მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტის ტყუილში დადანაშაულება ზრდილობას მოკლებულია" - რა საპირისპირო განცხადებები ვრცელდება მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინიტრაციებიდან?
"პრეზიდენტის ტყუილში დადანაშაულება ზრდილობას მოკლებულია" - რა საპირისპირო განცხადებები ვრცელდება მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინიტრაციებიდან?

პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ბოლო პე­რი­ოდ­ში, არა­ერ­თხელ იქნა უარ­ყო­ფი­ლი ან რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­სა­ნიშ­ნად წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩე­ბის/მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­და­ტე­ბის სა­კი­თხი, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დღეს ერთ-ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ხელი მო­ე­წე­რა ყვე­ლა წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტის და­ნიშ­ვნას დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

"სამ­წუ­ხა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ ასა­ხავს რე­ა­ლურ სუ­რათს. გვსურს, კი­დევ ერთხელ გან­ვა­ცხა­დოთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ბოლო პე­რი­ოდ­ში, არა­ერ­თხელ იქნა უარ­ყო­ფი­ლი ან რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ და­სა­ნიშ­ნად წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩე­ბის/მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის კან­დი­და­ტე­ბის სა­კი­თხი.

აქვე, ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია მთავ­რო­ბას ანი­ჭებს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას, რო­მელ­შიც ასე­ვე მო­ი­აზ­რე­ბა ელ­ჩე­ბის და მი­სი­ებ­ში მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ნიშ­ვნე­ბის სა­კი­თხი და კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,რომ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­ში ელ­ჩე­ბი ინიშ­ნე­ბოდ­ნენ დრო­უ­ლად და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს უწყვე­ტო­ბის პრინ­ცი­პი, რაც სამ­წუ­ხა­როდ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის ფონ­ზე წარ­მო­ად­გენს რე­ა­ლურ პრობ­ლე­მას და სა­ჭი­რო­ებს დრო­ულ გა­და­წყვე­ტას. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ექ­მნე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იმოქ­მე­დებს გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან:

მათი ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტი­სა თუ მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ტყუ­ილ­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­სა­სურ­ველ და­ძა­ბუ­ლო­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სა თუ მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ტყუ­ილ­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ზრდი­ლო­ბა­საც და ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია, იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­სა­სურ­ველ და­ძა­ბუ­ლო­ბას, როცა ჩვენს ირ­გვლივ ბევ­რად უფრო საკ­ვან­ძო სა­კი­თხე­ბი წყდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია კი­დევ ერთხელ იმე­ო­რებს: 2021 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2022 წლის 21 მარ­ტის ჩათ­ვლით, ელ­ჩის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშ­ნად მთავ­რო­ბამ პრე­ზი­დენტს წა­რუდ­გი­ნა 12 კან­დი­და­ტუ­რა და თორ­მე­ტი­ვეს და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რომ "გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩის თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და“, სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა, 2021 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 2022 წლის 21 მარ­ტის ჩათ­ვლით, და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­და მთავ­რო­ბის მხრი­დან პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, რამ­დე­ნი დაკ­მა­ყო­ფილ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ და რამ­დე­ნი კან­დი­და­ტუ­რის და­ნიშ­ვნა­ზე ით­ქვა უარი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, ამ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ელ­ჩე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 12 კან­დი­და­ტუ­რა წა­რუდ­გი­ნა პრე­ზი­დენტს, პრე­ზი­დენ­ტმა კი 12-ვე კან­დი­და­ტუ­რის და­ნიშ­ვნა­ზე შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბებს ხელი მო­ა­წე­რა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ცალ­სა­ხად ტყუ­ილს ამ­ბობს. "არის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, როცა ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა­ზე პა­სუ­ხიც კი არ მი­უ­წე­რი­ათ ან წე­რი­ლო­ბი­თი უა­რია ნათ­ქვა­მი, არ­სე­ბობს და­ხუ­რუ­ლი მი­მო­წე­რაც", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან, დღე­სე­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბოლო 1 წელ­ში პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ხელი მო­ე­წე­რა ყვე­ლა წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტის და­ნიშ­ვნას დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, „არ ასა­ხავს რე­ა­ლურ სუ­რათს“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
1

გაიგე ახლა ვინაა მართალი და ვინაა მტყუანი. 

ალექს
1

ელჩები მუშაობენ კავკასიისათვის მშვიდობიანი საერთაშორისო საყოველთაო საერთო სარგებლობის და 6 დიდი სახელმწიფოს გარანტიით კოლექტიური უსაფრთხოების სტატუსის მქონე მშრალი სრუტის იდეიაზე , მაგალითად სუეცის სველ სრუტეზე ასეთივე იდეის ავტრორი ნაპოლეონი გახლდათ, ბონაპარტი ! დიახ ! დღემდე მუშაობს ! წარმატებით !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"პრეზიდენტის ტყუილში დადანაშაულება ზრდილობას მოკლებულია" - რა საპირისპირო განცხადებები ვრცელდება მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინიტრაციებიდან?

"პრეზიდენტის ტყუილში დადანაშაულება ზრდილობას მოკლებულია" - რა საპირისპირო განცხადებები ვრცელდება მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინიტრაციებიდან?

პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

"სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია,რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი დღესაც აქტუალურია და დიპლომატიურ წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას ექმნება სირთულეები, საქართველოს მთავრობა იმოქმედებს გაცხადებული სამართლებრივი რეაგირების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან:

მათი ცნობით, პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.

"საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ "გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“, სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალსახად ტყუილს ამბობს. "არის რამდენიმე შემთხვევა, როცა ელჩების დანიშვნაზე პასუხიც კი არ მიუწერიათ ან წერილობითი უარია ნათქვამი, არსებობს დახურული მიმოწერაც", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, დღესევე განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ბოლო 1 წელში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, „არ ასახავს რეალურ სურათს“.