პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ წელს, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ყველა ელჩის დანიშვნაზე მოაწერა ხელი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ წელს, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ყველა ელჩის დანიშვნაზე მოაწერა ხელი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთავ­რო­ბის მიერ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­სა­ნიშ­ნად წარ­დგე­ნილ ყვე­ლა კან­დი­და­ტუ­რას პრე­ზი­დენ­ტმა ხელი მო­ა­წე­რა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რომ "გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩის თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და“, სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ი­თხო­ვა, 2021 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 2022 წლის 21 მარ­ტის ჩათ­ვლით, და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი გა­ნა­ცხა­დი შე­ვი­და მთავ­რო­ბის მხრი­დან პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, რამ­დე­ნი დაკ­მა­ყო­ფილ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ და რამ­დე­ნი კან­დი­და­ტუ­რის და­ნიშ­ვნა­ზე ით­ქვა უარი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, ამ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ელ­ჩე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 12 კან­დი­და­ტუ­რა წა­რუდ­გი­ნა პრე­ზი­დენტს, პრე­ზი­დენ­ტმა კი 12-ვე კან­დი­და­ტუ­რის და­ნიშ­ვნა­ზე შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბებს ხელი მო­ა­წე­რა.

"2021 წლის 1-ელი იან­ვრი­დან 2022 წლის 21 მარ­ტის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშ­ნად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს წა­რუდ­გი­ნა 12 კან­დი­და­ტუ­რა. ყვე­ლა წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ცე­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ,”- აღ­ნიშ­ნუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ი­ნიშ­ნა შემ­დე­გი 12 პირი:

ვახ­ტანგ მა­ხა­რობ­ლიშ­ვილი - ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე

სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა- დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე

ზაზა გა­ბუ­ნია - მექ­სი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე

გი­ორ­გი ზა­ქა­რაშ­ვი­ლი - უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩი­სა და სუ­ამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე

და­ვით სო­ლო­მო­ნია - ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე

ირაკ­ლი ხუ­ცუ­რა­უ­ლი - ფი­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე

ირაკ­ლი ხუ­ცუ­რა­უ­ლი - შვე­დე­თის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშ­ნად

ზუ­რაბ ბე­რი­ძე - პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშ­ნად

ნა­თე­ლა მე­ნაბ­დე - და­ნი­ის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშ­ნად

თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა - ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე

ლე­ვან დი­ა­სა­მი­ძე - მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე

სა­ლო­მე შა­ფა­ქი­ძე - ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს მიერ 15 მარტს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში იკ­ვე­თე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან და­დას­ტუ­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყო არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ელ­ჩის თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ავტორი:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ წელს, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ყველა ელჩის დანიშვნაზე მოაწერა ხელი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ წელს, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ყველა ელჩის დანიშვნაზე მოაწერა ხელი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილ ყველა კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

"ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ "გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა“, სააგენტო "ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, დანიშვნასთან დაკავშირებული რამდენი განაცხადი შევიდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რამდენი დაკმაყოფილდა სალომე ზურაბიშვილის მიერ და რამდენი კანდიდატურის დანიშვნაზე ითქვა უარი.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა.

"2021 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით საქართველოს მთავრობამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა. ყველა წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ,”- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, თანამდებობებზე დაინიშნა შემდეგი 12 პირი:

ვახტანგ მახარობლიშვილი - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე

სოფიო ქაცარავა- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე

ზაზა გაბუნია - მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

გიორგი ზაქარაშვილი - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე

დავით სოლომონია - ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

ირაკლი ხუცურაული - ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

ირაკლი ხუცურაული - შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად

ზურაბ ბერიძე - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად

ნათელა მენაბდე - დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად

თეიმურაზ ლეჟავა - იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

ლევან დიასამიძე - მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე

სალომე შაფაქიძე - ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

როგორც "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს.

კერძოდ, მმართველი პარტიის ინფორმაციით, გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება.