პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ რუსები სიკვდილს თესავენ, ისინი აგრძელებენ სიცოცხლის დაცვას" - რას წერს უკრაინის პირველი ლედი გმირ ექიმებზე? (ფოტო)
"სანამ რუსები სიკვდილს თესავენ, ისინი აგრძელებენ სიცოცხლის დაცვას" - რას წერს უკრაინის პირველი ლედი გმირ ექიმებზე? (ფოტო)

უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი ოლე­ნა ზე­ლენ­სკა ომის და­წყე­ბის დღი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რობს. ის მუდ­მი­ვად ყვე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ და წერს, ის­ტო­რი­ებს გმი­რებ­ზე, რათა მსოფ­ლი­ოს გა­ა­გე­ბი­ნოს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია უკ­რა­ი­ნა...

ამ­ჯე­რად თა­ვის ახალ პოს­ტში მა­რი­უ­პო­ლის და­ბომბვი­სას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლილ ექიმ­ზე სა­უბ­რობს და იმ ექი­მებ­ზე, რო­მე­ლიც ომს არ შე­უ­შინ­დნენ და გმი­რუ­ლად, ბომ­ბე­ბის ქვეშ აგ­რძე­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას

ოლე­ნა ზე­ლენ­სკა:

- გა­ი­ცა­ნით, ის ნამ­დვი­ლი ექი­მია ანა­ტო­ლი ბო­რი­სო­ვიჩ კა­ზან­ცე­ვი, რო­მე­ლიც მა­რი­უ­პოლ­ში ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რო­დე­საც ომი და­ი­წყო, მან არ და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი და პა­ცი­ენ­ტებს და სწო­რედ სამ­სა­ხურ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ანა­ტო­ლი კო­ლე­გებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ში დაკ­რძა­ლეს. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან 6 ექი­მი და­ი­ღუ­პა და 13-ზე მეტი სა­ა­ვად­მყო­ფო გა­ნად­გურ­და. რუსი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ამას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აკე­თე­ბენ, ისე­ვე რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლო­ბას. თუმ­ცა სა­ნამ ისი­ნი სიკ­ვდილს თე­სა­ვენ, ექი­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ანა­ტო­ლი ბო­რი­სო­ვი­ჩი, აგ­რძე­ლე­ბენ სი­ცო­ცხლის დაც­ვას.

აქ არის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თია - ან­დრეი სვის­ტი და მისი მე­უღ­ლე ოლგა, ექი­მე­ბი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­დან. რო­მო­და­ნო­ვი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ბუ­ჩას მცხოვ­რებ­ლებს. სწო­რედ ან­დრე­იმ გა­და­არ­ჩი­ნა გო­გო­ნა საშა, რო­მელ­საც ოკუ­პან­ტებ­მა ეს­რო­ლეს. მის შე­სა­ხებ წინა პოს­ტებ­ში ვი­სა­უბ­რე.

ხარ­კოვ­ში კი რე­გი­ო­ნუ­ლი პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირი­ნა კონ­დრა­ტო­ვა ცე­ცხლის ქვეშ მუ­შა­ობს. მას ფეხ­ბურ­თელ­მა დე­ვიდ ბექ­ჰემ­მა სა­კუ­თა­რი ინ­სტაგ­რა­მის ან­გა­რი­ში მის­ცა, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს უკ­რა­ი­ნე­ლი ექი­მე­ბის ბედი და ჩვე­ნი ხალ­ხის ტან­ჯვა.

და კი­დევ რამ­დე­ნი ასე­თი თავ­და­დე­ბუ­ლი ექი­მია, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ჩვენ უბ­რა­ლოდ (ჯერ) არ ვი­ცით! ძვირ­ფა­სო ექი­მე­ბო, ყო­ვე­ლი სი­ცო­ცხლე, რო­მელ­საც გა­და­არ­ჩენთ უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბაა! იმი­ტომ რომ ქვე­ყა­ნა პირ­ველ რიგ­ში ხალ­ხია. ჩვენ ძლი­ე­რე­ბი ვართ ზუს­ტად იმი­ტომ, რომ ერ­თმა­ნე­თი ვიხ­სნათ და თქვე­ნი შრო­მა აახ­ლო­ებს მშვი­დო­ბას!

ავტორი:

"სანამ რუსები სიკვდილს თესავენ, ისინი აგრძელებენ სიცოცხლის დაცვას" - რას წერს უკრაინის პირველი ლედი გმირ ექიმებზე? (ფოტო)

"სანამ რუსები სიკვდილს თესავენ, ისინი აგრძელებენ სიცოცხლის დაცვას" - რას წერს უკრაინის პირველი ლედი გმირ ექიმებზე? (ფოტო)

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ომის დაწყების დღიდან სოციალურ ქსელში აქტიურობს. ის მუდმივად ყვება ქვეყანაში მომხდარი ამბების შესახებ და წერს, ისტორიებს გმირებზე, რათა მსოფლიოს გააგებინოს რა მდგომარეობაშია უკრაინა...

ამჯერად თავის ახალ პოსტში მარიუპოლის დაბომბვისას საავადმყოფოში გარდაცვლილ ექიმზე საუბრობს და იმ ექიმებზე, რომელიც ომს არ შეუშინდნენ და გმირულად, ბომბების ქვეშ აგრძელებენ საკუთარი მოვალეობის შესრულებას

ოლენა ზელენსკა:

- გაიცანით, ის ნამდვილი ექიმია ანატოლი ბორისოვიჩ კაზანცევი, რომელიც მარიუპოლში ბავშვთა ინფექციურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. როდესაც ომი დაიწყო, მან არ დატოვა სამსახური და პაციენტებს და სწორედ სამსახურში გარდაიცვალა.

ანატოლი კოლეგებმა საავადმყოფოს ეზოში დაკრძალეს. უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 ექიმი დაიღუპა და 13-ზე მეტი საავადმყოფო განადგურდა. რუსი თავდამსხმელები ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. თუმცა სანამ ისინი სიკვდილს თესავენ, ექიმები, როგორიცაა ანატოლი ბორისოვიჩი, აგრძელებენ სიცოცხლის დაცვას.

აქ არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია - ანდრეი სვისტი და მისი მეუღლე ოლგა, ექიმები ნეიროქირურგიის ინსტიტუტიდან. რომოდანოვი ორი კვირის განმავლობაში ეხმარებოდა ოკუპირებული ბუჩას მცხოვრებლებს. სწორედ ანდრეიმ გადაარჩინა გოგონა საშა, რომელსაც ოკუპანტებმა ესროლეს. მის შესახებ წინა პოსტებში ვისაუბრე.

ხარკოვში კი რეგიონული პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელი ირინა კონდრატოვა ცეცხლის ქვეშ მუშაობს. მას ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა საკუთარი ინსტაგრამის ანგარიში მისცა, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს უკრაინელი ექიმების ბედი და ჩვენი ხალხის ტანჯვა.

და კიდევ რამდენი ასეთი თავდადებული ექიმია, რომელთა შესახებ ჩვენ უბრალოდ (ჯერ) არ ვიცით! ძვირფასო ექიმებო, ყოველი სიცოცხლე, რომელსაც გადაარჩენთ უკრაინის გამარჯვებაა! იმიტომ რომ ქვეყანა პირველ რიგში ხალხია. ჩვენ ძლიერები ვართ ზუსტად იმიტომ, რომ ერთმანეთი ვიხსნათ და თქვენი შრომა აახლოებს მშვიდობას!