პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, არ გვაქვს მისწრაფება ომისადმი" - რუსეთის პატრიარქი კირილი
"ჩვენ მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, არ გვაქვს მისწრაფება ომისადმი" - რუსეთის პატრიარქი კირილი

მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი რუს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს მო­უ­წო­დებს, უერ­თგუ­ლონ სამ­ხედ­რო ფიცს ბო­ლომ­დე და გა­ი­თა­ვი­სონ "არ­სე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა“, ხალ­ხი კი - მიხ­ვდეს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრო დად­გა, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მისი ბედი.

ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მსოფ­ლი­ოს ქვე­ყა­ნა­თა უმე­ტე­სო­ბა ერთი ძა­ლის კო­ლო­სა­ლუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა, რო­მე­ლიც დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ხალ­ხის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ძალა გახ­და და ჩვენ ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ. რო­დე­საც ვამ­ბობ "ჩვენ“, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბიც, პირ­ველ რიგ­ში და არა მხო­ლოდ. მთელ­მა ჩვენ­მა ხალ­ხმა უნდა გა­იღ­ვი­ძოს, მიხ­ვდეს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრო დად­გა, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყოს ჩვე­ნი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი ბე­დიღ­ბა­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ვარ დღეს აქ, რათა შევ­ხვედ­რო­დი, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მი­მე­მარ­თა მათ­თვის, მათი მეშ­ვე­ო­ბით, ჩვე­ნი არ­მი­ი­სა და ფლო­ტის­თვის, სამ­შობ­ლოს ყვე­ლა დამ­ცვე­ლის­თვის - რათა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმ მო­მენ­ტი­სა, რო­მე­ლიც ახლა ხდე­ბა“ , - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თი მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნაა, მისი ხალ­ხი კი - "მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლი მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ერი“, რო­მე­ლიც ომის შე­დე­გად და­ზა­რალ­და.

რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რუ­სებს "არა­ვი­თა­რი მის­წრა­ფე­ბა არ აქვთ ომი­სად­მი ან იმის­კენ, რომ ვინ­მეს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ".

"არა­მედ ჩვენ ისე აღ­ვი­ზარ­დეთ მთე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ით, რომ გვიყ­ვარს სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და მზად ვიქ­ნე­ბით მის და­სა­ცა­ვად ისე, რო­გორც ეს რუ­სებს შე­უძ­ლი­ათ. სწო­რედ ჩვენ გა­დავ­ტე­ხეთ ხერ­ხე­მალ­ში ნა­ციზ­მი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებ­და მსოფ­ლი­ო­ში, რომ არა ჩვე­ნი ხალ­ხის გმი­რო­ბა“ , - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა.

მისი თქმით, გა­ნიც­დის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბენ სა­ო­მა­რი შე­ტა­კე­ბე­ბის ად­გი­ლებ­ში.

ის გა­მო­ვი­და მო­წო­დე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დეს, რომ შე­წყდეს სის­ხლისღვრა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

როგორიც ერიო, ისეთი ბერიო. შოვინიზმის ვირუსით მოწამლულები. უკრაინაში რა ჯოჯოხეთიც დაატრიალეს ყველა ვხედავთ.

გიორგი
1

მაინც ვერ ვხვდები, თუ რატომ არ გინდათ გაამჟღავნოთ ის, რომ რუსული ეკლესიის პატრიარქი კირილი გახლავთ წარმოშვებით ქართველი, რომლის წინაპრები იყვნენ სოფელი ოფშკვითიდან, და მათი გვარი იყო - გუნდაძე! კირილმა მერე მისი ქართული გვარი გადაიკეთა რუსულად და გახდა გუნდიაევი!

ავტორი:

"ჩვენ მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, არ გვაქვს მისწრაფება ომისადმი" - რუსეთის პატრიარქი კირილი

"ჩვენ მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, არ გვაქვს მისწრაფება ომისადმი" - რუსეთის პატრიარქი კირილი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი რუს სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდებს, უერთგულონ სამხედრო ფიცს ბოლომდე და გაითავისონ "არსებული მოვლენების ისტორიული მნიშვნელობა“, ხალხი კი - მიხვდეს, რომ განსაკუთრებული დრო დადგა, რომელზეც დამოკიდებული იქნება მისი ბედი.

ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობა ერთი ძალის კოლოსალური გავლენის ქვეშ მოექცა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა გახდა და ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. როდესაც ვამბობ "ჩვენ“, მხედველობაში მაქვს შეიარაღებული ძალებიც, პირველ რიგში და არა მხოლოდ. მთელმა ჩვენმა ხალხმა უნდა გაიღვიძოს, მიხვდეს, რომ განსაკუთრებული დრო დადგა, რომელზეც შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩვენი ხალხის ისტორიული ბედიღბალი. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, რათა შევხვედროდი, პირველ რიგში, ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, მიმემართა მათთვის, მათი მეშვეობით, ჩვენი არმიისა და ფლოტისთვის, სამშობლოს ყველა დამცველისთვის - რათა გააცნობიერონ ისტორიული მნიშვნელობა იმ მომენტისა, რომელიც ახლა ხდება“ , - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, რუსეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, მისი ხალხი კი - "მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი“, რომელიც ომის შედეგად დაზარალდა.

რუსეთის ეკლესიის მეთაური დარწმუნებულია, რომ რუსებს "არავითარი მისწრაფება არ აქვთ ომისადმი ან იმისკენ, რომ ვინმეს ზიანი მიაყენონ".

"არამედ ჩვენ ისე აღვიზარდეთ მთელი ჩვენი ისტორიით, რომ გვიყვარს საკუთარი ქვეყანა და მზად ვიქნებით მის დასაცავად ისე, როგორც ეს რუსებს შეუძლიათ. სწორედ ჩვენ გადავტეხეთ ხერხემალში ნაციზმი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებდა მსოფლიოში, რომ არა ჩვენი ხალხის გმირობა“ , - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, განიცდის იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცხოვრებენ საომარი შეტაკებების ადგილებში.

ის გამოვიდა მოწოდებით, ყველაფერი გაკეთდეს, რომ შეწყდეს სისხლისღვრა.