პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოველმა ნათესავმა ომზე საუბარი ამიკრძალა, გვისმენენო... ჩვენ ჭურვებს გვესვრიან, მაგრამ მათზე ბევრად თავისუფლები ვართ" - რას ჰყვება ხარკოველი ქალი?
"მოსკოველმა ნათესავმა ომზე საუბარი ამიკრძალა, გვისმენენო... ჩვენ ჭურვებს გვესვრიან, მაგრამ მათზე ბევრად თავისუფლები ვართ" - რას ჰყვება ხარკოველი ქალი?

უკ­რა­ი­ნას მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ტო­ვებს და ცდი­ლობს გა­დარ­ჩეს. უამ­რა­ვი მათ­გა­ნი, იმ იმე­დით, რომ მალე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან, დრო­ე­ბით სამ­სა­ხურს ეძებს, ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზო­გიც უცხო­ეთ­ში.

ვა­ლენ­ტი­ნა სი­ომ­კინ­მა ახ­ლა­ხან გა­მო­აღ­წია უკ­რა­ი­ნი­დან და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან გა­მო­ემ­გზავ­რა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თან აქვს სა­პენ­სიო ბა­რა­თი, მაგ­რამ შინ დარ­ჩა სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტი. მისი სახ­ლი და­ბომ­ბეს. ხარ­კოვ­ში მისი ქუჩა მი­წას­თან არის გას­წო­რე­ბუ­ლი. შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­რი­უ­პოლ­ში ჰყავს, რო­მე­ლიც დღეს ოკუ­პან­ტე­ბის მიერ მი­წას­თან არის გას­წო­რე­ბუ­ლი.

ვა­ლენ­ტი­ნა სი­ომ­კი­ნა:

- ახლა მთა­ვა­რია, ფიქ­რებს არ ავ­ყვე და არ შე­ვი­შა­ლო. ამი­ტომ და არა მხო­ლოდ ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყო. ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი გან­ვი­ხი­ლე. ჩემი ერთი ახლო ნა­თე­სა­ვი წლე­ბია, რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. დღეს და­მი­რე­კა, მო­სა­კი­თხად. ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია ჰქონ­და და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც მუ­შა­ობ­და. ვკი­თხე, ახლა რა ხდე­ბა-მეთ­ქი.

გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი არ ვა­პი­რებ­დი იქ წას­ვლას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ბია მყავ­და რუსი. აქამ­დე, ომამ­დე, მა­რი­უ­პო­ლის მი­წას­თან გას­წო­რე­ბამ­დე მე­გო­ნა, რომ ეს ხალ­ხი უცხო არ იყო ჩემ­თვის. ჩემი ნა­თე­სა­ვი იქ გა­ი­ზარ­და, იქ ის­წავ­ლა, რუს­ზეა გა­თხო­ვი­ლი. ომამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვი­სა­უბ­რეთ, მამ­შვი­დებ­და და მა­ი­მე­დებ­და, რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თით­ქმის ერთი ხალ­ხია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მათ შო­რის ტყვია გა­ვარ­დე­სო. ახლა და­მი­რე­კა და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

- რა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი. პირ­ველ რიგ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის. რო­დე­საც ჩემი ოჯა­ხის და­კარ­გულ წევ­რებ­ზე მკი­თხა, ვუ­თხა­რი, და­კარ­გულ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე სამ კვი­რა­ზე მე­ტია არა­ფე­რი ვიცი-მეთ­ქი. უეც­რად ხე­ლის მოძ­რა­ო­ბით გა­მა­წყვე­ტი­ნა, ომსა და უკ­რა­ი­ნა­ზე ნუ­რა­ფერს მე­ტყვი, არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ის­მი­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა­სო... სამ­სა­ხურ­ზე ვკი­თხე, ისე­თი მძი­მე პე­რი­ო­დია, ყვა­ვი­ლე­ბი ვის რად უნდა, ხალ­ხი საჭ­მლის მა­რაგს იკე­თებს, არ ვი­ცით, ხვალ რა იქ­ნე­ბაო. არა­ვინ იცის, ერთი კვი­რის შემ­დეგ, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, რად­გან ყო­ველ დღე მძიმ­დე­ბა ფო­ნიო... უფრო სწო­რად, მე ვე­კი­თხე­ბო­დი, ქუ­ჩა­ში ომო­ნის და როსგვარ­დი­ის სულ უფრო მეტი ხალ­ხი გა­მოჰ­ყავთ, ასეა-მეთ­ქი?.. კი, ბევ­რი ძა­ლო­ვა­ნია ქუ­ჩა­ში, ალ­ბათ და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვი­სო. ჩემს ყვე­ლა კი­თხვას ში­შით უს­მენ­და, რამე ისე­თი არ მე­კი­თხა. მთე­ლი სა­უბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლი იყო.

ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ომია. ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მაჩ­ნდა დავ­კარ­გე, არა­ფე­რი ვიცი, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. რა­საც ვხე­დავ, საფ­ლა­ვე­ბიც კი არ გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლია, მაგ­რამ ვიცი, რომ ომია, მტე­რი დაგ­ვეს­ხა თავს და რო­დე­საც ახ­ლობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ჩვენს ტრა­გე­დი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, ბო­ლო­ში ვამ­ბობთ, რომ ჩვე­ნი სახ­ლი გვე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ომია, იმე­დია, დავ­ბრუნ­დე­ბით... რუ­სეთ­ში კი, რა ხდე­ბა, მგო­ნი თა­ვა­დაც ვერ გა­ურ­კვე­ვი­ათ, არ უნ­დათ, ილა­პა­რა­კონ პრობ­ლე­მებ­ზე, და­უც­ველ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, დე­ფი­ციტ­ზე. ჩვენს ქვე­ყა­ნას ჭურ­ვებს ეს­ვრი­ან, მაგ­რამ ჩვენ ბევ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვართ, ვიდ­რე ისი­ნი. და თუ ვინ­მე მკი­თხავს, რის­თვის გინ­დო­დათ ომი, მშვი­დო­ბა არ ჯობ­და? მშვი­დო­ბას არა­ფე­რი ჯო­ბია, სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი, მაგ­რამ რუ­სეთ­ში რაც ხდე­ბა მშვი­დო­ბა არ არის, ისე­თი მშვი­დო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩვენ­თან, ამი­ტომ ჩავ­ვარ­დით ასეთ დღე­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Simartle
1

რად გინდა ეს ქალბატონი.მე პირადად დავუკავშირდი რამოდენიმე პირს მოსკოვში და პეტერბურგში, ყველა საუბარს იწყებს იმით რომ- ყველაფერი ვიცით, მაგრამ ვერ დაგელაპარაკებით რადგან ყველაფერს უსმენენ.

 

ირა
2

დიდება თავისუფლებას,დიდება უკრაინას,

ავტორი:

"მოსკოველმა ნათესავმა ომზე საუბარი ამიკრძალა, გვისმენენო... ჩვენ ჭურვებს გვესვრიან, მაგრამ მათზე ბევრად თავისუფლები ვართ" - რას ჰყვება ხარკოველი ქალი?

"მოსკოველმა ნათესავმა ომზე საუბარი ამიკრძალა, გვისმენენო... ჩვენ ჭურვებს გვესვრიან, მაგრამ მათზე ბევრად თავისუფლები ვართ" - რას ჰყვება ხარკოველი ქალი?

უკრაინას მილიონობით ადამიანი ტოვებს და ცდილობს გადარჩეს. უამრავი მათგანი, იმ იმედით, რომ მალე სამშობლოში დაბრუნდებიან, დროებით სამსახურს ეძებს, ნაწილი საქართველოში, ზოგიც უცხოეთში.

ვალენტინა სიომკინმა ახლახან გამოაღწია უკრაინიდან და საქართველოში, ნათესავებთან გამოემგზავრა. საბედნიეროდ, თან აქვს საპენსიო ბარათი, მაგრამ შინ დარჩა საზღვარგარეთის პასპორტი. მისი სახლი დაბომბეს. ხარკოვში მისი ქუჩა მიწასთან არის გასწორებული. შვილები და შვილიშვილები მარიუპოლში ჰყავს, რომელიც დღეს ოკუპანტების მიერ მიწასთან არის გასწორებული.

ვალენტინა სიომკინა:

- ახლა მთავარია, ფიქრებს არ ავყვე და არ შევიშალო. ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ ვფიქრობ, რომ სამსახური დავიწყო. ნათესავებთან ერთად, სხვადასხვა ვარიანტი განვიხილე. ჩემი ერთი ახლო ნათესავი წლებია, რუსეთში ცხოვრობს. დღეს დამირეკა, მოსაკითხად. ყვავილების მაღაზია ჰქონდა და ძალიან წარმატებულადაც მუშაობდა. ვკითხე, ახლა რა ხდება-მეთქი.

გამოუვალ მდგომარეობაშიც კი არ ვაპირებდი იქ წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ბებია მყავდა რუსი. აქამდე, ომამდე, მარიუპოლის მიწასთან გასწორებამდე მეგონა, რომ ეს ხალხი უცხო არ იყო ჩემთვის. ჩემი ნათესავი იქ გაიზარდა, იქ ისწავლა, რუსზეა გათხოვილი. ომამდე რამდენიმე დღით ადრე ვისაუბრეთ, მამშვიდებდა და მაიმედებდა, რუსები და უკრაინელები თითქმის ერთი ხალხია, წარმოუდგენელია მათ შორის ტყვია გავარდესო. ახლა დამირეკა და მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა.

- რა სახის პრობლემები აქვთ?

- ყველანაირი. პირველ რიგში, უსაფრთხოების. როდესაც ჩემი ოჯახის დაკარგულ წევრებზე მკითხა, ვუთხარი, დაკარგულ ოჯახის წევრებზე სამ კვირაზე მეტია არაფერი ვიცი-მეთქი. უეცრად ხელის მოძრაობით გამაწყვეტინა, ომსა და უკრაინაზე ნურაფერს მეტყვი, არ შეიძლება, ყველაფერი ისმინება და შეიძლება, პრობლემები შემექმნასო... სამსახურზე ვკითხე, ისეთი მძიმე პერიოდია, ყვავილები ვის რად უნდა, ხალხი საჭმლის მარაგს იკეთებს, არ ვიცით, ხვალ რა იქნებაო. არავინ იცის, ერთი კვირის შემდეგ, როგორი ვითარება იქნება ქვეყანაში, რადგან ყოველ დღე მძიმდება ფონიო... უფრო სწორად, მე ვეკითხებოდი, ქუჩაში ომონის და როსგვარდიის სულ უფრო მეტი ხალხი გამოჰყავთ, ასეა-მეთქი?.. კი, ბევრი ძალოვანია ქუჩაში, ალბათ დამატებითი უსაფრთხოებისთვისო. ჩემს ყველა კითხვას შიშით უსმენდა, რამე ისეთი არ მეკითხა. მთელი საუბრის განმავლობაში დაძაბული იყო.

ჩემს ქვეყანაში ომია. ყველაფერი, რაც გამაჩნდა დავკარგე, არაფერი ვიცი, ოჯახის წევრებზე. რასაც ვხედავ, საფლავებიც კი არ გაპარტახებულია, მაგრამ ვიცი, რომ ომია, მტერი დაგვესხა თავს და როდესაც ახლობლები ერთმანეთთან ჩვენს ტრაგედიაზე ვსაუბრობთ, ბოლოში ვამბობთ, რომ ჩვენი სახლი გვენატრება, მაგრამ რას ვიზამთ, ომია, იმედია, დავბრუნდებით... რუსეთში კი, რა ხდება, მგონი თავადაც ვერ გაურკვევიათ, არ უნდათ, ილაპარაკონ პრობლემებზე, დაუცველ უსაფრთხოებაზე, დეფიციტზე. ჩვენს ქვეყანას ჭურვებს ესვრიან, მაგრამ ჩვენ ბევრად თავისუფლები ვართ, ვიდრე ისინი. და თუ ვინმე მკითხავს, რისთვის გინდოდათ ომი, მშვიდობა არ ჯობდა? მშვიდობას არაფერი ჯობია, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ რუსეთში რაც ხდება მშვიდობა არ არის, ისეთი მშვიდობა რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, ამიტომ ჩავვარდით ასეთ დღეში.