პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის, მარიტა რატიანის ინფორმაციით, ბათუმში თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ცოტნე კობერიძე დააკავეს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა კობერიძე იმიტომ დააკავეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს "ბიძინას მონა" მიაძახა.
"ბათუმში იყო ჩასული პრემიერი, როგორც იცით, გზად მიმავალს ცოტნემ მიაძახა "ბიძინას მონაო" და მხოლოდ ამის გამო დააკავეს ის სამართალდამცველებმა. არანაირი აქცია არ იყო. უბრალოდ დაინახა გზაში და მიაძახა. " - უთხრა ambebi. ge - ს მარიტა რატიანმა.
პარტიის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც დაკავების ფაქტია აღბეჭდილი. სამართალდამცავები კობერიძეს ეუბნებიან, რომ ადმინსიტრაციული წესით აკავებენ.
ცნობისთვის, პრემიერი დღეს აჭარაში იმყოფებოდა. "გირჩი მეტი თავისუფლების" ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩაქვის ძალოსნობის მშენებარე ბაზას ათვალიერებდა.
რაც ჯაფარიძეა, ისეთები ჰყავთ პარტიაში. დიახაც უნდა დაისაჯოს. ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. ძალიან თავსგასულია ჯაფარიძე და ისეთები ჰყავთ პარტიაშიც
სიტყვისთვის რომ კანონი დასჯადი გახდეს მთელი პარლამენტი ძველი ტუ ახალი ციხეში იქნება