პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები... ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ" - ირაკლი ღარიბაშვილი
"რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები... ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გვჭირ­დე­ბა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში და­მა­ტე­ბით ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა. ტემ­პე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ვაჩ­ქა­როთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ჰესი ავა­შე­ნოთ, იქ­ნე­ბა ეს მცი­რე, სა­შუ­ა­ლო ზო­მის, თუ დიდი ჰე­სე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ ეტაპ­ზე, სა­ბო­ლოო მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­მა­ვალ კვი­რას პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც ბიზ­ნესს კონ­კრე­ტულ შე­თა­ვა­ზე­ბა­თა პა­კეტს წა­რუდ­გე­ნენ.

"ჩვენ გვჭირ­დე­ბა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში და­მა­ტე­ბით ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა. ტემ­პე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ვაჩ­ქა­როთ და ავა­შე­ნოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ჰესი სა­ქარ­თვე­ლო­ში, იქ­ნე­ბა ეს მცი­რე, სა­შუ­ა­ლო ზო­მის, თუ დიდი ჰე­სე­ბი. ამის თა­ო­ბა­ზე მე და­ვა­ვა­ლე ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს, ასე­ვე ფი­ნანსთა მი­ნისტრს. უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ბო­ლოო მო­დელს წარ­მო­გიდ­გენთ და ვფიქ­რობ, რომ მო­მა­ვალ კვი­რა­ში მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა ბიზ­ნესს გა­ვუ­კე­თო, რომ ამით ხელი შე­ე­წყოს დარ­გში გე­ნე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოხ­დეს ამ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

ჩვენ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მო­თხოვ­ნა წლი­დან წლამ­დე გვეზ­რდე­ბა. მოხ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბა. ამ დროს გე­ნე­რა­ცია მო­თხოვ­ნი­სას და მოხ­მა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა, რაც, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი რის­კის ქვეშ აყე­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას, ზო­გა­დად ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბას და ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­მა­ვალ კვი­რა­ში გვექ­ნე­ბა პრე­ზენ­ტა­ცია და ბიზ­ნესს ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­თა პა­კეტს წარ­ვუდ­გენთ," - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
6

არავითარი ჰესების აშენება. ამის ოცნება უნდა დასრულდეს საქართველოში. ალბათ ფული შემოაკლკდა მთავრობას. 

სინამდვილე
0

დაიწყება ურა პატრიოტობანას თამაში,ლოზუნგებით:,მიწას არ გავყიდი,უცხოური ინვესტიცია არ გვინდა, ტყეები და საძოვრები დაგვეკარგება,ფრესკები ცვივა,ყურძენს ფერი დაეკარგება,ტურისტი არ შემოვა 20 ლარიანი, მიწა გლეხებს, ჩემს მამაპაპისეულს არ დავთმობ,ისინი ფულს შოულობენ, საქეიფო ადგილები დაიკარგება,ეკალას ვერ მოვკრიფავ,ნესტიანობა მოიმატებს. მეწყერები წამოვა და სახლს და გზას დამინგრევს. მოკლედ ამ ლოგიკით ენგურ ჰესი და ჟინვალ ჰესი დასანგრევია! აი ასეთ ხალხს აფინანსებენ თავის სასიკეთოთ ჩვენი არაკეთილმოსურნეები!

ავტორი:

"რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები... ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

"რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები... ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ და საქართველოში, რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, საბოლოო მოდელის შემუშავება მიმდინარეობს და მომავალ კვირას პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ბიზნესს კონკრეტულ შეთავაზებათა პაკეტს წარუდგენენ.

"ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ და ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები. ამის თაობაზე მე დავავალე ეკონომიკის მინისტრს, ასევე ფინანსთა მინისტრს. უახლოეს რამდენიმე დღეში საბოლოო მოდელს წარმოგიდგენთ და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, რომ ეს შეთავაზება ბიზნესს გავუკეთო, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის სუბიექტების მშენებლობას და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა.

ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა წლიდან წლამდე გვეზრდება. მოხმარება იზრდება. ამ დროს გენერაცია მოთხოვნისას და მოხმარებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას, ამიტომ ამ მიმართულებით, მომავალ კვირაში გვექნება პრეზენტაცია და ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს წარვუდგენთ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.