პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ გამორიცხული არ არის ეს მანევრი იყოს" - როგორ აფასებს კონფლიქტოლოგი დელეგაციების შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს?
"გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ გამორიცხული არ არის ეს მანევრი იყოს" - როგორ აფასებს კონფლიქტოლოგი დელეგაციების შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს?

აშ­კა­რად გა­მოკ­ვე­თი­ლია უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბა და მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლია რუ­სე­თის მიერ ნა­ბი­ჯის უკან გა­დად­გმა, მაგ­რამ ვიც­ნობთ ჩვენ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას, პუ­ტი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ეს მა­ნევ­რი იყოს, - ამის შე­სა­ხებ კონ­ფლიქ­ტო­ლოგ­მა, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სტამ­ბოლ­ში დღეს გა­მარ­თუ­ლი უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა.

ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, რუ­სეთ­მა აღი­ა­რა, რომ მისი სტრა­ტე­გია არას­წო­რი იყო.

"დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უაღ­რე­სად და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ თუ შეს­რულ­და. რუ­სეთ­მა ჩვენ­თა­ნაც მო­ა­წე­რა ხელი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნას და არ გა­იყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან კარ­გია ეს შე­თან­ხმე­ბე­ბი და პირ­ველ რიგ­ში რუ­სეთ­მა უნდა შე­ას­რუ­ლოს ეს. აშ­კა­რად გა­მოკ­ვე­თი­ლია უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბა და მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლია რუ­სე­თის მიერ ნა­ბი­ჯის უკან გა­დად­გმა, მაგ­რამ ვიც­ნობთ ჩვენ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კას პუ­ტი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ეს იყოს მა­ნევ­რი და კი­დევ რა­ი­მე და­აბ­რა­ლოს უკ­რა­ი­ნას არ ას­რუ­ლე­ბე­ნო.

ვამ­ბობ­დი, რომ ყი­რიმ­ზე და დო­ნეცკ­ზე ლა­პა­რა­კი იქ­ნე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ზუს­ტად ასე დაჯ­და, ანუ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამას მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­და­ზე გა­და­ი­ტა­ნენ, ძა­ლი­ან კარ­გია, უნდა შეს­რულ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. რუ­სეთ­მა, რაც ქა­ღალ­დზე წე­რია იმით, უკან და­ი­ხია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად და­ი­ხევს უკან ეს სხვა სა­კი­თხია. მე მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ გა­ი­წე­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცია და რუ­სე­თი დროს გა­წე­ლავს.

დრო გვაჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ რუ­სეთ­მა აღი­ა­რა, რომ მისი სტრა­ტე­გია არას­წო­რი იყო და რჩე­ბა ის, რაც ჰქონ­და - ყი­რი­მი, დო­ნეც­კი და ლუ­განსკი, ის, რაც აქამ­დე ჰქონ­და და ტყუ­ი­ლად ჩა­ხო­ცა რო­გორც თა­ვი­სი ხალ­ხი, ისე უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი. შე­დე­გი არის მხო­ლოდ ის, რომ და­ი­ხო­ცა ხალ­ხი და უკ­რა­ი­ნამ უარი უთხრა ნა­ტოს, როცა ისე­დაც უარს ამ­ბობ­და ნა­ტო­ზე, ამ სა­ში­ნე­ლი შე­დე­გის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სტამ­ბოლ­ში, დოლ­მა­ბაჰჩეს სა­სახ­ლე­ში, უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!
1

ეტყობა როგორ დაიხიეს უკან.მაოცებს ამათი სიბეცე.გადახედეთ რა ხდება ,ამას უკან დახევა ქვია?თუ თავს ინუგეშებთ?

ედიკა
0

არ ვიცი, არ ვიცი!, ეხლა ზელენსკის, კი უკრავენ ტაშსს, მაგრამ ბოლოს სად დაიკრავენ, კაცმა არ იცის. ეხლა რა გამოდის? ის ხალხი რომელიც, სამშობლოს სიყვარულის გამო, არ ეპუებოდნენ აგრესორს, შიშველი ხელებით წინ უდგებოდენ მტერს, არ დატოვეს კერა, სჯეროდათ გამარჯვებისა და თავისი ხელისუფლებისა და ამას შეეწირენ კიდეც, რა პასუხი ეძლევა მათ? თუ ამზე უეთესი შედეგიც კი, უომრად მიიხწევოდა????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ გამორიცხული არ არის ეს მანევრი იყოს" - როგორ აფასებს კონფლიქტოლოგი დელეგაციების შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს?

"გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ გამორიცხული არ არის ეს მანევრი იყოს" - როგორ აფასებს კონფლიქტოლოგი დელეგაციების შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს?

აშკარად გამოკვეთილია უკრაინის წარმატება და მკაფიოდ გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ ვიცნობთ ჩვენ რუსეთის პოლიტიკას, პუტინის ხელმძღვანელობით და გამორიცხული არ არის ეს მანევრი იყოს, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც სტამბოლში დღეს გამართული უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთმა აღიარა, რომ მისი სტრატეგია არასწორი იყო.

"დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უაღრესად დადებითად ვაფასებ თუ შესრულდა. რუსეთმა ჩვენთანაც მოაწერა ხელი ჯარების გაყვანას და არ გაიყვანა. ძალიან კარგია ეს შეთანხმებები და პირველ რიგში რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს. აშკარად გამოკვეთილია უკრაინის წარმატება და მკაფიოდ გამოკვეთილია რუსეთის მიერ ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ ვიცნობთ ჩვენ რუსეთის პოლიტიკას პუტინის ხელმძღვანელობით და გამორიცხული არ არის ეს იყოს მანევრი და კიდევ რაიმე დააბრალოს უკრაინას არ ასრულებენო.

ვამბობდი, რომ ყირიმზე და დონეცკზე ლაპარაკი იქნებოდა წლების განმავლობაში და ზუსტად ასე დაჯდა, ანუ წლების განმავლობაში ამას მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაიტანენ, ძალიან კარგია, უნდა შესრულდეს ეს ყველაფერი. რუსეთმა, რაც ქაღალდზე წერია იმით, უკან დაიხია, მაგრამ რეალურად რამდენად დაიხევს უკან ეს სხვა საკითხია. მე მოლოდინი მაქვს, რომ გაიწელება სიტუაცია და რუსეთი დროს გაწელავს.

დრო გვაჩვენებს, მაგრამ რუსეთმა აღიარა, რომ მისი სტრატეგია არასწორი იყო და რჩება ის, რაც ჰქონდა - ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი, ის, რაც აქამდე ჰქონდა და ტყუილად ჩახოცა როგორც თავისი ხალხი, ისე უკრაინელი ხალხი. შედეგი არის მხოლოდ ის, რომ დაიხოცა ხალხი და უკრაინამ უარი უთხრა ნატოს, როცა ისედაც უარს ამბობდა ნატოზე, ამ საშინელი შედეგის გარეშე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართა.