ბის 1-ლი მუხ­ლის პირ­ვე­ლი თავი. რა არის ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი? მისი მი­ზა­ნია მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ახლა კი გა­ე­როს წეს­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ირ­ღვა. რა აზრი აქვს ყვე­ლა სხვა მუხლს?“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

ზე­ლენ­სკიმ რუ­სე­თის ქმე­დე­ბებს, სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულს უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ მას სრუ­ლი და გამჭვირ­ვა­ლე გა­მო­ძი­ე­ბა სურს.

"სა­ჭი­როა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს ჩარ­თუ­ლო­ბა და სრუ­ლი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­ე­როს ყვე­ლა წევ­რი ქვე­ყა­ნა ამით უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. რა­ტომ?

იმი­სათ­ვის, რომ ის და­ი­სა­ჯოს, ვინც თავს პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად თვლის და სჯე­რა, რომ ყვე­ლაფ­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა შე­უძ­ლია. ასე, რომ აჩ­ვე­ნეთ სხვა ომის პო­ტენ­ცი­ურ დამ­ნა­შა­ვე­ებს მსოფ­ლი­ო­ში, რო­გორ და­ის­ჯე­ბი­ან ისი­ნი”, - მო­უ­წო­და მან გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
35

ვის უნდა დააბრალო? მშვენიერი ანდაზა, გააქეზეს მურია და შეაჭამეს დათვსაო..

ინოლა
48

არც ვიცი, ვის რა დავაბრალო? ფაქტია, დასავლეთმა უბიძგა და ზელენსკიც მათი იმედით ჩაება ბრძოლაში. ახლა 40 დღეა ყველას ეხვეწება და ამუნათებს, მაგრამ თურმე ყველა საკუთარ ინტერესებს იცავს. ასეთ სიტუაციაში ჩვენც რომ გვიბიძგებენ არდათმობისკენ, ეს მაგიჟებს.

ავტორი:

"სად არის უსაფრთხოება, სად არის მშვიდობა? რა არის გარანტიები, რომელიც თქვენ უნდა უზრუნველყოთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს

"სად არის უსაფრთხოება, სად არის მშვიდობა? რა არის გარანტიები, რომელიც თქვენ უნდა უზრუნველყოთ?" - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოჩართვისას მოუწოდა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

"სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭო არსებობს, ის იქ არ არის.

სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს?

მინდა შეგახსენოთ გაეროს წესდების 1-ლი მუხლის პირველი თავი. რა არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. ახლა კი გაეროს წესდება ფაქტობრივად დაირღვა. რა აზრი აქვს ყველა სხვა მუხლს?“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ რუსეთის ქმედებებს, სამხედრო დანაშაულს უწოდა და აღნიშნა, რომ მას სრული და გამჭვირვალე გამოძიება სურს.

"საჭიროა ჟურნალისტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართულობა და სრული ანგარიშვალდებულება. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს ყველა წევრი ქვეყანა ამით უნდა იყოს დაინტერესებული. რატომ?

იმისათვის, რომ ის დაისაჯოს, ვინც თავს პრივილეგირებულად თვლის და სჯერა, რომ ყველაფრისგან თავის დაღწევა შეუძლია. ასე, რომ აჩვენეთ სხვა ომის პოტენციურ დამნაშავეებს მსოფლიოში, როგორ დაისჯებიან ისინი”, - მოუწოდა მან გაეროს უშიშროების საბჭოს.